მოიძებნა 668060 ჩანაწერი
48521.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დიდგორის ბრძოლა
ქართველი ისტორიკოსის ამ ცნობებს მატთეოს ურჰაეციც ადასტურებს.
Matteos Urhaietsi also confirms this statement of the Georgian historian.
48522.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დიდგორის ბრძოლა
სომეხი ისტორიკოსი წერს: „იმ დღეს იქნა სასტიკი და საშინელი ამოწყვეტა თურქთა ჯარებისა და აღივსნენ გვამებით მდინარენი და მთათა ხევები და ყოველნი მთათა ქარაფნი დაიფარნენ“.
The Armenian historian writes: "A terrible slaughter of the Turks' troops took place that day and the rivers were filled with bodies and the mountain ravines and all the rocks of mountains were covered with them".
48523.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დიდგორის ბრძოლა
თურქ-სელჩუკთა კოალიციური ლაშქრის მწარე მარცხს ვერც მუსლიმანი ისტორიკოსები ფარავენ.
Neither Muslim historian conceals the bitter defeat of the coalition army.
48524.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დიდგორის ბრძოლა
ალ-ფარიკი აღნიშნავს, რომ „მოიკლა მუსლიმანთაგან უთვალავი რაოდენობა და დარბეული იქნენო“.
Al-Farik remarks that "Countless Muslims were killed and raided".
48525.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დიდგორის ბრძოლა
იბნ ალ-ასირის ცნობით, „მაჰმადიანთა ლაშქრის უმეტესობა დაიღუპა ბრძოლის ველზე“.
According to Ibn Al-Asir's information, "The majority of the Mohammedans' army died on the battlefield".
48526.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დიდგორის ბრძოლა
ილ-ღაზი, დაკარგა რა მთელი ლაშქარი, თავში დაჭრილი, უიარაღო და დამშეული დაბრუნდა შინ.
Having lost all his troops, ll-Ghazi, wounded in the head, unarmed and famished, returned home.
48527.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დიდგორის ბრძოლა
დიდგორის ბრძოლის აღმწერი ყველა ისტორიკოსი მიუთითებს იმ დიდ ზარალზე, რაც თურქ-სელჩუკთა კოალიციურმა ლაშქარმა განიცადა.
All the historians, who describe the Didgori battle, point to the great damage that the Seljuks' coalition army suffered.
48528.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დიდგორის ბრძოლა
დიდძალი ტყვე და ალაფი იგდეს ხელთ ქართველებმა.
The Georgians seized countless captives and spoil.
48529.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დიდგორის ბრძოლა
ამგვარად, ქართველმა მოლაშქრეებმა, დავით აღმაშენებელმა, 1121 წლის 12 აგვისტოს მუსლიმურ კოალიციურ ჯარებთან გადამწყვეტ ბრძოლაში ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს.
Thus, the Georgian men-at-arms, commanded by David the Builder, won a brilliant victory in this decisive battle against the Muslim coalition army on August 12, 1121.
48530.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დიდგორის ბრძოლა
ეს გამარჯვება ძალუმად ეხმაურებოდა კავკასიის ხალხთა ინტერესებს - მათ ერთობლივ ბრძოლას უცხო დამპყრობთა წინააღმდეგ.
This victory furthered the interests of the Caucasian peoples in their joint fight against the alien conquerors.
48531.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დიდგორის ბრძოლა
დიდგორთან გამარჯვებას ფართო მასშტაბის საერთაშორისო რეზონანსი ჰქონდა.
The victory at Didgori had a wide international resonance.
48532.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დიდგორის ბრძოლა
მემატიანეებმა ამ გამარჯვებას „ძლევაი საკვირველი“ უწოდეს.
The chroniclers called it "a miraculous victory".
48533.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დიდგორის ბრძოლა
ჯაფარიანთა საგვარეულოს გადაშენების შემდეგ (უკანასკნელი ჯაფარიდი ამირა 1082 წელს გარდაიცვალა), ალ-ფარიკის მიხედვით, ორმოცი წლის განმავლობაში თბილისში „ძალაუფლება მისი ხალხის ხელში იყო, და ყოველ თვეს განაგებდა ერთი მათგანი“.
The Jafarian dynasty having died out (the last Jafarid emir died in 1082), according to Al-Farik, for forty years "the power in Tbilisi was in the hands of his people and each of them governed it for a month".
48534.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დიდგორის ბრძოლა
თბილისის გამგებლობის „ხალხის ხელში გადასვლა“ ქალაქის თვითმმართველობის ქალაქის დამოუკიდებლობაში გადაზრდას ნიშნავდა.
The government of the city "passed into the hands of the people", it meant that the self-government of the city had developed into independence.
48535.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დიდგორის ბრძოლა
შუა საუკუნეების თბილისში საქალაქო თვითმმართველობის საბჭოსმაგვარი დაწესებულება ყოფილა, რომლის წევრებს მაშინ „ქალაქის ბერებს“ ეძახდნენ.
In medieval Tbilisi, there was an establishment that was like a self-governing council, whose members were called "the old men of the city".
48536.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დიდგორის ბრძოლა
არაბი ალ-ფარიკის ცნობებზე დაყრდნობით, გამოითქვა მოსაზრება, რომ თბილისში არსებობდა დასავლეთ ევროპის ქალაქების კომუნისდაგვარი წყობილება, როცა ქალაქს მართავდა „ქალაქის საბჭო“.
Based on the statements of Al-Farik, the hypothesis has been advanced, that there existed a system of government in Tbilisi comparable to the communes of the West European countries, when a city was governed by a "city council".
48537.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დიდგორის ბრძოლა
ასეთი „საბჭოს“ წევრნი უნდა ყოფილიყვნენ ის „ქალაქის ბერები“, რომელთაც იხსენიებს მატიანე.
"The old men of the city" whom the chronicle mentions, must have been the members of this "council".
48538.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დიდგორის ბრძოლა
შესაძლებელია, საბჭოს სათავეში მდგომი პირები იყოს ხალხი, რომელთა შესახებ ალ-ფარიკი ამბობს, „რიგრიგობით ეჭირათ თითო თვე ხელში ქალაქ თბილისის გამგებლობაო“.
It is possible that the persons at the head of this council were those about whom Al-Farik says, "they governed the city in turn, each held this office a month".
48539.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დიდგორის ბრძოლა
ქართული და უცხოური წყაროების განხილვა-შეჯერების საფუძველზე ზუსტდება, რომ „ქალაქის მოხუცებულნი“ ანუ „ქალაქის ბერნი“ ქალაქის უხუცესებს, თავკაცებს, მამასახლისებს, საქალაქო საქმეთა გამგებელთ, „ქალაქის უფროსებს“, საქალაქო საბჭოს წევრებს ეწოდებოდა.
On the basis of the study and comparison of Georgian and foreign sources, it has been established that "the old men of the city” was a term which designated the elders, leaders, headmen, and managers of city affairs, "the elders of the city", the members of the city council.
48540.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დიდგორის ბრძოლა
„მატიანე ქართლისა“ ნათლად გვიჩვენებს, რომ „ტფილელნი ბერნი“ ქალაქის მოსახლეობის, მისი ზედაფენის გარკვეული ნაწილია, რომლებიც მეფეს ეახლნენ და თბილისის აღება სთხოვეს.
"Matiane Kartlisa" clearly shows that "the Tpilisi old men" were part of the upper stratum of the city population, who presented themselves before the king and asked him to capture Tbilisi.