მოიძებნა 668060 ჩანაწერი
47941.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
საქართველოს მოსახლეობას არანაკლებ ზიანს აყენებდა მოღალატური გამოსვლები.
The rebellions of traitors did no less harm to Georgia's population.
47942.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
სწორედ „შინაგამცემთა ქრისტიანეთათა“ ყველის ციხის გარემდგომს გიორგი II-ს თავს დაესხნენ დიდძალი თურქ-სელჩუკები ამირა აჰმადის მეთაურობით.
It was through "the treachery of Christians" that Giorgi II, who was stationed at Queli fortress, was attacked by numerous Seljuk Turks under the command of emir Ahmad.
47943.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
გიორგი II იძულებული გახდა, თავის ლაშქართან ერთად გაქცევით არიდებოდა დიდძალ მტერს.
Giorgi was forced to flee with his army in order to avoid fighting a numerically superior enemy.
47944.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
თურქ-სელჩუკებმა იავარჰყვეს საქართველოს დიდი ნაწილი, აურაცხელი ალაფი აიეს და წავიდნენ.
The Seljuk Turks ravaged a great part of Georgia, took countless spoil, and left.
47945.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
XI საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისი თურქ-სელჩუკთა ურიცხვი ბრბოების ახალი შემოსევებით აღინიშნა.
The beginning of the 1080's was marked by the invasion of innumerable hordes of Seljuk Turks.
47946.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი „დიდი თურქობის“ სახელით მოიხსენიებს ამ შემოსევებს და თარიღად 1080 წელს ასახელებს („რამეთუ ქრონიკონი იყო სამასი“).
David the Builder's historian refers to this period as "Didi Turkoba" and specifies the date 1080 ("It occurred in the 300 of the k'ronikoni").
47947.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
კალიასავით შეესივნენ თურქები საქართველოს:
The Turks invaded Georgia like locusts:
47948.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
„და დღესა ივანობისასა ასისფორნი და კლარჯეთის ზღვის პირამიდის, შავშეთი, აჭარა, სამცხე, ქართლი, არგუეთი, სამოქალაქო და ჭყონდიდი აღივსო თურქითა“.
"On John's feast day, Asisporni, Klarjeti as far as the sea-shore, Savseti, Acara, Samcxe, Kartli, Argueti, Samokalako, and Cqondidi were filled with Turks".
47949.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
ერთ დღეს დაუწვავთ თურქ-სელჩუკებს ქუთაისი, არტანუჯისა და კლარჯეთის უდაბნონი.
The Seljuks burned Kutaisi, and made deserts of Artanuji and Klarjeti in a single day.
47950.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
თოვლის მოსვლამდე დარჩნენ თურქ-სელჩუკები.
They stayed there until it began to snow.
47951.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
მოჭამეს მთელი ქვეყანა და წავიდნენ.
They devastated the whole country and left.
47952.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
ასე გრძელდებოდა: გაზაფხულობით მოდიოდნენ, აოხრებდნენ ქვეყანას, ზამთრის მოახლოებისას კი უკან ბრუნდებოდნენ.
This pattern continued: they would come in spring, ravage the country, and then return to their quarters with the approach of winter.
47953.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
ქართველი ხალხი ძალზე მძიმე საფრთხის წინაშე დადგა, რადგან თურქ-სელჩუკების შემოსევა არსებითად განსხვავდებოდა ბიზანტიელთა და არაბთა ბატონობისაგან.
The Georgian nation was placed in great peril, for the invasions of the Seljuk Turks essentially differed from the domination of the Arabs or the Byzantines.
47954.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
თურქული მომთაბარული მეურნეობა საფუძველს აცლიდა ქართულ ფეოდალურ მეურნეობას, რაც ქვეყანას ერთიანად გადაშენებას უქადდა.
The Turkish nomadic economy undermined the foundations of the Georgian feudal economy, and this threatened the nation with extinction.
47955.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
„არა იყო მათ ჟამთა შინა თესვა და მკა“.
"In those times there was neither sowing nor harves".
47956.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
„მოოხრდა ქუეყანა და ტყედ გარდაიქცა, ნაცვლად კაცთა მხეცნი და ნადირნი ველისანი დაემკვიდრნენ მას შინა“.
"The land was ruined and turned into forest, in place of men, beasts and field animals made their dwelling there".
47957.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
„მოხუცებულნი არა შეწყალებულ იქმნეს, ხოლო ქალწულნი გინებულ, ჭაბუკნი დაკუეთებულ ხოლო ჩჩვილნი მიმოდატაცებულ“...
"The aged were treated without compassion, the virgins were debauched, the youths were circumcized, and babies stolen away".
47958.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
„მდინარენი სისხლთანი, ნაცვლად წყლის ნაკადულთა, მრწყველნი ქვეყნისანი“.
"Rivers of blood irrigated the land instead of torrents of water".
47959.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
გიორგი II ხედავდა ამ მძიმე მდგომარეობას (როგორც საქართველოში, ასევე მეზობელ ქვეყნებში) და ცდილობდა, გამოსავალი მოენახა, რათა ქვეყანა საბოლოოდ განადგურება-გაჩანაგებას გადაერჩინა.
Giorgi II saw these hard conditions (both in Georgia and in the neighboring countries) and tried to find a way to save the country from complete destruction.
47960.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | ოქროს ხანის დასაწყისი
მეფემ მოიწვია დიდებულები და მათთან მოთათბირების შემდეგ გადაწყვიტა, ხლებოდა სულთან მალიქ-შაჰს.
The king summoned the representatives of the nobility and after consulting them, decided to present himself before the sultan Malik-Shah.