მოიძებნა 668060 ჩანაწერი
47381.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი II
მეც რაღა გზა მქონდა?!
Was there anything else I could have done?!
47382.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი II
მაინც რა არის ეგ იმერული სიფრთხილე, რომ შენს ლექსებს სახელს არ აწერ?
But what is this Imeretian cautiousness of yours that stops you putting your name to your poems?
47383.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი II
ყველას ძალიან მოსწონს შენი ლექსები, განსაკუთრებით ქალებს.
Everyone likes your poems a lot, especially the ladies.
47384.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი II
იმღერიან კიდეცა.
They even sing them.
47385.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი II
აბა, შენ იცი, თუ მომეშველები მალ-მალ, შენი ივანე.
Anyway, you know how to help me in the near future. Yours, Ivane.
47386.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი II
ამგვარ წერილს დღეს სულ სხვაგვარად გავიგებდი, მაგრამ მაშინ კი დავიჯერე და დიდი გავლენაც იქონია ჩემზე,
Today I would have reacted to such a letter very differently, but then I believed it and it had a great effect on me,
47387.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი II
მით უფრო, რომ პროფესორმა დ. ჩუბინაშვილმა, რომ წაიკითხა ჩემი სახელი, რომელსაც მანამდის არ ვამხელდი, მიმიხმო სახლში და კვერი დაჰკრა კერესელიძის სიტყვებს.
especially because professor Chubinashvili, when he read my name, which I had hitherto concealed, invited me to his house and confirmed what Ivane Kereselidze had written.
47388.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი II
იმ დღიდან კი გადავწყვიტე, რომ მწერლობას გამოვდგომოდი და, თუ ვინმე ჩამომშორდებოდა, ის კი მის ნებაზე მიმეშვა.
That very day I decided to make literature my career and, even if some people were to cut me off, they were releasing me of their own free will.
47389.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი II
ამის შემდეგ ძვირად თუ ვისმეს შევხვდებოდი ხოლმე და იმასაც უნივერსიტეტში.
After this it was rare for me to meet anyone even at the university.
47390.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი II
თითქმის ყველას ჩამოვშორდი, გარდა ორისა.
I distanced myself virtually from everybody, except two people.
47391.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი II
ისინი არ მიყურებდნენ სხვებსავით ხმის აყოლით და, სხვებზე უფრო ნიჭიერად თუ მივაჩნდით, თვარა ნაკლებ არა.
Unlike the others, they paid no attention to rumours, and if we were no cleverer than the others, we were certainly no stupider.
47392.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი II
მაგრამ საოცარია ბრბოს ჰიპნოზი?
But mob hypnosis is an amazing thing?
47393.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი II
გაბედვითა და გამორკვევით ისინიც ვერას ამბობდნენ ჩემ სასარგებლოდ.
Even they were unable to say anything outspoken or sensible that would have been useful to me.
47394.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი II
ერთი მათგანი იყო კირილე ლორთქიფანიძე და მეორე – ნიკო ნიკოლაძე.
One of them was Kirile Lortkipanidze, the other, Niko Nikoladze.
47395.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი II
იმ ხანებში მე ერთი ლექსი დავწერე.
There was a poem I wrote at the time.
47396.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი II
თუმც ნახევარი საუკუნე გასულია, მაგრამ დღესაც კიდევ წაიკითხება და ჩემმა ამხანაგებმა კი კიჟინა დასცეს მაშინ:
Half a century has passed, but if I were to read it out even today, my comrades would immediately start an outcry:
47397.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი II
„აი აქ აზრი არ ვარგა და ობროდობის მეტი არა არის რაო“!
"Look, the idea is no good, it’s nothing more than brainless ravings"!
47398.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი II
მხოლოდ კირილემა და ნ. ნიკოლაძემ კი სთქვეს, რომ კარგი რამ არის როგორც ხელოვნებაო, და მირჩიეს, ერთი რამ მისთანა მიმემატებინა, რომ ცხოვრებაში გამოსადეგი ყოფილიყო.
Only Kirile and Nikoladze said that it was good as art and advised me to add something to it that could be applied to real life.
47399.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი II
ის ლექსი იყო „სიმღერა მკის დროს“.
This poems was "A Reaping Song".
47400.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი II
მეც ავიღე და ბოლოში ერთი ხანა ჩავაკერე:
I took it and stitched on a verse at the end: