მოიძებნა 668060 ჩანაწერი
48461.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დიდგორის ბრძოლა
დურბეის (დუბეის) სადაყას ძე - არაბეთის მეფე.
Durbeiz (Dubeis), the son of Sadaq - the king of Arabia.
48462.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დიდგორის ბრძოლა
თოღრულ მოჰამედის ძე - ყაზვინის, ზენჯანის, გილანის, ახანისა და განძის გამგებელი.
Toghrul, the son of Mohamed - the ruler of Qazvin, Zenjan, Gilan, Akhan and Gandza.
48463.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დიდგორის ბრძოლა
სიცოცხლის უკანასკნელ წლებში სულთანიც ყოფილა.
He appears to have been a sultan in the last years of his life.
48464.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დიდგორის ბრძოლა
თუღან არსლან „კუზიანი" - თურქი ამირა, ბითლისისა და არზანის პატრონი.
Tughan Arslan "the Hunchback" - a Turkish emir, the ruler of Bitlisi and Arzan.
48465.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დიდგორის ბრძოლა
განძის ათაბაგი, რომელიც სულთნის ბრძანებით, მისითა ძალითა გამოსულა.
The athabag of Gandza who, obeying the sultan's order, came with his troops.
48466.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დიდგორის ბრძოლა
როგორც მიიჩნევენ, იგი განძის იმ დროის მფლობელის თორღულ მოჰამედის ძის ათაბაგი ქენ-თოღდი უნდა იყოს.
It appears that this must have been athabag Ken-Toghdi, the athabag of Toghrul, the son of Mohamed, the ruler of Gandza in those days.
48467.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დიდგორის ბრძოლა
კოალიციური ლაშქრის შემადგენლობაში დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი ასახელებს „ყოველთა სომხეთისა ამირათა“.
David the Builder's historian names "all the emirs of Armenia" as being among the coalition army.
48468.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დიდგორის ბრძოლა
ესენი არიან სომხეთის ტერიტორიის ცალკეული გამგებლები - ამირები, რომლებიც სულთნის ბრძანებით ლაშქრობენ საქართველოს წინააღმდეგ.
These were the rulers of separate territories in Armenia, the emirs who came to fight against Georgia in obedience to the sultan's command.
48469.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დიდგორის ბრძოლა
მუსლიმანთა კოალიციური ლაშქარი მრავალრიცხოვანი იყო.
The army of the Muslim coalition was numerous.
48470.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დიდგორის ბრძოლა
დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი აღნიშნავს, რომ მტრის მოლაშქრენი „შეიმტკიცნეს სიმრავლითა ვითარცა ქვიშა ზღვსა, რომლითა აღივსო ქუეყანა“.
David the Builder's historian remarks that the troops of the enemy "assembled, taking confidence and strength from their multitude, which filled the land like the sand of the sea".
48471.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დიდგორის ბრძოლა
კოალიციური ლაშქრის რაოდენობის შესახებ სხვადასხვა ავტორთა ციფრობრივი მონაცემები გაზვიადებული ჩანს.
The data about the number of the coalition troops presented by various authors seems exaggerated.
48472.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დიდგორის ბრძოლა
ივანე ჯავახიშვილი მიიჩნევდა, რომ მტრის ლაშქარი დიდგორის ბრძოლისას 300 000 მეომრისაგან უნდა ყოფილიყო შემდგარი.
Ivane Javakhishvili thought that the enemy troops at Didgori battle must have amounted to 300,000 men-at-arms.
48473.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დიდგორის ბრძოლა
რამდენი მოლაშქრე გამოიყვანა დავით აღმაშენებელმა?
How many men-at-arms did David the Builder have?
48474.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დიდგორის ბრძოლა
გოტიეს ცნობით, დავით აღმაშენებელი 80 000 მხედრით გავიდა საბრძოლველად.
According to Gautier's account, David the Builder had 80,000 cavalrymen.
48475.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დიდგორის ბრძოლა
ეს მონაცემიც გაზვიადებულია.
This information is also exaggerated.
48476.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დიდგორის ბრძოლა
უფრო დასაჯერებელია მატთეოს ურჰაეცის ცნობა.
Matteos Urhaietsi's account is more likely to be accurate.
48477.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დიდგორის ბრძოლა
მისი ინფორმაციის მიხედვით, დავით აღმაშენებელს ბრძოლის ველზე გამოუყვანია 55 600 მოლაშქრე. აქედან - 40 000 ქართველი, 15 ათასი ყივჩაღი, 500 ალანი, 100 ევროპელი მეომარი.
According to his information, David the Builder had 55,600 warriors -40,000 Georgians, 15,000 Kipchaks, 500 Alans, and 100 European men-at-arms.
48478.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დიდგორის ბრძოლა
როგორც ვხედავთ, უმრავლესობა (ორ მესამედზე მეტი) ქართველია.
As we see, the majority (more than two-thirds) were Georgians.
48479.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დიდგორის ბრძოლა
შემთხვევით არ არის, რომ გადამწყვეტ მომენტში ქართული ლაშქრის ძირითად ძალას ქართველები შეადგენდნენ.
It was not fortuitous that the backbone of army at this decisive moment was comprised of Georgian troops.
48480.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დიდგორის ბრძოლა
500 ალანი დაქირავებული მოლაშქრე - „როქის სპაა“.
The 500 Alans mentioned were undoubtedly mercenaries - "Rokis spa".