მოიძებნა 668060 ჩანაწერი
47881.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
გიორგი II-მ გამდგარი დიდგვაროვნები დაიმორჩილა.
Giorgi II began by subjecting the rebellious high nobility.
47882.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
„მატიანე ქართლისაი“ აცხადებს: „...გიორგი მეფემან სძლია სიკეთითა, სიბრძნითა და ძვირუხსნებელ იქნა“.
Matiane Kartlisai writes: "...Giorgi conquered with goodness, wisdom and lack of rancour".
47883.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
მისი ურჩი ყმების „წყალობით დაფარვის“ პოლიტიკა, მართალია, თუ სრულიად არა, მცირედ მაინც უკან დახევა იყო სამეფო კარისა.
His policy of "filling the recalcitrant nobility with favor", of course, amounts to a policy of accommodation by the royal court.
47884.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
მაგრამ მძიმე მდგომარეობაში (როგორც საშინაო, ასევე საგარეო თვალსაზრისით) ჩავარდნილი ქვეყნისათვის საჭირო იყო.
But for a country in such a perilous condition (both in terms of domestic and foreign affairs) it might have been a necessity.
47885.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
გიორგი II-ს, როგორც ჩანს, ძალის მაგივრად, დიპლომატია გამოუყენებია.
It seems that Giorgi II used diplomacy instead of force.
47886.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
მან მიზანშეწონილად არ მიიჩნია დიდ ფეოდალებთან მტრულ ურთიერთობაში ყოფნა.
He probably did not think it worthwhile to have hostile relationships with great feudal lords.
47887.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
აქ იგი რთულ საგარეო მდგომარეობასაც გარკვეულ ანგარიშს უწევდა.
In this case he must have taken the complicated foreign situation into consideration as well.
47888.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
მიუხედავად იმისა, რომ ისინი უკვე დამორჩილებული ჰყავდა, გადაწყვიტა, რაღაც დათმობებზე წასულიყო.
In spite of the fact that he had already subjected them, he decided to make some concessions.
47889.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
ეს დათმობა კი იმაში გამოიხატა, რომ ივანე ლიპარიტის ძეს სამშვილდე უბოძა, ხოლო მის ვაჟს ლიპარიტს მისცა ლოწობანი რუსთავის ნაცვლად (რუსთავი კახელებს გადაეცა).
This involved giving Ivane, son of Liparit, Samshvilde to rule, and Lotsobani to Ivane's son Liparit instead of Rustavi (Rustavi was given to the Kakhis).
47890.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
ნიანია ქვაბულის ძემ საჩუქრად მიიღო თმოგვი „და სხუანი საქონელნი რჩეულნი“.
Niania, son of Kvabuli, received Tmogvi as a present "and other choice property".
47891.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
ვარდან სვანთა ერისთავმა „ასკალანა და უთაღუბო ჯაყელთა“ მიიღო.
Vardan, eristavl of the Svans, received "Askalana and Utaghubo of the Jaqelis".
47892.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
ამგვარად, გიორგი II-მ „ყოველივე ერთგული და ორგული დაფარა წყალობითა და დაიწყნარა მეფობა თვისი“.
Thus, Giorgi II "give away and fill all both the faithful and the false with favor, thereby pacifying his kingdom".
47893.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
საქართველოს მეფის მიერ გაცემული წყალობის საფასურად ქვეყნის შიგნით გარკვეული დროის მანძილზე მშვიდობიანობა იქნა მოპოვებული.
The favors granted by the king of Georgia brought internal peace to the country for a short time.
47894.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
მაგრამ ეს არ აღმოჩნდა ხანგრძლივი.
But it did not last long.
47895.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
ივანე ლიპარიტის ძე კვლავ განუდგა მეფეს.
Ivane, Liparit's son, rebelled again.
47896.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
გიორგი II -მ სასწრაფოდ დატოვა ქუთაისი და გადავიდა სამცხეში, საიდანაც მესხთა ლაშქრით სამშვილდეს მიადგა.
Giorgi II left Kutaisi immediately and went to Samtskhe, from there with the Meskhian troops he marched on Samshvilde.
47897.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
აქ მას მაშველად კახთა მეფე აღსართანი მიუვიდა.
Aghsartan, the king of Kakheti, came to his assistance.
47898.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
ბუნებრივია, გამდგარი ფეოდალი ასეთ ძალებს წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა:
Obviously, the rebellious feudal lord was unable to resist such forces:
47899.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
„ვერ დადგა ივანე ციხეშიგან, მივიდა მთათა სამხრისათა“.
"Failing to stand his ground in the fortress, Ivane retreated into the southern mountains".
47900.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
ამის შემდეგ, აღსართანის შემწეობით, ლიპარიტს ლოწობანი წაართვეს და სამეფოს შემოუერთეს.
After this, with the help of Aghsartan, Lotsobani was taken away from Liparit and joined to the kingdom.