მოიძებნა 668060 ჩანაწერი
47861.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
„მატიანე ქართლისაიში“ საგანგებოდაა ხაზგასმული ის მძიმე და რთული მდგომარეობა, რომელშიაც ერთიანი საქართველო XI საუკუნის შუა წლებში იმყოფებოდა:
The author of the Matiane Kartlisai specially emphasizes the severe and difficult situation which prevailed in united Georgia in the middle of the 11<sup>th</sup> century:
47862.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
„ხოლო ჟამთა მისთა (ბაგრატ IV-ის მეფობის ხანაში) ქვეყანასა დაწყნარება არა ჰქონდა: ეკლესიანი და გლეხნი, აზნაურნი და გლახაკნი ვერ იკითხებოდეს“.
"However, in his times (the reign of King Bagrat IV) the country had no peace: the churches and peasants, aznauris and the poor failed to find justice".
47863.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
ქვეყნის ასეთი მძიმე და დაძაბული მდგომარეობა გამოწვეული იყო ერთი მხრივ, მწვავე შინაპოლიტიკური ბრძოლით, ხოლო, მეორე მხრივ, გართულებული საგარეო ვითარებით (ბიზანტიასთან და თურქ-სელჩუკებთან).
Such difficult conditions in the country were caused, on the one hand, by the fierce political conflicts at home, and on the other, by the complicated relations with foreign powers (Byzantium and the Seljuk Turks).
47864.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
ასე რომ, გიორგი II-მ მოღვაწეობა მეტად რთულ პირობებში დაიწყო.
Thus, Giorgi II came to power under very difficult conditions.
47865.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
იმ მძიმე მემკვიდრეობას, რომელიც მან მიიღო, ძალზე სერიოზული და ქმედითი ზომების გატარება თუ გამოასწორებდა.
The troubled inheritance that he had received could be improved only by a series of extremely radical and effective steps.
47866.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
გიორგი II-ს გამეფების შემდგომ ძალზე ცოტა ხნით მოუხდა მშვიდობიანად ყოფნა.
After he was made king, Giorgi II enjoyed a peaceful life only very briefly.
47867.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
მას განუდგნენ დიდგვაროვანი ფეოდალები - ნიანია ქვაბულის ძე, ივანე ლიპარიტის ძე და ვარდან სვანთა ერისთავი.
He was betrayed by several members of the high nobility - Niania Kvabulis-dze, Ivane, son of Liparit, and Vardan, eristavi of the Svans.
47868.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
„მატიანე ქართლისაი“ გარკვევით აღნიშნავს, რომ ამ თავადებმა ისარგებლეს გიორგი II-ის „სიყრმით“ (ახალგაზრდობით) და „აუშალეს ქვეყანა“.
"Matiane Kartlisai" remarks that these tavads (princes) took advantage of the king's being too young and "cast the country into turmoil".
47869.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
გიორგი 1072 წლის ნოემბერ-დეკემბერში უნდა გამეფებულიყო;
Giorgi had become a king in November-December of 1072;
47870.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
ამ დროიდან დიდგვაროვანთა გამოსვლამდე კი ერთი ზამთარი და ზაფხულის ნახევარი იყო გასული.
Thus, a winter and half of a summer had passed since his accession.
47871.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
ნიანია ქვაბულის ძემ ქუთაისი დაიკავა და „წარუღო ქუთათისისა საჭურჭლე“.
Niania, son of Kvabul, occupied Kutaisi and "took hold of the armoury".
47872.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
ივანე ლიპარიტის ძემ კახელები მოიშველია („მოირთნა კახნი“) და ქსნისპირი დაიპყრო, ხოლო ვარდანმა სვანები ააჯანყა და საეგრო დაარბია.
Ivane, son of Liparit, with the help of the Kakhis ("enlisted the Kakhis") captured the banks of the Ksani, as for Vardan, he made the Svans rebel and raided Saegro.
47873.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
1073 წლის ფეოდალთა განდგომის სირთულეს საქართველოს სამეფოსათვის მისი გეოგრაფიული მასშტაბების სივრცელეც განაპირობებდა.
The disloyalty of the feudal lords in 1073 was difficult to overcome due to the geographic vastness of the Georgian territory.
47874.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
აშკარაა, რომ კახელების მოშველიება და მეფის საწინააღმდეგო ბრძოლაში ჩაბმა, სვანთა აჯანყება, ქუთაისის საჭურჭლის მიტაცება და ქსნისპირის დაპყრობა, გამდგარ ფეოდალთა მიერ საკმაოდ დიდი ხნის მუშაობის შედეგი იყო.
It is evident that the enlistment of the help of the Kakhis and their participation in the fight against the king, the rebellion of the Svans, the seizure of the Kutaisi armory and the occupation of the environs of the Ksani were the result of long preparation.
47875.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
წინააღმდეგ შემთხვევაში, ასე სწრაფად ეს გამოსვლა დიდი მასშტაბისა ვერ გახდებოდა.
Otherwise, such a series of large-scale, coordinated actions would not have been possible.
47876.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
არ უნდა იყოს გამორიცხული, რომ დიდგვაროვან ფეოდალთა 1037 წლის ზაფხულის გამოსვლა წლების მანძილზე მზადდებოდა.
The possibility should not be excluded that the rebellion of the high nobility in the summer of 1073 had been prepared for years.
47877.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
ამასთანავე გამოჩნდა, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი (კახელები, სვანები) სამეფო ხელისუფლების პოლიტიკის უკმაყოფილოები იყვნენ და მის წინააღმდეგაც გამოდიან.
At the same time it became evident that a large segment of the population (Kakhis, Svans) did not support the royal policies and rebelled against them.
47878.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
აქ მარტო ვარდან სვანთა ერისთავის ან ივანე ლიპარიტის ძის ავტორიტეტი ვერ შეასრულებდა გადამწყვეტ როლს მეფის წინააღმდეგ მათი გამოსვლისათვის.
Here, only the authority of Vardan, eristavl of the Svans, or Ivane, son of Liparit, could have prevented their revolt against the king.
47879.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
როგორც ჩანს, უკვე იყო გარკვეული წინაპირობები იმისა, რომ მოსახლეობის ერთი ნაწილი დაპირისპირებოდა სამეფო ხელისუფლებას.
Obviously, there was a certain precondition, that parts of the population were opposed to the royal power.
47880.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
საქართველოს სამეფო კარმა, გიორგი II-მ, როგორც ირკვევა, კარგად აწონ-დაწონეს შექმნილი ვითარება და დაიწყეს ღონისძიებების გატარება განდგომილთა დასამორჩილებლად.
The royal court of Giorgi II seems to have weighed various options for responding to the situation and began to take steps to subordinate the rebels.