მოიძებნა 668045 ჩანაწერი
46961.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი II
იმ ხანებში რუსული ენის მასწავლებელმა გვიბრძანა:
That was when our Russian language teacher ordered us:
46962.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი II
- აიღეთ, რაც გინდათ, და თქვენდა თავად თხზულება დასწერეთ, მაგრამ დიალოგებად კიო.
- Choose what you like, but write a free composition of your own, only it has to be a dialogue.
46963.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი II
მე ავიღე და დავწერე ერთი ახირებული რამ.
I chose and wrote something very peculiar.
46964.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი II
მასწავლებელმა რომ წაიკითხა, ინსპექტორს გადასცა და მას საპედაგოგიო რჩევაში წარედგინა და ეთქვა:
When the teacher read it, he passed it to the inspector who apparently laid it before the school council and said:
46965.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი II
ამის დამწერი, თუ ახლავე არ აილაგმა, არ ივარგებსო!
If the boy who wrote this isn’t reined in here and now, he’ll come to no good!
46966.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი II
რჩევაზე როდზიევიჩს გამოედვა თავი:
Rodziewicz was at the council and spoke up:
46967.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი II
მაგის დამწერი კარგი ვინმე გამოვა და, გაწყრომა კი არა, მოფერება ეჭირვებაო.
The boy who wrote this will turn out well and what he needs is not retribution but encouragement.
46968.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი II
მე ვთხოულობ, რომ იმას ძალა დაატანოთ – ლათინური შეისწავლოს და მაღალ სასწავლებელში სადმე შევიდესო.
I request that we put this into effect: let him study Latin and enter university somewhere.”
46969.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი II
მჭერმეტყველებამ გაიტაცა, გადაიყოლია ზოგიერთები სხვებიც და დირექტორმაც ბანი მისცა. შემიხმეს მეც.
He was carried away with his own eloquence, but so were some of the others and the headmaster followed suit. They called me in.
46970.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი II
– ეს შენი დაწერილიაო? – მკითხა დირექტორმა.
– Did you write this? – the headmaster asked me.
46971.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი II
– დიახ, – ვუპასუხე ცოტა შემკრთალმა.
– Yes sir, – I answered, a little frightened.
46972.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი II
– მერე როგორ გაბედე, რომ მთავრობის მოსამსახურე პირებს ასე ცუდად იხსენიებ?
– Then how dare you speak so badly of persons who work for the government?
46973.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი II
– ის გადამდგარი ჩინოვნიკია.
– He’s a retired official.
46974.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი II
– სულ ერთია, უპატიურად შეხება მაინც არ შეიძლება!
– It makes no difference, you still can’t treat him disrespectfully.
46975.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი II
ის დამსახურებული იქნებოდა და პენსიაც ექნებოდა, – დაუმატა მრისხანედ ინსპექტორმა.
He would be a deserving person and he would have a pension,” the headmaster added angrily.
46976.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი II
– წაიღე და გადაასწორე სხვანაირად!
- Take it away and change it, so that it’s right.
46977.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი II
– თუ მხოლოდ ეგ არის წუნი, ეგ ადვილია: წავშლი სიტყვას „გადამდგარი“ და დავწერ „გამოგდებულს“.
– If that is the only fault, it’s easy: I’ll cross out the word "retired" and write "dismissed".
46978.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი II
„გამოგდებული“, თუ კარგი ყოფილიყო, ისევ სამსახურში იქნებოდა.
If a "dismissed" official had been any good, he would be back at work again.
46979.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი II
– დირექტორმა გაიცინა და გამიშვა.
- The headmaster laughed and let me go.
46980.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი II
იმ დღიდან მეც ლათინურზე გადავედი. ამის შემდეგ კიდევ უფრო შემიყვარა როდზიევიჩმა და განსაკუთრებულ ყურადღებას მაქცევდა.
The next day I changed to Latin; after that I became even fonder of Rodziewicz and paid particular attention to him.