მოიძებნა 668060 ჩანაწერი
47921.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
მალიქ-შაჰი რისხვად მოევლინა საქართველოს.
Malik-shah's invasion brought God's wrath upon Georgia.
47922.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
სამშვილდის აღების შემდეგ მოარბია ქართლი, დიდი ნადავლი შეკრიბა და უკან გაბრუნდა.
Having taken Samshvilde, he ravaged Kartli, collected innumerable booty, and turned back.
47923.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
შემდგომ განძას დაესხა, ფადლონი ციხეში გამაგრდა, მაგრამ ვერ გაუძლო მტრის ესოდენ ძლიერ დაწოლას და იგი შეპყრობილ იქნა.
Then he attacked Gandza, where Fadlun fortified himself in the fortress but could not stand his ground against such a strong enemy pressure and was captured.
47924.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
განძის მმართველად მალიქ-შაჰმა სარანგი დასვა და თან 48 ათასიანი ლაშქარი დაუტოვა.
Malik-shah made Sarang ruler of Gandza, and left him a garrison of forty-eight thousand men.
47925.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
სარანგინს ბევრი არ დაუყოვნებია და „ყოვლითა ლაშქრითა მისითა“, აგრეთვე განძის, დვინისა და დმანისის ამირების თანადგომით მოადგა საქართველოს.
Sarang did not wait long, and with "all the troops of his own", and the help of the emirs of Gandza, Dvin and Dmanisi, he marched into Georgia.
47926.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
საქართველოს მეფე, გიორგი II სარანგის მიერ გადადგმულ ამ ნაბიჯს არ დაუბნევია (შეიძლება იგი ელოდა კიდეც ამას).
Giorgi II was not confused by this step of Sarang (which he might have expected).
47927.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
მან შეკრიბა მთელი თავისი ლაშქარი, მოიშველია აღსართან კახთა მეფე და ამგვარად მომძლავრებული მტერს ფარცხისთან დახვდა.
He got all his troops together, asked king Aghsartan for help, and strengthened in this way, confronted his enemy at Partskhisi.
47928.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
დიდი ბრძოლა საქართველოს ლაშქრის გამარჯვებით დამთავრდა.
This great battle ended in a victory of the Georgian troops.
47929.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
გიორგი II-ის ამ ძლევამოსილი გამარჯვების შესახებ საგანგებოდ მიუთითებს დავით აღმაშენებლის ისტორიკოსიც („რამეთუ დიდი ძლევა მოსცა ღმერთმან გიორგის“).
David the Builder's historian also specifically mentions this victory of Giorgi II ("For God gave Giorgi great victory").
47930.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
მეტად რთული საშინაო და საგარეო მდგომარეობის დროს გიორგი II-ის მიერ ფარცხისთან ძლევამოსილი გამარჯვება მნიშვნელოვანი მოვლენაა.
Giorgi's brilliant victory was an important factor in the extremely complicated situation, which the king of Georgia faced at home and abroad.
47931.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
ამ გამარჯვებამ საშუალება მისცა საქართველოს მეფეს, სხვა ღონისძიებებიც განეხორციელებინა.
This victory enabled him to take other steps.
47932.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
გიორგი II-მ აიღო ანაკოფია და „მრავალნი ციხენი კლარჯეთისა, შავშეთისა, ჯავახეთისა და არტაანისა“.
Giorgi II took Anakopia and "many fortresses of Klarjeti, Shavsheti, Javakheti and Artani".
47933.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
„მატიანე ქართლისაის“ მიხედვით, გიორგი მეორეს აუღია კარის ციხე-ქალაქი („ციხე-ქუეყანა“) და „სიმაგრენი ვანანდისა და კარნიფორისანი“, ხოლო თურქები გაუქცევია.
According to the "Matiane Kartlisai", "Giorgi occupied the fortress of Kari ("fortress-city") and the strongholds of Vanand and Karnipora", driving the Turks out of that land.
47934.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი კარის შემოერთებას საქართველოს სამეფოსთან გრიგოლ ბაკურიანის ძის სახელთან აკავშირებს.
David the Builder's historian connects the annexation of Kari to Georgia with the name of Grigol, son of Bakuriani.
47935.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
„ხოლო მუნ მოვიდა წინაშე მათსა ზორვარი აღმოსავლისა გრიგოლ ბაკურიანის ძე, რომელსა ჰქონდეს ოლთისნი, და კარნუ-ქალაქი და კარი"...
"There they were visited by the general zorvari of the east, Grigol, son of Bakurian, who commanded Oltisni, Karnu-kalaki, and Kari"...
47936.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
„მოსცა გიორგი მეფესა კარის ციხე-ქალაქი და მისნი მიმდგომი ქვეყანა“.
"Grigol gave the king the fortified city of Kari and its local territory."
47937.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
საერთაშორისო მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა, როცა ბიზანტიელებმა საქართველოს სამხრეთ-დასავლეთით მდებარე პროვინციებზე თავიანთი გავლენა თურქ-სელჩუკების სასარგებლოდ დათმეს, ამან ახალი საფრთხე შეუქმნა საქართველოს.
The international situation became more complicated when Byzantium surrendered Georgia's south-western provinces to the Seljuk Turks, this created new danger for Georgia.
47938.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
ახლა მტერი ორი მხრიდან (დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან) ერტყა მას.
Now she was surrounded by enemies on two sides (east and west).
47939.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
თურქ-სელჩუკები სასტიკად ექცეოდნენ საქართველოს მოსახლეობას.
The Seljuk Turks brutally oppressed the population of Georgia.
47940.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
ისინი არბევდნენ, წვავდნენ, აოხრებდნენ, აჩანაგებდნენ მეურნეობას და ქრისტიანები ტყვედ მიჰყავდათ.
They raided, burnt, ravaged, devastated the means of economic production, and took the captivated Christian population.