მოიძებნა 668045 ჩანაწერი
46601.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი II
„როტაში“ არ უნდებოდათ იმდენი წკეპლა, რაც თვითეულ კლასში.
Even an army punishment squad didn’t get as much caning as a school class.
46602.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი II
„სტოროჟებს“ ურმებით მოჰქონდათ ყოველდღე ახალ-ახალი.
They brought new canes every day on the caretaker’s carts.
46603.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი II
მოსწავლის გალახვა ყველას შეეძლო დირექტორიდან დაწყებული, „სტოროჟებამდე“.
Everyone had the right to flog boys, starting with the headmaster and ending with the caretaker.
46604.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი II
მიზეზს არავინ კითხულობდა.
Nobody asked the reason why.
46605.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი II
ვინ იცის, რამდენი დასნეულებულა, რამდენი დამახინჯებულა, და რამდენს კიდევ ხასიათი გაფუჭებია საუკუნოდ.
Who knows how many were made ill, how many were crippled and how many had their characters ruined for ever.
46606.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი II
ხშირად მოხდებოდა ხოლმე, რომ ერთი და იგივე ბავშვი, ერთი დღის განმავლობაში, სამჯერ-ოთხჯერ „გაროზგვილიყოს“ სხვადასხვა უფროსისაგან.
It often happened that one and the same child would be rozgified three or four times in one day by different people senior to him.
46607.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი II
მახსოვს და არც დამავიწყდება ჩემს დღეში:
I can remember - and I’ll never forget so long as I live:
46608.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი II
ერთი რუსის ბავშვი იყო – კრიჟანოვსკი, ძლიერ მოუსვენარი რამ, მაგრამ სხვებ კარგი იყო.
A Russian boy called Krizhanovsky, who was very restless, but good to other boys.
46609.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი II
ერთხელ ნახევარი საათით დააგვიანდა კლასში მოსვლა და დირექტორმა „გააროზგვინა“.
Once he was half an hour late coming to class and the headmaster had him rozgified.
46610.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი II
იმ დღესვე გაკვეთილი არ იცოდა და მასწავლებელმა „გააროზგვინა“.
That day he hadn’t prepared his lesson and the teacher had him rozgified.
46611.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი II
ამითაც ვეღარ გადარჩა.
The matter couldn’t end there.
46612.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი II
ყველამ ერთად დააბეზღეს ინსპექტორს და იმანაც მოუნდომა „გაროზგვა“.
Everyone combined forces and reported him to the inspector and the inspector decided to have him rozgified.
46613.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი II
ეს ინსპექტორი შეუბრალებელი რამ იყო და მისი ისე ეშინოდათ, როგორც სულთამხუთავისა.
The inspector was a merciless person and people were as afraid of him as of the angel of death.
46614.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი II
კრიჟანოვსკიმ, ტანჯვა რომ ვეღარ აიტანა, იშვირა ხელი და ფეხი და გადავარდა რიონში.
Krizhanovsky could stand the torment no longer, took a running jump and threw himself into the river Rioni.
46615.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი II
რომ შემთხვევით იქვე არ დასწრებოდა ერთი მეგრელი მოსწავლე, ძალიან კარგი მცურავი, დაიღუპებოდა.
If a Mingrelian pupil, who was a very good swimmer, hadn’t chanced to be there, Krizhanovsky would have perished.
46616.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი II
ისე ცემა- ტყეპას ხომ ანგარიში არ ჰქონდა.
Thus there was no check on the beating and hitting.
46617.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი II
ვაი მისი ბრალი, ვისაც კარგი ხუჭუჭი თმა ჰქონდა.
Woe to the unfortunate boy who had nice curly hair.
46618.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი II
ერთ ყმაწვილს, გვარად ჭაჭიაშვილს, დიდი ყურები ჰქონდა.
One boy called Chachiashvili had big ears.
46619.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი II
დიდი და პატარა ყველა ყურებში ავლებდა ხელს.
Everyone, big and small, used to grab hold of his ears.
46620.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი II
ერთხელ გამხეცებულმა ზედამხედველმა შუამდი აახლიჩა ყური.
Once an infuriated class supervisor tore his ear half off.