მოიძებნა 668060 ჩანაწერი
47981.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
ამას თან მოჰყვა ბრძოლა ვეჯინის ციხის აღებისათვის.
This was followed by a fight for the Vejini fortress.
47982.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
ვეჯინის ალყა შემოდგომიდან დაზამთრებამდე გაგრძელდა.
The siege of Vejini lasted from autumn to the beginning of winter.
47983.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
თოვლმა, ბუნებრივია, მძიმე პირობები შეუქმნა ციხეში მყოფთ.
The snow created unpleasant conditions for the besieging army.
47984.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
მაგრამ, ალბათ, რაიმე მოსაზრებით, გიორგი II-მ ალყა მოხსნა,
It was probably for other reasons that the king lifted the siege.
47985.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
მან ლაშქარს სუჯეთში, იორისპირსა და კახეთში მისცა გამოზამთრების საშუალება.
He allowed his troops to spend the summer in Sujeti, in Kakheti and the vicinity of the lori river.
47986.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
რაც შეეხება ვეჯინის ალყის ასე სწრაფად მოხსნას, იგი, ალბათ, გამოწვეული უნდა იყოს დასავლეთ საქართველოში მდგომარეობის გამწვავებით.
The king's lifting the siege of Vejini so hurriedly must have been caused by the aggravation of the situation in Western Georgia.
47987.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
გიორგი II-მ შესაძლებლად ჩათვალა კახეთის საკითხის გადადება, რადგან ეს პრობლება პრინციპულად უკვე მოგვარებული იყო.
Giorgi II found it possible to postpone settling the question of Kakheti, for that problem had already been largely solved.
47988.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კახეთის საკითხის მიმართ საქართველოს სამეფო კარის ყურადღების ერთგვარად შენელებამ კახთა მეფე აღსართანს აქტიური მოქმედების საშუალება მისცა.
It must be noted here as well that the somewhat weakened attention of the royal court to the Kakheti issue enabled Aghsartan to act vigorously.
47989.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
ეს უკანასკნელი თვითონ ეახლა მალიქ-შაჰს, უარყო ქრისტიანობა, „შეეძინა სარკინოზთა სჯულსა, და ამით ღონითა აიღო სულტანისაგან კახეთი“.
The latter went to Malik-Shah himself, rejected Christianity, "and adopted the religion of the Saracens and by this means he obtained Kakheti from the sultan".
47990.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
სულთან მალიქ-შაჰს, ბუნებრივია, არც გიორგი II ეხატა გულზე და არც აღსართანი.
Clearly, the sultan had special feelings neither for Giorgi II nor for Aghsartan.
47991.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
ამიტომ იყო, რომ ერთხელ უკვე მიცემული კახეთი გიორგი II-სათვის, მან ხელახლა აღსართარს უბოძა.
For that reason he now presented Kakheti, already granted to Giorgi II, to Aghsartan.
47992.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
ასე რომ, მალიქ-შაჰის „შემწეობით“ კახეთი კვლავ საქართველოს სამეფოს გარეთ დარჩა.
Thus, with the assistance of Malik-Shah, Kakheti was once again placed outside the borders of the Georgian kingdom.
47993.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
არ შეიძლებოდა ამ გარემოებას (კიდევ მრავალ სხვა მიზეზთან ერთად) მოსახლეობის გულისწყრომა არ გამოეწვია.
Naturally, this circumstance (along with many others) aroused the anger of the populace.
47994.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
„ამათ ესევითართა ჟამთა არავე დამშვდნა ქუეყანა, არცრა იქმნა ლხინება კაცთა... დღეთა ჩუენთა მოიწია ჭირი“.
"In such times the country had no peace, nor was there any happiness for the populace... they brought upon themselves a penalty".
47995.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
ქვეყნის ისედაც გართულებულ მდგომარეობას თან დაერთო სტიქიური უბედურებანი.
Natural calamities added to the extremely complicated situation in the country.
47996.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის მინიშნებით, ამ დროს ისეთი მიწისძვრა ყოფილა, რომ „შეძრა ქვეყანა საფუძვლითურთ, ესოდენ სასტიკად, ვიდრემდის მთანი მაღალნი და კლდენი მყარნი სახედ მტუერისა დაიგალნეს".
As David the Builder's historian writes, there was such a devastating earthquake at that time, that it "shook the earth from its foundations with such violence that the lofty mountains and solid rocks were piled up like dust".
47997.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
„ქალაქნი და სოფელნი დაირღუეს, ეკლესიანი დაეცნეს“.
"Cities and villages were demolished, churches were cast down".
47998.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
მიწისძვრები საქართველოში ერთი წლის მანძილზე გაგრძელებულა და მრავალი ადამიანი უმსხვერპლია.
These earthquakes lasted for a year, and many people perished.
47999.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
ყოველივე ამან კი ისეთი აზრი შექმნა საქართველოს მოსახლეობაში, რომ თითქოს სამეფო კარი და თვით საქართველოს მეფე გიორგი II ცოდვილნი იყვნენ და ღმერთმაც ეს უბედურებანი ამისათვის მოუვლინა.
This created a widespread belief among the Georgian populace that the sins of king Giorgi II himself had resulted in God's sending these misfortunes on Georgia.
48000.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
„ბუნებით მოწყალე და სახიერი ღმერთი ესოდენ განარისხეს, ვიდრემდის თვით მოიხადეს რისხვისა“.
"This angered God, who is naturally merciful and kind, they brought upon themselves the penalty of his anger".