მოიძებნა 668060 ჩანაწერი
47901.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
გიორგი II აქედან ჯავახეთში გადავიდა.
Giorgi II advanced from there to Javakheti.
47902.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
სადაც მეფესა და ივანე ლიპარიტის ძეს შორის შეთანხმება მოხდა.
Here, the king and Ivane, son of Liparit, came to an agreement.
47903.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
ფეოდალმა ერთგულება შეჰფიცა მეფეს, თვითონ კი კლდეკარისა და სამშვილდის ერისთავად იქნა დამტკიცებული.
The feudal lord swore an oath of allegiance to the king, he was made eristavi of Kldekari and Samshvilde.
47904.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
გაორგულებული ივანე, როგორც ჩანს, საქართველოს მეფეს მხოლოდ სიტყვით უცხადებდა თავის მორჩილებას, სინამდვილეში კი არც ერთ ხელსაყრელ მომენტს არ უშვებდა ხელიდან, რომ მეფისათვის ემტრო.
Ivane, having turned traitor, seems to have made his obeissance to the king only verbally, in reality he never missed an opportunity to act against him.
47905.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
ივანეს მოქმედება სცილდებოდა საკუთარი თავისა და საგვარეულოს განდიდებისათვის ლტოლვას.
Ivane's activities went beyond the aspiration to aggrandize himself and his family.
47906.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
ეს დიდგვაროვანი ფეოდალი ყოველგვარ ხერხს მიმართავს იმისათვის, რომ მეფესთან ბრძოლაში გამოიყენოს უცხო ძალებიც.
This highborn feudal lord did his best to draw alien forces into his fight against the king.
47907.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
აქ აშკარაა შინაპოლიტიკური ბრძოლის მწვავე საკითხების საგარეო ურთიერთობის პრობლემებში გადახლართვა.
Here, the interconnection of serious internal political threats and the problems of foreign relations becomes obvious.
47908.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
საქართველოს მეფესა და დიდგვაროვან ფეოდალებს შორის არსებულმა შინაპოლიტიკურმა ბრძოლამ თავისი გამოვლინება საგარეო პოლიტიკაშიც ჰპოვა.
The internal political struggle between the king of Georgia and his highborn feudal lords found its expression in the realm of foreign policy as well.
47909.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
ივანე ლიპარიტის ძის შემდგომი განდგომაც 1074 წელსვე უნდა მომხდარიყო.
Ivane's next rebellion appears to have occurred in 1074.
47910.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
„კუალადცა გადგა ივანე“.
"Ivane again rebelled".
47911.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
ამჯერად მან გიორგი მეორის მეციხოვნეებს გამოსტყუა ქალაქი გაგი და განძის პატრონს ფადლონს გადასცა გარკვეულ საფასურად.
This time, he managed to take Gagi from king Giorgi's garrison by stratagem, after which he sold it to Fadlun, the ruler of Gandza.
47912.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
ივანე ლიპარიტის ძე ცდილობს, გარეშე მტერთან კავშირ-ურთიერთობის დამყარებით გაიმაგროს თავისი პოზიციები ქვეყანაში.
Ivane tried to strengthen his position in the country by means of collusion with foreign enemies.
47913.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
თუ არა ამას, სხვა რას უნდა მიეწეროს ის ფაქტი, რომ „დიდ სელჩუკთა“ სახელმწიფოს სულთანი მალიქ-შაჰი, მთელი საქრისტიანოს მტრად მონათლული, გამოემართა თუ არა საქართველოსკენ დიდძალი ლაშქრით, ივანემ თავისი შვილი ლიპარიტი მიაგება წინ და „შეაწყნარა სულტანსა“.
Otherwise, it would be difficult to explain the fact that as soon as Malik-Shah, the sultan of the "great Seljuks", recognized as the enemy of the entire Christian world, set out for Georgia with a numerous army, Ivane sent his son Liparit to meet him and "had the sultan accept him".
47914.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
ამით ივანე გარკვეული ნდობის მოპოვებას ცდილობს სულთნის წინაშე.
By this action, Ivane tried to win the trust of the sultan.
47915.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
ამავე მიზნით, იგი მცირე ხანს სულთანთან დარჩენილა კიდეც.
With this purpose, he even stayed with the sultan for some time.
47916.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
საფიქრებელია, რომ სულთანმა მას რაღაც დიდი სამსახური მოსთხოვა, რომლის შესრულება ამ უკანასკნელმა ვერ შეძლო და იძულებულიც კი გახდა, სულთნის კარიდან გამოპარულიყო.
One may surmise, that the sultan asked him to do for him some service, which he was unable to do, and was thus obliged to steal from the Sultan's court.
47917.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
ამ ამბავს ძალზე განურისხებია მალიქ-შაჰი და ივანეს მკაცრად დასჯა განუზრახავს.
This circumstance enraged Malik-Shah, and he decided to punish Ivane severely.
47918.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
ეს რომ სწორედ ასეა, ისიც მიგვანიშნებს, რომ მალიქ-შაჰმა თავისი დაპყრობითი საქმიანობა საქართველოში სწორედ ივანეს მამულით დაიწყო:
This is proved by the fact that Malik-shah began his conquest of Georgia with Ivane's domain:
47919.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
„მოვიდა სულტანი, და მოადგა სამშვილდეს და წარუღო სამშვილდე“.
"The sultan came, laid siege to Samshvilde and took it".
47920.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
„ტყუე იქნა ივანე თავითა, ცოლითა და შვილის შვილითა, და ყოველთა აზნაურთა დედაწულითა, და დაიჭირა სამშვილდე სულტანმან“.
"Ivane himself, his wife and grandchildren, and all the aznauris with their families were imprisoned".