მოიძებნა 668060 ჩანაწერი
48221.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
თურქ-სელჩუკები გაიქცნენ.
The Seljuk Turks turned to flight.
48222.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
კახელებს გასაქცევი არსად ჰქონდათ და იძულებულნი იყვნენ დანებებულიყვნენ.
The Kakhetians did not have anywhere to flee and were forced to surrender.
48223.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
კახეთის დიდებულები მორჩილების გუნებაზე დადგნენ და დავით აღმაშენებელი ლმობიერების გზას დაადგა.
The Kakheti noblemen were in the mood of obedience and David the Builder felt compassion for the defeated.
48224.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
როგორც ჩანს, მკაცრი სასჯელი არ დაუდვია კახელი ფეოდალებისათვის.
It seems he did not punish the Kakheti noblemen very severely.
48225.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
პირიქით, „მზეებრ მოჰფინა წყალობა ყოველთა ზედა მკვიდრთა ქუეყანისათა“.
On the contrary, "like the sun he spread his compassion on all the inhabitants of the land".
48226.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
დავითმა ფეოდალებს ციხესიმაგრეები ჩამოართვა და შიგ სამეფო რაზმები ჩააყენა.
David took the strongholds away from the feudal lords and stationed his own detachments in them.
48227.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
ნიშანდობლივია, რომ ციხესიმაგრეთა აღებისას დავითისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევიათ (ეს ალბათ უაზრობაც იქნებდოა).
It is noteworthy that nobody put up any resistance when he seized the fortresses (it would probably have been senseless).
48228.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
დავით აღმასენებლის ისტორიკოსი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „თვითმპყრობელობით დაიპყრა ჰერეთი და კახეთი და ნებიერად აღიხუნა ციხენი და სიმაგრენი მათნი“.
David the Builder's historian emphasizes that "by his own efforts he took control of Hereti and Kakheti and he captured their castles and fortified places by kindheartedness".
48229.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
1104 წელს ერწუხის ბრძოლაში გამარჯვებით ჰერეთ-კახეთი საბოლოოდ იქნა შემოერთებული.
Heret-Kakheti was finally joined to the Georgian kingdom in 1104 after the victory won at Ertsukhi.
48230.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
ამას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოსთვის, ამ უკანასკნელის ეკონომიკური და სამხედრო ძალების შესამჩნევად გაზრდის თვალსაზრისით.
This was an event of great importance for Georgia in that it considerably increased the economic and military prestige of the kingdom.
48231.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
ამიერიდან ძლიერ და ერთიან საქართველოს შეეძლო ფართო მასშტაბის ეკონომიკური და პოლიტიკური ღონისძიებების გატარება.
From that time, a powerful and united Georgia was able to take decisive economic and political action.
48232.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
მართლაც, აქედან (ჰერეთ-კახეთის შემოერთების შემდგომ) მოყოლებული, საქართველოს სამეფომ ბევრი ისეთი გრანდიზული ნაბიჯი გადადგა, რომელმაც ქვეყანა იმდროინდელ წინა აზიასა და კავკასიაში ერთ-ერთ გავლენიან და მოწინავე სახელმწიფოდ აქცია.
Indeed, after the annexation of Kakhet-Hereti, the Georgian kingdom took many such grandiose steps, turning the country into one of the most influential and advanced states in Nearer Asia and the Caucasus of those days.
48233.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
ამ საქმეში, რასაკვირველია, მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღოდა საქართველოს სამეფო ხელისუფლებას და დავით აღმაშენებელს.
Of course, David the Builder and his consolidated royal power played the greatest part in all of this.
48234.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
1089-1104 წლები საქართველოს ისტორიაში მეტად მნიშვნელოვანი პერიოდია.
The period of 1089-1104 was the most important time in Georgia's history.
48235.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
როდესაც თურქ-სელჩკებისაგან დათრგუნვილი ქვეყანა და მისი მოსახლეობა ფაქტობრივად გათავისუფლდა მომხდურ დამპყრობთა უღლისაგან და მისი განვითარება აღმავლობის გზით წავიდა.
When the country and its people, harshly oppressed by the Seljuk Turks, were actually freed from the yoke of their conquerors and entered a period of steady development.
48236.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
გარდაქმნები ეკლესიაში.
Reforms in the church.
48237.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
შუა საუკუნეების საქართველოში ეკლესია, თავისი მრავალრიცხოვანი მონასტრებით მნიშვნელოვან საზოგადოებრივ და ეკონომიკურ ფაქტორს წარმოადგენდა.
The church, with its numerous monasteries and the wealthy estates they held, was an important social and economic factor in medieval Georgia.
48238.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობის საკითხი ფრიად მნიშვნელოვანი პრობლემაა.
The question of the relationship between the state and the church is a problem of great importance.
48239.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
ეკლესია საქართველოში, ისე, როგორც დასავლეთ ევროპის ქრისტიანულ ქვეყნებში, თავისი არსებობის გარკვეულ ეტაპზე დახმარებას საჭიროებდა.
The church in Georgia, as in the Christian countries of Europe, needed political assistance at certain stages in its existence.
48240.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
ამ დახმარებისათვის იგი იძულებული ხდებოდა, სამეფო ხელსუფლებისათვის მიემართა.
It was obliged to turn to the royal government for this assistance.