მოიძებნა 668060 ჩანაწერი
48281.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
იგი, ბაგრატ IV-ის მიწვევით, ათონის ივერთა მონასტრიდან 1060 წელს ჩამოვიდა საქართველოში.
He arrived in Georgia from the Iverian monastery on Mount Athos at the invitation of Bagrat IV.
48282.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
როგორც გიორგიმთაწმინდელის ცხოვრებიდან ჩანს, ბაგრატ IV-ს მიუმართავს გიორგისათვის.
As we can see from the Life of Giorgi of Mtatsminda, Bagrat IV addressed Giorgi with words.
48283.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
ამ ცნობის მიხედვით, ბაგრატ IV-ს კარგად ჰქონდა შეგნებული ეკლესიაში არსებული „ნაკლოვანება და ცთომა უწესო“.
According to this information, Bagrat IV was well aware of "the faults of the church rules, and their violation".
48284.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
სწორედ ამიტომ გიორგი მთაწმინდელისათვის მას ფართო უფლებები მიუცია.
That was the reason, that he bestowed on Giorgi of Mtatsmind exclusive rights.
48285.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
გიორგი მთაწმინდელმა აღმოაჩინა სათავე ქართული ეკლესიის დაცემისა და ბაგრატ IV-სათვის სრულიად მოულოდნელად, „პირველად ყოვლის აღლესა მახვილი მხილებისა მეფეთა მიმართ“.
Giorgi of Mtatsminda discovered the source of the degradation of the Georgian church, and quite unexpectedly for Bagrat IV, "he raised the sword of exposure against kings in the first place".
48286.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
მეფე ხელს კი არ უნდა უწყობდნენ უმსგავსობას ეკლესიაში, არამედ გამოარჩევდეს კაცთა ღირსთა.
The kings who should not have assisted in the loathsome actions of the church, but should have chosen worthy men.
48287.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
მიუხედავად ამისა, ბაგრატ IV-მ რაიმე მნიშვნელოვანი ღონისძიების გატარება საეკლესიო სფეროში მაინც ვერ მოახერხა.
In spite of this, Bagrat IV was unable to carry out any significant measures in the ecclesiastical sphere.
48288.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
სამეფო ხელისუფლებას იმ დროისათვის საამისო შესაძლებლობა არ ჰქონდა საგარეო ურთიერთობათა გართულების გამო.
The king's government did not have any capacity for such actions at that time due to the severe problems they faced involving foreign countries.
48289.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
ამგვარად, გიორგი მთაწმინდელმა ვერ შეძლო ეკლესიაში არსებული უწესობანი მოესპო.
Consequently, Giorgi of Mtatsminda was not able to do away with the corruption within the church.
48290.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
ბაგრატ IV-ის გარდაცვალების შემდეგ, როდესაც საქრთველოს ტახტს გიორგი II განაგებდა, საერო და საეკლესიო დიდგვაროვნები კიდევ უფრო გაძლიერდნენ და უფრო მეტად დაუპირისპირდნენ სამეფო ხელისუფლებას.
After Bagrat IV's death, when his son Giorgi II ruled the country, the secular and ecclesiastical nobility became more powerful and opposed the king's power with even greater strength.
48291.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
გიორგი II-მ მათ სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწია.
Giorgi II was unable to put up a proper resistance.
48292.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
საქართველოს სახელმწიფოში XI საუკუნის მიწურულისათვის მეტად რთული მდგომარეობა შეიქმნა.
At the end of the 11<sup>th</sup> century, the situation in the Georgian state had thus become very complicated.
48293.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
ამ მხრივ, გადამწყვეტი ღონისძიება მხოლოდ XII საუკუნის დამდეგს იქნა გატარებული.
However, decisive steps to rectify this situation were taken during the 12<sup>th</sup> century.
48294.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
პირველი ქმედითი ნაბიჯი, რომელიც საქართველოს სამეფო ხელისუფლებამ გადადგა 1104 წელს, დიდი საეკლესიო კრების მოწვევა იყო.
The first effective step that the Georgian royal government took in 1104 was to convene a great church council.
48295.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
კრების გადაწყვეტილებათა („ძეგლისწერის“) შესავალში აღნიშნულია, რომ კრება მოწვეული იყო ქართლში, ორ საეპისკოპოსთა მახლობლად - რუისისა და ურბნისისა.
In the introduction to the decrees of the council ("The Code of Law"), we read that the council was convened in Kartli, near two eparchies - Ruisi and Urbnisi.
48296.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
აქედან გამომდინარე, კრებას უწოდეს რუის-ურბნისისა საეკლესიო კრება.
As a result of which this council was called the Ruis-Urbnisi church council.
48297.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
„ძეგლისწერა“ გვამცნობს, რომ კრება გაიმართა ბრძანებითა დავით მეფისაითა.
"The Code of Law" informs us that the council was convened by King David's order.
48298.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
არსენ ბერი მიმართავს დავით აღმაშენებელს „შესხმაში“: „რომელ მოსწრაფებით შემოკრება უბრძანე შენ“ (საეკლესიო კრებაზეა ლაპარაკი).
In "The Praise", Monk Arsen addresses David the Builder: "You have ordered to get them together in haste" (the Church Council is meant).
48299.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
„ცხოვრება მეფეთ მეფისა დავითისი“ ხაზს უსვამს, რომ „რამეთუ სამეფოსა თვისისა კათალიკოსი, მღვდელთ-მთავარნი, მეუდაბნოენი, მოძღუარნი და მეცნიერნი შემოკრიბნა წინაშე მისსა“.
"The History of David, King of Kings" emphasizes that "he assembled in his presence the Catholicos, the prelates, the hermits, teachers and wise men of his kingdom".
48300.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
აშკარაა საქართველოს მეფის როლი (ეს საქმის შემდგომი მიმდინარეობითა და შედეგებითაც ჩანს) საეკლესიო კრების მოწვევასა და მიმდინარეობაში.
This means that (as can be seen from the further process and results) the Georgian king played a preeminent role in convening and conducting the church council.