მოიძებნა 668060 ჩანაწერი
48341.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
სამღვდელოების მისწრაფება მექრთამეობისკენ აშკარადაა გამოვლენილი კრების „ძეგლისწერის“ სათანადო მუხლში.
The predilection of the clergy for bribery is clearly exposed in one article of the Council's "Code of Law”.
48342.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
სადაც საგანგებო ზომებია გათვალისწინებული ამ უმსგავსობის წინააღმდეგ:
Where special measures are adopted against this form of dishonesty:
48343.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
„ხოლო ქრთამისათვის და საფასისა, რომელსა მიიღებდნენ ხელთდამსხმელნი ხელთადასხმადთაგან“.
"And for the bribe and compensation, which the one, who consecrates will take from the one who is to be consecrated"
48344.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
„განჩინებად ვიკადრებთ ჩვენცა, რათა მოისპოს ეგევითარი იგი ეკლესიისაგან და აღიხოცოს მღდელობისაგან“.
"We will also take the liberty to punish them, to exterminate such a person from the church and depose him from being a priest".
48345.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
აიკრძალა ყოველივე საეკლესიო (მათ შორის, შეწირული) ნივთის ნებისმიერი მიზნით მოხმარება.
Misappropriation of the property, belonging to the church (including donated property) was forbidden.
48346.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
თუ ვინმე დაარღვევდა ამ კანონს, მას სასჯელი ელოდა.
Anyone, who violated this law was to be punished.
48347.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
აიკრძალა ეკლესიის გარეშე ნათლისცემა და გვირგვინის კურთხევა.
Baptisms and consecration of marital crowns outside of the church were also forbidden.
48348.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
აიკრძალა გვირგვინის კურთხევა არასწულწლოვან წყვილებში.
Marriages between young couple, who were under age was forbidden.
48349.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
თუ მშობლებს გადაწყვეტილი ჰქონდათ დამოყვრება, ნება ეძლეოდათ, პატარები დაეწინდათ, ხოლო დაქორწინება მხოლოდ განსაზღვრულ ასაკში იყო დაშვებული.
If their parents had decided to contract a betrothal, they were allowed to make an engagement for the young ones to be married.
48350.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
ჯვარდასაწერი ქალი 12 წლისაზე ნაკლები არ უნდა ყოფილიყო.
A minimum age for marriage was established, with the girl not to be younger than 12.
48351.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
კათალიკოსს და ეპისკოპოსებს დაევალათ, ქორეპისკოპოსებად „სჯულისა და საღთოთა წიგნთა მეცნიერი“ აერჩიათ, რათა უბიწოდ დაეცვათ ყველა საქრისტიანო წესი.
The catholicos and bishops were instructed to elect "a scholar well-versed in divine books" as a chorepiscopos with the purpose of observing all Christian rules chastely.
48352.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
კრებამ დაგმო მონასტრებში მოძღვართა სიმრავლე (ზოგჯერ თურმე მათი რიცხვი ოცდაათსაც აღწევდა და ადგილი ჰქონდა მათ შორის უთანხმოებას, რასაც ხშირად შფოთი მოჰყვებოდა).
The Council condemned the excessive number of priests in monasteries (sometimes their number reached thirty, and very often they quarreled with one another, which resulted in further trouble).
48353.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
და დაადგინა, რომ, როგორც წესი, მონასტერში ერთი მოძღვარი უნდა ყოფილიყო, მხოლოდ დიდ მონასტრებს ჰქონდათ ორი მოძღვრის ყოლის უფლება.
And decided, that there should be only one priest in a monastery; only large monasteries were allowed to have two priests.
48354.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
აიკრძალა მონასტრებთან ვაჭრობის გამართვა.
The holding of fairs at monasteries was also prohibited.
48355.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
„ძეგლისწერის“ შემდეგი მუხლები („განწესება ჟამისწირვისა“, „მწვალებელთა და წარმართთათვის“ და სხვ.) შინა საეკლესიო საქმიანობის მოწესრიგებას ეხებოდა.
Several articles of the "Code of Law" ("Establishing the time for liturgy", "For heretics and pagans", etc.) were aimed at putting the internal affairs of the church in order.
48356.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
ცალკე მუხლი აკანონებს ქორწინების წესს („კურთხევა გვირგვინთა ქორწინებით“).
A separate article promulgates a law about marriage ("Consecrating crowns by marriage").
48357.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
ქორწინების წესის დარღვევისათვის კანონი სამღვდელო პირთა დასჯასაც ითვალისწინებდა.
This article decreed punishment for the clergy who violated this law.
48358.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
„ძეგლისწერის“ საგანგებო მუხლით („განჩინება სოდომური ცოდვისათვის“) კრებამ აკრძალა სხვადასხვა უწესობანი, რომელიც დამკვიდრებული ყოფილა საერო და საეკლესიო პირთა შორისაც.
By a special article of the "Code of Law" ("Punishment for sodomy"), the Council prohibited various improper actions, which had become widespread among ecclesiastics and secular persons as well.
48359.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
საეკლესიო კრებამ კატეგორიულად მოითხოვა ხატისა და ღმერთის თაყვანისცემა.
The Council categorically demanded the sincere worship of icons and of the Lord.
48360.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
ღმრთის მაგინებელი და შეურაცხმყოფელი, „ძეგლისწერის“ მიხედვით, „თანამდებ იყოს განკანონებისა“.
According to the "Code of Law", those abusing or insulting God "were to be excommunicated".