მოიძებნა 668060 ჩანაწერი
48261.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
რუის-ურბნისის საეკლესიო კრება.
RUIS-URBNISI CHURCH COUNCIL.
48262.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
XII საუკუნის დასაწყისიდან დავით აღმაშენებელმა გამოკვეთა საერო ხელისუფლების უფლებები სასულიერო სფეროში.
At the beginning of the 12<sup>th</sup> century, David the Builder defined the rights of the secular state's power in the ecclestiastical sphere.
48263.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
ამ პერიოდის საეკლესი ხელისუფლების საფუძველს საქართველოში მემამულეობა შეადგენდა.
The foundation of ecclesiastical rule in the Georgia of that period was land ownership.
48264.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
დავით აღმაშენებელი სამამულო მიწათმფლობელობის გაღრმავებაში ხედავდა ცენტრალური ხელისუფლების საფრთხეს.
David the Builder saw danger to the central power in the extension of the landownership.
48265.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
რასაკვირველია, იგი უძლური იყო გზა გადაეღობა ან დაემუხრუჭებინა ფეოდალიზაციის პროცესის შემდგომი გაღრმავება, რათა სახელმწიფო მიწისმფლობელობას გაემარჯვა სამამულო-ფეოდალურზე.
Nevertheless, he was unable to hinder or to stop the further extension of the feudalization process to bring about a victory for the state land ownership over the feudal land ownership.
48266.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
მაღალ საეკლესიო თანამდებობებზე, როგორც საერთოდ, ყველა ფეოდალურ ქვეყანაში, მხოლოდ დიდგვაროვნებს ნიშნავდნენ.
As a rule, in Georgia as in all feudal countries, only highborn representatives of the nobility were appointed to high ecclesiastical positions.
48267.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
საეკლესიო თანამდებობებზე ხშირად არაკეთილსინდისიერი, შემთხვევითი პირები ხვდებოდნენ.
Very often, unworthy and unauthorized persons occupied these positions.
48268.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
უფრო მეტიც, ბევრჯერ ეკლესია ყოველგვარი უმსგავსობის წამომწყები ხდებოდა.
What is more, the church itself was very often the initiator of dishonest actions.
48269.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
ეს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ თანამედროვეებსაც.
Such events did not go unnoticed by their contemporaries.
48270.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი საგანგებოდ აღნიშნავს, რომ:
David the Builder's historian especially remarks that:
48271.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
„წმინდანი ეკლესიანი, სახლნი ღმრთისანი, ქუაბ ავაზაკთა ქმნილ იყვნეს, უღირსთა და უწესოთა მამულობით უფროს ვიდრე ღირსებით დაეპყრნეს უფროსნი საეპისკოპოსონი, ვითარცა ავაზაკთა“.
"The holy churches, the houses of God, had become dens of robbers, unworthy and unauthorized men had seized the principal sees by inheritance rather than by merit, like thieves".
48272.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
„მათნივე მსგავსნი ხუცესნი და ქორეპისკოპოსნი დაედგინნეს, რომელნი ნაცვლად სჯულთა საღმრთოთა უსჯულოებასა აწურთიდეს მათ ქუეშე ყოველთა“.
"They had installed priests and chorepiscopoi resembling themselves, who in place of the laws of God instructed all their charges in lawlessness".
48273.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
„თვით სახლით უფლისათ და მღდელთაგან გამოვიდოდა ყოველი უსჯულოება და ცოდვა“.
"In the very house of the Lord were practiced by the priests every impiety and sin".
48274.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
როგორც ვხედავთ, დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ, „მამულობით უფროს, ვიდრე ღირსებით“ იყვნენ დაწინაურებულნი თანამდებობებზე.
As we see from this, David the Builder's historian deplores a situation where persons were appointed "by inheritance rather than by merit".
48275.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
„რამეთუ იყვნეს კაცნი მთავართა და წარჩინებულთა შვილნი, რომელთა უწესოდ დაეპყრნეს საყდრენი“.
"For they were sons of princes and nobility who had seized churches unlawfully".
48276.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
იმავეს ადასტურებს დავით აღმაშენებლის თაოსნობით მოწვეული დიდი საეკლესიო კრება, რომელიც ჩვენს ისტორიოგრაფიაში რუის-ურბნისის კრების სახელწოდებითაა ცნობილი.
The same problem was recognized by the great church council convened at the initiative of David the Builder, known in our historiography as the Ruis-Urbnisi Council.
48277.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
საქართველოს საბოლოო გაერთიანება ეკლესიის, ამ დიდი ფეოდალური ძალის და მონარქიასთან ურთიერთობის მოუგვარებლად წარმოუდგენელი იყო.
The final unification of Georgia would have been impossible without stabilizing the relations between the monarchy and the church, which had become a great feudal power.
48278.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
ეკლესიის ცალკეული დაწესებულებები ზოგჯერ სამეფო ხელისუფლების წინააღმდეგ გამოსული ერისთავების დაცვას და შეფარებას კისრულობდნენ.
Some ecclesiastics even undertook to protect and give refuge to the eristavis, who had rebelled against the king's power.
48279.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
ამით ეკლესია ხაზს უსვამდა თავის პრიორიტეტს სახელმწიფო ხელისუფლების წინაშე.
In this way, the church sought to demonstrate its priority over secular institutions.
48280.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
XI საუკუნის 60-იან წლებში გიორგი მთაწმინდელმა სცადა ეკლესიის სწორ გზაზე დაყენება.
During the 1060's, Giorgi of Mtatsminda made an attempt to set things right withinin the Georgian church.