მოიძებნა 668060 ჩანაწერი
47821.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
ქართველებმა მედგარი ბრძოლით უკუაქციეს ბიზანტიელთა ჯარები, მაგრამ ბრძოლაში მოპოვებული უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს და უკან დაიხიეს.
The Georgians, fighting bravely, made the Byzantine troops flee, but they were unable to retain the supremacy, gained in the fight and retreated.
47822.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
ამან უფრო გაააქტიურა მტერი.
This encouraged the enemy.
47823.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
ბიზანტიის ლაშქარმა შეტევა კოლა-არტაან-ჯავახეთზე გამოვლით განავითარა და გაანადგურა ეს მხარე.
The Byzantines resumed their attack, passing through Kola-Artaani-Javakheti and devastating that part of the country.
47824.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
შემდეგ თრიალეთში შემოიჭრა.
Then they invaded Trialeti.
47825.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
გიორგი I-მა მოიშველია კახეთისა და ჰერეთის ძალები და ბრძოლის განახლება გადაწყვიტა.
Giorgi I summoned the forces of Kakheti and Hereti to his aid and decided to resume fighting.
47826.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
ზამთრის მოახლოებისა და, როგორც ჩანს, ქართველების მომაგრების ანგარიშს გაწევით, ბიზანტიის მბრძანებელმა ბრძოლის გაგრძელება მიზანშეუწონლად მიიჩნია და უკან გაბრუნდა, ტრაპიზონში მივიდა და იქ გამოიზამთრა.
Taking into consideration that winter was coming and that the Georgian forces had become stronger, the ruler of Byzantium did not think it wise to continue fighting and turned back, arrived in Trabzon, where he spent the winter.
47827.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
ნიშანდობლივია, რომ ბიზანტიასთან ბრძოლისას საქართველოს სხვადასხვა პროვინცია ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული გამოვიდა.
It is noteworthy that while fighting against Byzantium, Georgia's various provinces were closely connected.
47828.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
ქართველმა ფეოდალებმა დაივიწყეს შუღლი, თავიანთი სეპარატისტული განწყობილებები, მტრობა ცენტრალურ ხელისუფლებასთან და გიორგი I-ს ამოუდგნენ მხარში.
The Georgian feudal lords forgot their enmities, separatist feelings, and hostile relations with the central power, and supported Giorgi I.
47829.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
ამ ბრძოლაში დაიღუპნენ მსხვილი ფეოდალები - კლდეკარის ერისთავი რატი ლიპარიტის ძე და ხურსი.
Several of the greatest feudal lords - the Kldekari eristavi Rati (son of Liparit), as well as the general Khursi, died in this battle.
47830.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
მთელი XI საუკუნის მანძილზე საქართველო-ბიზანტიის ურთიერთობა გარკვეული სიმწვავით ხასიათდებოდა, მათი დამოკიდებულებაც მეტ-ნაკლებად დაძაბული იყო.
Throughout the 11<sup>th</sup> century, relations between Georgia and Byzantium were tense, and their attitude towards each other was strained.
47831.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
გიორგი I-ის გარდაცვალების შემდეგ, 1027 წელს გამეფდა მისი მცირეწლოვანი შვილი ბაგრატი.
After the demise of Giorgi I in 1027, his young son Bagrat ascended the throne.
47832.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
„მატიანე ქართლისაის“ ავტორი აღნიშნავს, რომ „მასვე ჟამსა (ესე იგი, ბაგრატის გამეფებისთანავე) წარვიდეს აზნაურნი ტაოელნი საბერძნეთს: ვაჩე კარიჭის-ძე და ბანელი ეპისკოპოსი იოვანე, და მათ თანა სიმრავლე აზნაურთა ტაოელთა“.
The author of "Matiane Kartlisai" ("The Chronicle of Georgia") remarks that "At the same time (i.e.as soon as Bagrat became king) Vache Karichis-dze and lovane the Bishop of Bana, aznauris of Tao, departed for Greece, and with them many other Tao aznauris".
47833.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
ეს, ბიზანტიის კეისრის კონსტანტინესათვისეს, რა თქმა უნდა, გასახარელი იყო.
This, of course, pleased the Byzantine emperor Constantine.
47834.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
ბიზანტია ყოველგვარ ხერხს მიმართავდა, რომ საქართველოს ციხე შიგნიდან გაეტეხა.
Byzantium did her best to find traitors inside the country.
47835.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
მან ნაწილობრივ შეძლო კიდეც მოსახლეობის დაბალი ფენების თვალში თავისი მძარცველური პოლიტიკა გაემართლებინა.
She partially managed to justify her sacking policy in the eyes of the lower strata of the population.
47836.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
მაგალითად, ბიზანტიის მთავრობამ თავის ჯარს გამოაყოლა ტახტის მაძიებელი დემეტრე (ამგვარ ხერხს ბიზანტიელები ადრეც მიმართავდნენ).
For example, the Byzantine government sent the pretender to the throne Demetre together with their army (the Byzantines had used this method before as well).
47837.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
ეს უკანასკნელი საქართველოდან გაქცეულიყო და ბერძნებს შეჰკედლებოდა.
The latter had escaped from Georgia and found refuge with the Greeks.
47838.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
სამხრეთი საქართველოს ბევრი დიდი ფეოდალი მიემხრო დემეტრეს.
Many of the great feudal lords took the side of Demetre.
47839.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
საქართველოს მეფის წინააღმდეგ ბრძოლა კლდეკარის ერისთავის, ლიპარიტის მეთაურობით წარმოებდა.
The Kldekari eristavi Liparit stood at the head of the fight against the king of Georgia.
47840.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
ბაგრატ IV მტერთან მორიგდა: ლიპარიტს ქართლის ერისთავობა უწყალობა.
Bagrat IV came to terms with his enemy, making Liparit eristavi of Kartli.