მოიძებნა 668060 ჩანაწერი
47421.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი II
თურმე ჩემზე ყოფილიყო ის ვაი-უშველებელი.
Apparently the uproar had been about me.
47422.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი II
რაღაი კი ღმერთმა იმ დღეს გადამარჩინა, რადგანაც ის მეთაურები, ნეკლიუდოვი და ათანასიევი, სხვებთან ერთად მიცნობდნენ,
Somehow God had saved me that day, because those in charge, Nekliudov and Afanasiev, and a few others, had known me.
47423.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი II
მე სიცილადაც აღარ მყოფნია და აღარც არა მითქვამს რა, ასე გაიარა ერთმა წელიწადმა.
I was no longer an object of mockery and I said not another word. A whole year passed.
47424.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი II
ერთხელ დ. ყიფიანი შემოვიდა ჩემთან და მთხოვა: „ამ საღამოს კ. აფხაზისას უნდა მოხვიდე უეჭველადო“.
Once D. Qipiani came to see me and asked me: "You absolutely must go and visit K. Apkhazi’s house this evening".
47425.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი II
მე გამიკვირდა დ. ყიფიანის ჩემთან შემოსვლა, რომელიც მანამდის მერიდებოდა და სტუდენტებში გარევა კიდევ უფროც მეუცხოვა,
I was taken aback by Qipiani coming to see me; up till then he had shunned me, and I was even more aghast at the prospect of being involved with the student movement.
47426.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი II
მაგრამ სიტყვა მივეცი და კიდევაც ავასრულე.
But I gave him my word and kept it too.
47427.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი II
იმ საღამოს ქართველი სტუდენტობა, მართლა, შეყრილიყო აფხაზისას შინაური საქმეების გადასაწყვეტად და, სხვათა შორის, დ. ბ–ძეც უჩივოდა ამხანაგებთან ი. სერ–ვს:
That evening, in fact, the Georgian students had gathered round to decide Apkhazi’s personal affairs and, among others, D. B—dze was complaining to his fellow students about I. Ser—v:
47428.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი II
„ჩემ წერილებს იღებს, ხსნის, კითხულობს და მერე ხევსო“.
"He gets my letters, opens them, reads them and then tears them up".
47429.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი II
ი. ს–ვი შეხტა და შებზრიალდა!
I. S—v jumped up, buzzing with fury!
47430.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი II
დ. ნი–ძის სიტყვა რა დასაჯერებელიაო?– სთქვა
How can anyone believe D. Nik—dze? - he said.
47431.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი II
ეგ არ იყო, რომ შარშან ყველას ჩამოგვიარა და დაგვარწმუნა, რომ აკაკი წერეთელი შპიონი არისო?
Wasn’t it he who was going round to see us all last year, alleging that Akaki Tsereteli was a spy?
47432.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი II
ამ სიტყვებზე ყველამ თვალი გამოაჭყიტა და განსაკუთრებით თვით დ. ნიკ–ძემ.
At this everyone stared at me, especially D. Nik—dze.
47433.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი II
მართალია – სთქვა – მე გავაფრთხილე სუყველა, მაგრამ მე ეს ხომ ჩემით არ მიქნია? ნ. ღ–ძემ მიბრძანაო.
It’s true - he said - I did warn everybody, but I wasn’t doing it on my own, N. Gh—dze told me too.
47434.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი II
მაშინ წამოდგა ნ. ღ–ძეც და თავი იმართლა: „მე მეგონა და სხვებიც გავაფრთხილეო“.
Then up got N. Gh—dze and defended himself: "I thought it was true and I warned others".
47435.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი II
მხოლოდ დ. ყიფიანი მოვიდა ჩემთან ბოდიშის მოსახდელად და მითხრა:
Only Qipiani came up to me to apologize, he told me:
47436.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი II
ნუ გეწყინება, რომ გერიდებოდითო!
Don’t be offended with me for shunning you.
47437.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი II
ჩვენ ქართველებმა რა ვიცოდით?
What did we Georgians know?
47438.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი II
და ჩვენც იმათ დავუჯერეთო!
And we believed them!
47439.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი II
მოხარული ვართ, რომ ტყუილი გამოდგაო!
I’m very glad that it turned out to be a lie!
47440.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი II
მე დღესაც დარწმუნებული ვარ, რომ ნ. ღ–ძე, რომელიც გავლენიანი იყო და მამაშვილურად გვეპყრობოდა ჩვენ, ნამეტანის სიფრთხილით შესცდა,
Even today I am convinced that N. Gh—dze, who was influential and took a paternal view of us, erred out of an excess of caution.