მოიძებნა 668060 ჩანაწერი
48301.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
მეფეს დრო და ადგილი თვითონ შეურჩევია, რომელიც მისთვის მოსახერხებელი და სასურველი ყოფილა.
The king himself chose a time and place which were convenient and desirable for him.
48302.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
შემთხვევითი არ არის დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის მინიშნება, რომ კრება მეფემ დანიშნა „დროსა და ადგილსა ჯეროვანსა“.
The remark of David the Builder's historian, that the king convened the council "at an appropriate time and place" is not fortuitous.
48303.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
ისტორიკოსის შემეცნებაში „ჯეროვანი დრო და ადგილი“ სწორედ ისაა, რომელიც საქართველოს მეფისთვის იყო მისაღები და მოსახერხებელი.
In the perception of the historian, the "appropriate time and place" was the very time and place, that was acceptable and convenient for the king.
48304.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
ეს ადგილი იყო შიდა ქართლის სანახები რუისისა და ურბნისის საეპისკოპოსოთა მახლობლად.
This place was somewhere in the vicinity of the Ruisi and Urbnisi eparchies.
48305.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
კრება საგანგებო და განსაკუთრებული ყრილობა იყო.
The Council was an extraordinary and particular meeting.
48306.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
იგი მსოფლიო კრების დონეზე ჩატარდა.
It was conducted at the level of an ecumenical council.
48307.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
ნიშანდობლივია, რომ მწიგნობართუხუცესი გიორგი მხარში ედგა დავით აღმაშენებელს მის სახელმწიფოებრივ და კულტურულ საქმიანობაში.
It is noteworthy that the mtsignobartukhutsesi Giorgi supported the king in his political and cultural activities.
48308.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
იგი ქვეყანაში მიმდინარე ყველა დიდ გარდაქმნაში მეფის თანამზრახველი და თანამდგომი იყო.
He was the supporter of the king in all of the great reforms taking place in the country.
48309.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
აქტიურად მონაწილეობდა რუის-ურბნისის კრების მუშაობაში.
He also had an active part in the work of the Ruis-Urbnisi Council.
48310.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
კრებას ესწრებოდნენ გიორგი II (იგი „ძეგლისწერაში“ მეფეთ-მეფედ და ყოვლისა აღმოსავლისა და დასავლისა კესაროსად არის მოხსენიებული), ბიზანტიის დედოფალი მართა (გიორგი მეორის და) და სხვ.
Giorgi II (in "The Code of Law" he is called King of Kings and Caesaros of the East and West), Queen Martha of Byzantium (the sister of Giorgi II), and others.
48311.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
საეკლესიო კრებამ განიხილა იმ დროისათვის მეტად მნიშვნელოვანი საკითხები.
The Church Council discussed the most pressing questions of those days.
48312.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
პირველი რიგის ამოცანად დაისახა უღირს თანამდებობის პირთა გდაყენება („განკუეთა“).
The first and most important task was the deposing ("excommunicating") of unworthy ecclesiastics.
48313.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
დავით აღმაშენებელს კარგად ჰქონდა გათვლილი ის სიძნელეები, რომელიც კრების მსვლელობას წინ გადაეღობებოდა.
David the Builder was well aware of the difficulties that would stand as a barrier to the work of the Council.
48314.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
ბუნებრივია, ის პირები, ვისაც თანამდებობები ეკავათ, არც ისე ადვილად დათმობდნენ თავიანთ საპატიო მდგომარეობას.
Clearly, the persons, who enjoyed powerful ecclesiastical positions would not relinquish them easily.
48315.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
დიდი საეკლესიო კრება „მრავალი დღე“ გაგრძელებულა.
The great church council lasted "over many days".
48316.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
იქ წამოჭრილი საკითხების პრინციპულმა ხასიათმა და მათი გადაწყვეტის სირთულემ განაპირობა კრების სამუშაო დღეთა სიმრავლე.
The time necessary for the council's work was conditioned by the serious character of the questions addressed and the difficulty of resolving them.
48317.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
ყველა პრობლემა დაწვრილებით („გამოწულილვით“) განუხილავთ და გადაუწყვეტიათ:
They had studied all the questions in detail ("with much scrutiny") and eventually came to a decision:
48318.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
„დღეთა მრავალთა ფრიადითა გამოწულილვითა კეთილად გამოიძიეს და ყოველი ცთომა განმართეს, კეთილი და სათნო ღმრთისა წესი ყოველი დაამტკიცეს“.
"Over many days and much scrutiny they examined well, corrected every fault, confirmed every ordinance, that was good and pleasing to God".
48319.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
კრებამ საქართველოს სახელმწიფოსა და მისი მეფის, დავით აღმაშენებლის პოლიტიკა, მის მომხრეთა ხაზი გაატარა და მიიღო სათანადო გადაწყვეტილებები, რომელსაც ეწოდება „ძეგლისწერაი წმიდისა და ღმრთივ შეკრებულისა კრებისაი“.
The Council supported the policy of the Georgian state and its king, David the Builder and his supporters, and adopted a set of appropriate decisions called "the decree of the holy council, got together by God's will".
48320.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
რუის-ურბნისის საეკლესიო კრების წარმატებით ჩატარებისა და მისი დადგენილებების დიდი მნიშვნელობა კარგად ესმოდათ თანამედროვეებს.
Contemporaries of this event well understood the great significance of the Ruis-Urbnisi Council and its decrees.