მოიძებნა 668060 ჩანაწერი
48201.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
თავისი აქტიური საშინაო თუ საგარეო პოლიტიკით საქართვეოს სამეფო კარი გამოიკვეთა მთელ მახლობელ აღმოსავლეთში.
The Georgian royal court became distinguished throughout the Near East for its active home and foreign policy.
48202.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
იგი მზად იყო კავკასიის გაერთიანების პროგრესული საქმე მოეგვარებინა.
He was coming close to realizing the ideal of uniting the entire Caucasus.
48203.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
განძის ათაბაგმა შეკრიბა დიდი ლაშქარი („ურიცხუნი სპანი“).
The Gandza athabag collected a numerous army ("countless troops").
48204.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
მასთან იყო მრავალი კახელი და „ქუეყნისა ერი“ „მტერთავეგანა გარემოდგომილი ჩვენდა“.
Many Kakhetians were with him, and "people of the country, who surrounded us".
48205.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
ეს დიდი ძალა დაუპირისპირდა საქართველოს მეფეს.
This great force opposed the king of Georgia.
48206.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
დავით აღმაშენებლმა მცირე ლაშქარი შეკრიბა და ერწუხთან გაუმართა ბრძოლა.
With a small army, David the Builder met the enemy at Ertsukhi.
48207.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
ქართული ლაშქარი კარგად იყო გაწვრთნილი.
The Georgian troops were well-trained.
48208.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
საქართველოს მეფეს სამხედრო არსენალში ჰქონდა სტრატეგიული და ტაქტიკური სიხალენი.
The Georgian king had an array of strategic and tactical novelties in his arsenal.
48209.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
თავგანწირულ ქართველ მოლაშქრეებს გონიერი ხელმძღვანელი ჰყავდათ დავითის სახით, რომელიც პირადი მაგალითით აღაფრთოვანებდა და რწმენას უნერგავდა თანამებრძოლთ.
The selfless Georgian warriors had a clever leader in the person of David, who by his practical example inspired his fellow-fighters and filled them with confidence.
48210.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
„ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი“ თვალსაჩინოდ აღწერს დავით აღმაშენებლის უშუალო მონაწილეობას ერწუხის ბრძოლაში.
"The History of David, King of Kings" presents a vivid description of David the Builder's participation in the Ertsukhi battle.
48211.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
იგი არ ჰგავდა სხვა მხედართმთავრებს, რომლებიც ლაშქარს უკან უდგანან და იქიდან აძლევენ განკარგულებას მეომრებს.
He was not like other generals, who stood behind the army and told the warriors what to do from there.
48212.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
იგი წინ მიუძღოდა მებრძოლებს, ლომივით შეუძახებდა თავისი მაღალი ხმითა და ამხნევებდა მათ.
He personally led his men-at-arms, calling out to them with his lion-like voice and encouraging them.
48213.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
იგი გრიგალივით ატყდებოდა თავს მოწინააღმდეგეს სხვადასხვა ფრთაზე („უპირატეს ყოველთასა თვით წინა უვიდოდა და ვითა ლომი, შეუზახებდა ხმითა მაღლითა, და ვითა გრიგალი მი-და-მო იქცეოდა“).
He attacked his enemies like a hurricane on different flanks ("But he went in front, at the head of all, like a lion he roared with a loud voice, and like a whirlwind he turned this way and that").
48214.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
გოლიათივით წინ მიიმართებოდა და თავისი ძლიერი, მტკიცე მკლვით მუსრს ავლებდა მტერს.
He advanced like a giant, and with his strong, steady arm, he massacred the enemy.
48215.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
მისი ხმლის ღარებიდან უკუმომდინარე სისხლმა უბე აუვსო ისე, რომ ომის დამთავრების შემდეგ, როცა სარტყელი შეიხსნა, დაგუბებული სისხლი გადმოიღვარა.
The blood dripping from his sword soaked into his clothes, and when after the battle he unbuckled his belt, the congealed blood poured out.
48216.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
მხილველები თავიდან შეეჭვებულან, მეფე დაჭრილი ხომ არ არისო.
Those who witnessed this scene thought that the king was wounded.
48217.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
იმ დღეს, დავით აღმაშენებელს სამი ცხენი მოუკლეს და „მეოთხესაღა ზედა მჯდომმან სრულ ყო მის დღისა ომი“.
That day three horses were killed under David, and "mounted on the fourth, he completed that day's combat".
48218.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
ერწუხის ბრძოლაში დავით აღმაშენებელმა ძლევამოსილად გაიმარჯვა.
David the Builder concluded the Ertsukhi battle triumphantly.
48219.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
ბრძოლის შედეგი მეტად მძიმე იყო მოწინააღმდეგისათვის.
The results of the battle were very hard for his adversaries.
48220.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
მან სრული განადგურება იგემა.
They were destroyed.