მოიძებნა 668060 ჩანაწერი
48501.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დიდგორის ბრძოლა
შორსმყოფებმა ეს დაბნეულობა-არეულობა რომ იხილეს, იფიქრეს, უკანდახევა იწყებაო და თავადაც გაიქცნენ.
The ones that were behind, seeing this confusion and disorder, thought that retreat was beginning and fled too.
48502.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დიდგორის ბრძოლა
ჯარი უწესრიგოდ იხევდა უკან და ერთმანეთისთვის დიდი ვნება მოჰქონდათ.
The army was retreating in a disorderly way and did great harm to one another.
48503.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დიდგორის ბრძოლა
ბევრი ამ ჭყეტვაში დაიღუპა.
Many perished in this crush.
48504.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დიდგორის ბრძოლა
ქართველები დაედევნენ და ათი ფარსაგის მანძილზე სდიეს.
The Georgians pursued them and followed them for about ten farsangs.
48505.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დიდგორის ბრძოლა
ხოცავდნენ და ტყვედ იგდებდნენ მტერს.
They slew and imprisoned them.
48506.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დიდგორის ბრძოლა
უმრავლესობა დახოცეს, 4 ათასი კი ტყვედ ჩაიგდეს.
They slaughtered the majority, and captivated 4,000.
48507.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დიდგორის ბრძოლა
არაბი იბნ ალ-ასირისა და ფრანგი გოტიე ცნობები 200 მეომრის დაწინაურებისა და მათგან ბრძოლის დაწყების შესახებ ემთხვევა ერთმანეთს, თუმცა გოტიე ამ მეომრებს ფრანგებად (ჯვაროსნებად) მიიჩნევს, ხოლო იბნ ალ-ასირი ყივჩაყებად.
The information provided by the Arab Ibn Al-Sir and the French Gautier coincides in stating, that 200 warriors stepped forward and began to fight, though Gautier identifies them as French (Crusaders) and Ibn Al-Sir states that they were Kipchaks.
48508.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დიდგორის ბრძოლა
დავით აღმაშენებელს, როგორც ჩანს, მართლაც გამოუყენებია ეს ტაქტიკური ხერხი.
It seems that David the Builder really used this tactic.
48509.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დიდგორის ბრძოლა
საქართველოს მეფის ამ ჩანაფიქრს ყურადღება მიაქციეს სამხედრო ხელოვნების ისტორიის მკვლევერებმა.
Students of the history of military science have noted this tactic of the Georgian king.
48510.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დიდგორის ბრძოლა
ამგვარი ნაბიჯი ბრძოლისას იმ ეფექტურ სვლად მიიჩნიეს, რომელმაც ხელი შეუწყო ქართველთა წარმატებას თურქ-სელჩუკთა წინააღმდეგ.
Сonsider this to have been an effective step that assisted the Georgians in defeating the Seljuks.
48511.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დიდგორის ბრძოლა
ძნელად დასაჯერებელია ყივჩაყებისათვის და ფრანგი ჯვაროსნებისათვის მიენდოთ დავით აღმაშენებლის მიერ სიღრმისეულად ჩაფიქრებული ეს დიდმნიშვნელოვანი სამხედრო ოპერაცია, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ქონდა ბრძოლის წარმართვისა და შედეგისათვის, ამასთან, დიდ წვრთნასთან ერთად რისკსა და თავგანწირვასაც მოითხოვდა.
It is difficult to believe that the Kipchaks and French Crusaders would have been entrusted with this most important military operation, the result of David the Builder's profound thought, which was of essential importance for the conduct of the fight and its result, and at the same time required much training and risk.
48512.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დიდგორის ბრძოლა
თუმცა დავით აღმაშენებლის მიერ წარგზავნილმა ორასკაციანმა რაზმმა თავისი მისია შეასრულა: დააბნია მტერი და არევ-დარევა შეიტანა მის რიგებში.
However, it is clear that the two hundred-men detachment accomplished their mission: they confused the enemy and threw their lines into disorder.
48513.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დიდგორის ბრძოლა
მაშინ საქართველოს ლაშქარმა მოწინააღმდეგეს ფლანგებიდან შეუტია.
Then the Georgian troops attacked them from the flanks.
48514.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დიდგორის ბრძოლა
„მეფემან დავით უშიშმან და ყოვლად უძრავმან გულითა... წინა განაწყო სპა მისი, ... ყოველი საქმე შუენიერად და ღონიერად ყო“.
"King David, fearless and completely imperturbable of heart... drew up his army, ...appropriately and thoughtfully managed every action".
48515.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დიდგორის ბრძოლა
დავით აღმაშენებლის სარდლობით საქართველოს ლაშქარი დიდგორის ველს ნიჩბისის ხევიდან მიუახლოვდა.
Commanded by David the Builder, the Georgian troops approached Didgori valley from Nichbisi ravine.
48516.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დიდგორის ბრძოლა
მთავარ ძალას მეფე ედგა სათავეში.
The king was at the head of the main force.
48517.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დიდგორის ბრძოლა
ლაშქრის ნაწილს მეფის მემკვიდრე დემეტრე დავითის ძე ხელმძღვანელობდა, რომელიც დიდგორის ერთ-ერთი მთიდან დაეშვა და მთის ძირას დაბანაკებულ თურქ-სელჩუკთა ლაშქარს შეუტია.
His heir, Demetre, the son of David, led part of the army, which descended into the Didgori valley from one of the mountains and attacked the Seljuk army encamped at the foot of the mountain.
48518.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დიდგორის ბრძოლა
მატთეოს ურჰაეცი ხატოვნად გადმოგვცემს ბრძოლის მიმდინარეობას.
Matteos Urhaietsi describes the fight in poetic terms.
48519.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დიდგორის ბრძოლა
„იქმნა სასტიკი ბრძოლა ორი მთის შორის, ისე, რომ ლაშქართა საშინელი ხმაურისაგან ეს მთები იძახოდნენო“.
"A fierce battle took place between two mountains so that because of the terrible noise of the armies the mountains resounded".
48520.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დიდგორის ბრძოლა
პირველი შებრძოლებისთანავე მტრის ბანაკი შეირყა, აიყარა და გაიქცა.
At the very start of the fight, the enemy camp broke, turned back and fled.