მოიძებნა 668060 ჩანაწერი
48381.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
ფეოდალური ეპოქის ყველა ხელის (გარდა მწიგნობართუხუცესისა) საერთო დამახასიათებელი თვისება ის იყო, რომ ყოველთვის სამემკვიდრეოდ გადაქცევის მიდრეკილებას იჩენდა.
The characteristic feature of all officials (except the mtsignobartukhutsesi) was that they always tended to turn their lands into hereditary fiefs with the right of succession.
48382.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
არც ერთი ამ თვისებათაგანი არ ჰქონდა მწიგნობართუხუცესს.
The office of the mtsignobartukhutsesi did not have any of these features.
48383.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
იგი მონაზონი იყო და ამიტომ, ბუნებრივია, მიწისმფლობელობისგან შორს იდგა.
He was a monk, and so naturally he had little interest in land ownership.
48384.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
მონაზონს არ შეიძლებოდა ჰქონოდა ქალაქი ან სოფელი საკუთრებად თუ სახარჯოდ.
A monk could not own a town or a village, or any other property, for which he would be paid rent.
48385.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
ამდენად, მწიგნობართუხუცესობა მთლიანად მეფის ცენტრალურ ხელისუფლებაზე იყო დამოკიდებული და, ბუნებრივია, მწიგნობართუხუცესი ასეთი ხელისუფლების გაძლიერების თავგამოდებული მომხრე იქნებოდა.
Thus, the position of the mtsignobartukhutsesi was entirely dependent on the centralized royal power, and it is quite natural, that he should have been a zealous advocate of the strengthening of that power.
48386.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
თავის მხრივ, მეფე დაინტერესებული იყო, რომ მისი ერთგული მოხელე მწიგნობართუხუცესი დაწინაურებული ყოფილიყო.
On his part, the king was also interested in the promotion of his loyal official, the mtsignobartukhutsesi.
48387.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
ეს დაკავშირებული იყო ცენტრალისტური ხელისუფლების გამარჯვებასთან იმ შინაპოლიტიკურ ბრძოლებში, რომელსაც საქართველოს მეფე დიდგვაროვან საერო და საეკლესიო ფეოდალებთან აწარმოებდა.
This mechanism was closely associated with the victory of the central government in those internal political struggles, which the Georgian king carried on against the high-ranking secular and ecclesiastical feudal lords.
48388.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
ეს საქმე დავით აღმაშენებელმა თავის სასარგებლოდ გადაჭრა და ამის შემდგომ მწიგნობართუხუცესის სახელის აღზევებასა და დაწინაურებას შეუდგა.
David the Builder succeeded in deciding this question in his own favor, and after this, he began to strengthen and promote the position of the mtsignobartukhutsesi.
48389.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
სწორედ დავით აღმაშენებლის მიერ უნდა იყოს მინიჭებული მწიგნობართუხუცესისთვის ობოლთა და ქვრივთა და მომძლავრებულთა მოჩივართა განკითხვის ფუნქცია.
It must have been David the Builder, who gave the mtsignobartukhutsesi the function of judging the complaints of orphans and widows and other persons, whose rights were violated.
48390.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
მწიგნობართუხუცესი იყო მეფის მრჩეველი და სახელმწიფო მოღვაწეობაში მეფის თანამშრომელი.
The mtsignobartukhutsesi was the king's adviser and his partner in the affairs of the state.
48391.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
ერთ ქართულ კარაბადინში მწიგნობართუხუცესის შესახებ საინტერესო ცნობაა დაცული.
A Georgian medical text preserves an interesting piece of information about a mtsignobartukhutsesi.
48392.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
ეს ცნობა ერთხელ კიდევ უსვამს ხაზს მწიგნობართუხუცესის დაწინაურებულ მდგომარეობას საქართველოს სამეფო კარზე და გვამცნობს, რომ იგი ამასთანავე არის „მართლმსაჯული და ხელისამპყრობელი უღონოთა და ქურივთა“.
This piece of information accentuates once more the great importance of the position of the mtsignobartukhutsesi at the Georgian royal court and telling us, that he was "just and the helper of the helpless and the widows".
48393.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
ჟამთააღმწერელი იმასაც უმატებს, რომ მწიგნობართუხუცესის მოვალეობას სამეფოსა და სახლის განგება შეადგენდა.
The chronicler Zhamtaaghmtsereli also adds, that the mtsignobartukhutsesi's duty was to take care of the kingdom and the royal house.
48394.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
უფრო მეტიც, „ხელმწიფის კარის გარიგებაში“ ნათქვამია, რომ მწიგნობართუხუცესი „ვითა მამა არს მეფისა, აგრე ყველა საურავი უმისოდ არ იქნების“.
Furthermore, it is said in "The Rules of the Georgian Royal Court", that the mtsignobartukhutsesi was "like a father to the king and it was he, who took care of everything".
48395.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
ზემომოტანილი ცნობებიდან დასტურდება ის დიდი მნიშვნელობა და გავლენა, რომელიც მწიგნობართუხუცესს ჰქონდა.
The information just quoted confirms the great importance and authority that the mtsignobartukhutsesi enjoyed.
48396.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
დავით აღმაშენებლის დროს მწიგნობართუხუცესი ვაზირია და ეს ვაზირობა სხვა მოხელეთა შორის მისი უპირველესობის მაუწყებელი ნიშანია.
In the reign of David the Builder, the mtsignobartukhutsesi functioned as a vizier, and this demonstrated his preeminence over the other officials.
48397.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
ქართულ წყაროებში ვაზირები XII საუკუნის უწინარეს არა გვხვდებიან, თუმცა ყველა ის ქართული პოლიტიკური ინსტიტუტი, რომელიც XII საუკუნიდან არაბული ვაზირის სახელწოდებას ატარებს, საქართველოში ადრევე არსებობდა.
We do not come across viziers in Georgia before the 12<sup>th</sup> century, though all the functions associated with the institute of viziers after the 12<sup>th</sup> century had existed in Georgia in earlier times as well.
48398.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
არ არის გამორიცხული, რომ ქართული ვაზირი და სავაზირო თავისთავადი მოვლენაა, აღმოცენებული ძირითადად უხუცესთა ქართული ინსტიტუტიდან.
It cannot be excluded, that the Georgian office of vizier is an original phenomenon, sprung up mainly from the institute of ukhutsesis.
48399.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
საქართველოს მეფე საეკლესიო საქმეებში, როგორც საერო პირი, უშუალო მონაწილეობას ოფიციალურად ვერ მიიღებდა.
The Georgian king would not have been able to take part in the affairs of the church as a secular person.
48400.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დავით აღმაშენებელი
საგულისხმოა ზემოთ უკვე დამოწმებული ვახუშტი ბაგრატიონის ცნობა, რომ დავით აღმაშენებელი დიდ რუის-ურბნისის საეკლესიო კრებას ესწრებოდა, როგორც რიგითი წევრი.
Vakhushti Bagrationi's information, quoted above, that David the Builder attended the great Ruis-Urbnisi council as a rank-and-file member.