მოიძებნა 668060 ჩანაწერი
48241.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
ასეთი ურთიერთობა, თავის მხრივ, განაპირობებდა ეკლესიის დამოკიდებულებას სახელმწიფოსადმი.
This relationship, in turn, resulted in the dependence of the church on the state.
48242.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
სინამდვილეში საქართველოს ეკლესიას მისი არსებობის გარკვეულ საფეხურზე დაწინაურებული მდგომარეობა ჰქონდა.
In reality, the Georgian church, during certain periods, actually occupied the preeminent position in the country.
48243.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
ქართლში მეფობის გაუქმებისა და ქვეყნის სამეფო-სამთავროებად დაყოფის შემდგომ ერთიანი პოლიტიკური ცენტრი ქვეყნისათვის არ არსებობდა.
After the monarchy was abolished in Kartli and the country was divided into kingdoms and principalities, the country lacked a political center.
48244.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
მცხეთის საკათალიკოსო, თავისი მრავალრიცხოვანი და დიდი მამულებით, ასევე საეკლესიო-ადმინისტრაციული ქსელით ქვეყნის ფაქტობრივ გამაერთიანებელს წარმოადგენდა.
The Mtskheta Catholicate, with its numerous and large estates and its great administrative network, was the de facto unifying focus of the country.
48245.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
შემდგომში უკვე ეკონომიკურად მომძლავრებული ეკლესიის ავტორიტეტი თანდათან მატულობს, იზრდება საეკლესიო ფეოდალური არისტოკრატია თავიანთი საყმო-სამფლობელოებით.
Later on, the authority of the church gradually increased, as the church's feudal aristocracy with its serfs and domains increased.
48246.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
მათ დამოუკიდებელი ადმინისტრაციული და სასამართლო უფლებები მოეპოვებოდათ.
They had independent administrative and legal rights.
48247.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
საქმე იქამდე მიდიოდა, რომ საეკლესიო მიწისმფლობელობა უპირისპირდებოდა ერისმთავრების მემამულეობას.
It happened so that the land-owners of the church opposed the rulers of the secular principalities.
48248.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
X საუკუნეში დასავლეთი და აღმოსავლეთი საქართველო იდეოლოგიურად (საეკლესიო-კულტურული თვალთახედვით) ერთიანი იყო.
During the 10th century, Western and Eastern Georgia were ideologically united (from the point of view of church and culture).
48249.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
ამ პერიოდისათვის ფეხს იდგამს აზრი საეკლესიო ხელისუფლების საეროზე უპირატესობის შესახებ („ჭეშმარიტნი მონაზონნი ქუეყანასა ზედა არა ვისს ხელმწიფებასა ქუეშე არიან“ - გიორგი მერჩულე, „ცხოვრება გრიგოლ ხანძთელისა“).
It was at this time that the idea that the power of the church was superior to secular power ("Genuine monks in this world do not obey any kings" - Giorgi Merchule, "The Life of Grigol of Khandzta").
48250.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
ამგვარი შეხედულბა საქართველოსთვის იყო ახალი.
This point of view was a novelty for Georgia.
48251.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
საერთოდ კი, ისტორიამ მრავლად იცის მსგავსი ფაქტები სხვადასხვა სახელმწიფოში.
However, history in general has seen parallel developments in various countries.
48252.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
წმ. ავგუსტინემ ჯერ კიდევ V საუკუნეში ჩამოაყალიბა მოძღვრება სასულიერო ხელისუფლების უპირატესობის შესახებ საეროსთან მიმართებით.
As early as the 5<sup>th</sup> century, St. Augustine had taught the superiority of ecclesiastical power to secular power.
48253.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
ამ თეორიას შემდგომ პერიოდშიც მარჯვედ იყენებდნენ სასულიერო პირები საერო ხელისუფლების წინააღმდეგ.
This theory was skilfully used by ecclesiastics in later periods in their opposition to secular power.
48254.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
გიორგი მერჩულის კონცეფციით, მეფის საქმიანობას ღმერთი წინამძღვრობს.
According to Giorgi Merchule's conception, God supervises the actions of the king.
48255.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
მეფეები განაგებდნენ მხოლოდ „ქვეყანას“, ქრისტე კი ქვეყანასაც და ზეცასაც, ყველა დაბადებულს.
Kings rule only over "a country", and Christ rules over the country and the heavens as well, exercising sovereign authority over all mortal men.
48256.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
ქრისტეს მეფობა უცვლელია და საუკუნო.
Christ's reign is unchanging and eternal.
48257.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
ნიშანდობლივია საბა იშხნელის მიმართვა ბაგრატ კურაპალატისადმი:
The address of Saba Ishkhneli to Bagrat Kuropalates is noteworthy:
48258.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
„დიდებულო მეფეო, შენ ქუეყანისა ხელმწიფე ხარ, ხოლო ქრისტე ზეცია და ქუეყანისა და ქუესკნელთაი“.
"Great king, you are the ruler of the country, and Christ is the ruler of the heavens, the country and the nether world".
48259.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
„შენ ნათესავთა ამათ მეფე ხარ, ხოლო ქრისტე ყოველთა დაბადებულთაი“.
"You are the king of your kind, and Christ is the king of all that were born".
48260.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
„შენ წარმავალთა ამათ ჟამთა მეფე ხარ, ხოლოქ რისტე საუკუნო მეუფე და სრული ჰგიეს უცვალებელი, უჟამოი, დაუსაბამოი, დაუსრულებელი მეუფე ანგელოზთა და კაცთაი“.
"You are the king of the times that will pass, and Christ is an eternal king and is unchangeable, timeless, having no beginning and no end, he is the king of angels and men".