მოიძებნა 668060 ჩანაწერი
48181.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
როგორც ჩანს, ამ ბედს შეგუებული იყო კვირიკე IV-ც.
Kvirike IV seems to have accepted his fate.
48182.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
ამაზე ნათლად მეტყველებს ის ფაქტი, რომ ზედაზენი წინააღმდეგობის გარეშე დათმეს.
As demonstrated by the fact that he surrendered Zedazeni without a fight.
48183.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
ამ აქტით პრაქტიკულადაც წყდებოდა კახეთის საკითხი.
This event practically decided the Kakheti issue.
48184.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
ამას ისიც დაერთო, რომ მალე გარდაიცვალა კახეთის მეფე კვირიკე:
It was soon followed by the demise of Kvirike IV:
48185.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
„და შემდგომად წელიწადისა ერთისა (ზედაზნის აღებისა და კლდეკარის საერისთავოს საქართველოს სამეფოსათვის შემოერთების შემდგომ) მიიცვალა მეფე კვირიკე“.
"A year later King Kvirike passed away" (after Zedazeni had been captured and Kldekari saeristavo was joined to Georgia's kingdom).
48186.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
კვირიკე გარდაიცვალა 1103 წლიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ, 1104 წელს.
Kvirike died a year after 1103, that is, in 1104.
48187.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
კვირიკე IV-ის ტახტი მისმა ძმისწულმა აღსართან II დაიკავა.
His nephew Agsartan II ascended the throne.
48188.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
თავისი წინამორბედის საპირისპიროდ მას მეფობისათვის არავითარი მონაცემი არა ჰქონია.
In contrast to his predecessor, he had no royal qualities.
48189.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
ქარაფშუტა, ცუნდრუკი და უმეცრად უსამართლო ყოფილა.
He was light-minded, idle, and unjust.
48190.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
ასეთი მმართველის ხელქვეშ მყოფი კახეთის შემოერთება, ცხადია, საქართველოს მეფისათვის აღარავითარ სიძნელეს არ წარმოადგენდა.
Obviously, it would not be difficult for the Georgian king to seize Kakheti from such a ruler.
48191.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
მით უმეტეს, რომ დავით აღმაშენებელს ამ მიმართულებით გატარებული ჰქონდა მნიშვნელოვანი ღონისძიებები.
All the more so as David the Builder had taken important steps in that direction.
48192.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
ჰერეთ-კახეთში საქართველოს მეფე დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა და ბევრი დიდებული მის პოლიტიკას მხარს უჭერდა, მით უმეტეს, როცა ეს პოლიტიკა მთელი საქართველოს გაერთიანებას ისახავდა მიზნად.
The Georgian king was greatly respected in Kakhet-Hereti and many feudal lords supported his policies, especially since this policy aimed at uniting Georgia.
48193.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
1104 წელს დიდმა აზნაურებმა არიშიანმა, ბარამმა და მათმა ბიძამ (დედის ძმა) ქავთარ ბარამის ძემ შეიპყრეს და საქართველოს მეფეს გადასცეს კახთა მეფე აღსართანი.
In 1104, the high-born aznauris Arishiani and Baram and their uncle (their mother's brother) Kavtar, son of Baram, captured Agsartan of Kakheti and handed him over to the king.
48194.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
დავით აღმაშენებელმა ჰერეთი და კახეთი დაიკავა.
David the Builder gained control of Hereti and Kakheti.
48195.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
ერწუხის ბრძოლა.
BATTLE OF ERTSUKHI.
48196.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
სეპარატიზმის მოსურნენი და მეფის მოწინააღმდეგენი აშკარად თუ ფარულად იბრძოდნენ.
Separatists and other adversaries of the king continued to oppose him both openly and clandestinely.
48197.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
როგორც კი ნახეს, რომ კახეთი და ჰერეთი საქართველოს მეფის ხელდებული და ერთიანი ქვეყნის შემადგენელი ნაწილი გახდა, ისინი მრავალი კახელითურთ გაეცალნენ მის საზღვრებს.
As soon as they saw that Kakheti and Hereti had become part of the united country, they, together with many Kakhetians, crossed the border.
48198.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
და დახმარება სთხოვეს განძის ათაბაგს, რომელიც თურქეთის სულთნის მოხელე იყო.
And sought the help of the Gandza athabag, who was an official of the sultan of Turkey.
48199.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
სულთნისთვის, ბუნებრივია, ძნელად ასატანი იქნებოდა საქართველოს ასეთი მომძლავრება და გაფართოება და ქართული ტერიტორიების ერთ მთლიან ერთეულად ჩამოყალიბება.
Naturally, the sultan was threatened by the extension and strengthening of Georgia and the unification of the Georgian territories into a single political unit.
48200.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
იგი, ცხადია, უკმაყოფილო იქნებოდა იმითაც, რომ დავით აღმაშენებელმა ამოუკვეთა ფეხი საქართველოს ტერიტორიიდან სელჩუკებს და ხარკსაც აღარ აძლევდა.
It is clear that he was displeased by the fact that David the Builder had driven the Seljuks from his territory and ceased paying them tribute.