მოიძებნა 668045 ჩანაწერი
46581.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი II
„თუ კიდევ გაგიგზავნივარ იმ დასაქცევ გიმნაზიაში, თავს დავიხრჩობ-მეთქი“!
"If you send me back to that horrible grammar school, I’ll hang myself"!
46582.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი II
შეშინდნენ და ჩამომეთხოვენ.
They were frightened and let me off.
46583.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი II
ერთ კვირას აღარ წავსულვარ კლასში.
For a week I didn’t go to classes.
46584.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი II
იმ დროს დირექტორად კოცებუ იყო, ახალი დანიშნული.
A new headmaster called Kotzebue had just then been appointed.
46585.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი II
ქართული მაზრის უფროსობის დროს შეესწავლა, კარგად იცოდა და ქართველებიც ძალიან უყვარდა.
When he had been chief of the district he had learnt Georgian; he knew it well and was fond of the Georgians.
46586.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი II
მოვიდა ჩვენსა და გამომკითხა ყველაფერი.
He came to see us and asked to be told everything.
46587.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი II
მეც დაუფარავად მოვახსენე, რაც გადამხდა და რასაცა ვგრძნობდი.
I hid nothing and told him what had happened to me and what I felt.
46588.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი II
გაუკვირდა, გადააქნია თავი, მომეფერა და მითხრა:
He was astounded, shook his head, reassured me and said:
46589.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი II
შენ ჩემი სახელი ახსენე და ნუღარავისი გეშინიაო!
Just mention my name and don’t be afraid of anyone!
46590.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი II
ხვალ ჩემთან მოდი პირდაპირ კანცელარიაში და მე წაგიყვან კლასშიო.
Tomorrow come straight to my office and I’ll take you into class.
46591.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი II
მეორე დღეს მართლა წამიყვანა და მიმიყვანა ჩვენს კლასში.
The next day he did in fact take me with him to our class.
46592.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი II
გამოიკვლია ყოველიფერი და „მარკის“ ამბავი რომ გაიგო, გაოცდა.
Everything was sorted out and, when he heard the tale of the tin marka, he was amazed.
46593.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი II
მოიხმო ინსპექტორი, ზედამხედველები, მასწავლებლები და გამოუცხადა ყველას, რომ დღეიდან ეგ საქციელი აღარ ჩაიდინოთო!
He called up the inspector, the supervisors, the teachers and announced to all of them that from now on such behaviour was not to be allowed.
46594.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი II
მოსპეთ „მარკა“ და უმიზეზოდ ცემა-ტყეპაზედაც ხელი აიღეთო.
They were to destroy the marka and to desist from pointless beating and hitting.
46595.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი II
მერე მიუბრუნდა ჩემ მასწავლებელს და უთხრა: – „განსაკუთრებითი ყურადღება მიაქციე ამ ყმაწვილსო“!
The he turned to my teacher and told him: -"Pay special attention to that boy"!
46596.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი II
მართლაც, იმ დღიდან ცოდვის ფირფიტა გადააგდეს, მაგრამ ცემატყეპაზე კი უცბად ვერ აიღეს ხელი.
In fact, from that day, the punishment rod was abolished, but they couldn’t at first desist from hitting and beating boys.
46597.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი II
უიმისობა მაინც არ ეხერხებოდათ.
They didn’t know how to cope without it.
46598.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი II
ტყუილა კი არ არის ნათქვამი: „ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო“!
How true the proverb is: "Custom is stronger than faith”!
46599.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი II
იმ დროს მთელი რუსეთი დარწმუნებული იყო, რომ ჭკუა და სიკარგე როზგის ნაყოფიაო. გიმნაზიებშიაც, რასაკვირველია, პირველი ადგილი ეჭირა...
The whole of Russia then believed that intelligence and goodness were the fruits of the cane, and in the grammar schools the cane came first.
46600.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი II
დღე არ იქნებოდა, რომ ყმაწვილების წივილ-კივილით იქაურობა არ ყოფილიყო გაყრუებული.
There was not a single day when the area wasn’t deafened by the shrieking and yelling of boys.