მოიძებნა 668045 ჩანაწერი
46641.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი II
იმ განყოფილებაში წერის გაკვეთილი იყო.
We had had a writing lesson on that part of the book.
46642.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი II
მე ვიფიქრე, რომ, თუ მარჯვენა ხელი მეტკინა, წერა გამიფუჭდება და მოდი მარცხენას გავიმეტებ-მეთქი.
I thought that if my right hand was going to hurt, my handwriting would be ruined, so I thought: "All right, I’ll sacrifice my left hand".
46643.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი II
მეც რასაკვირველია, მითხრა: „აბა დამნაშავე ხელი გამოაშვირეო“!
Of course, he said to me: "Well, put out the hand which did wrong"!
46644.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი II
მე მარცხენა გავუშვირე.
I offered him my left hand.
46645.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი II
ჯერ დამკრა და მერე ეჭვი შეიტანა, რასაკვირველია განგებ, მარცხენა ხელით როგორ მოაწერდიო?
He struck me and then began to wonder and of course said deliberately: "How could you have signed with your left hand"?
46646.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი II
რომ გამოვუტყდი, მარჯვენა ხელზედაც დამკრა და გამიშვა.
When I owned up, he hit me on the right hand too and let me go.
46647.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი II
ტკენა ხომ ტკენა იყო, მაგრამ მე ის უფრო მტანჯავდა, რომ ჭკუა წავაგე და ორი „ლინეიკა“ დამკრეს, მაშინ როცა სხვები კი თითოთი გადარჩენ!
The pain was one thing, but I suffered more from the fact that I’d lost my wits and been hit with the ruler twice, when others had got away with one stroke each!
46648.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი II
ვტიროდი, ხელი მიკანკალებდა და, რასაკვირველია, კარგად ვეღარ დავწერდი.
I was crying, my hand was throbbing and of course I couldn’t write well any more.
46649.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი II
ნაწერები რომ გაარჩია მასწავლებელმა, დამიწუნა და კიდევ დამკრა „ლინეიკა“:
When our teacher inspected our writing, he faulted mine and hit me again with the ruler.
46650.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი II
უკეთ დაწერეო!
Write better!
46651.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი II
კლასის გათავებამდი ოთხჯერ დამკრა.
By the time the class was over I had been struck another four times.
46652.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი II
ის დღე იყო და მას აქეთ ვეღარ გამოვბრუნდი.
That was a day I could never get over.
46653.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი II
არ იქნა, ვეღარ გადავიგდე გულზე ეს შემთხვევა.
I never did, I couldn’t get those incidents out of my mind.
46654.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი II
წერაში ხელი გამიფუჭდა და დღესაც კიდევ გაურკვევლადა ვწერ.
My handwriting was ruined and even today I write illegibly.
46655.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი II
ვინც ჩემ ნაწერებს დახედავს, გაუკვირდება, რომ ზოგან კარგი ხელია და ადგილ-ადგილ კი ნაჯღაბნი და გაუგებარი.
Anyone who looks at my writing will be astonished to see that sometimes it is good but there are places where it is a scrawl, an unintelligible scrawl.
46656.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი II
ეს მაშინ მემართება, როცა ინსტინქტურად მაგონდება ხოლმე მაშინდელი ჩემი ტანჯვა.
This comes over me whenever I instinctively recall my torment at the time.
46657.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი II
ეს შემთხვევა რა გასახსენებელი იყო, მაგრამ მიტომ ვამბობ, რომ მშობლებმა და მასწავლებლებმა იგულისხმონ, თუ რა ძნელია სათუთ ბავშვებთან სასტიკად მოპყრობა და რა შედეგი მოჰყვება ხოლმე.
The reason, however, that I mention what happened is so that parents and teachers should understand how serious it is for a tender child to be treated cruelly and what inevitably results.
46658.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი II
ჩემი გალახვის ამბავი გაეგო დირექტორს და შენიშვნა მიეცა მასწავლებლისათვის.
The headmaster must have heard about my beating and remonstrated with the teacher.
46659.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი II
ის იყო და ის, ამ დღიდან ამომიჩემა მასწავლებელმა და ყურადღებასაც აღარ მაქცევდა, თითქო ერთი ჯირკი გდებულიყო იქ.
Whatever happened, from that day on the teacher left me alone and completely ignored me, as if I were just a log lying there.
46660.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი II
არც მასწავლიდა და არც რამეს მკითხავდა.
He neither taught me nor asked me anything.