მოიძებნა 668060 ჩანაწერი
48561.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დიდგორის ბრძოლა
იგი კეთილად ეპყრობოდა მუსლიმანებს, მათ სარწმუნოებას, მეცნიერებას, ხალხსა და სუფიებს.
David the Builder treated the Muslims, their faith, their science, their people, and members of the Sufi sects kindly.
48562.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დიდგორის ბრძოლა
მუსლიმთა უფლებები პრივილეგირებულ მდგომარეობაშია ეკონომიკურ და ფინანსურ დარგებშიც.
The Muslims' rights included certain economic privileges as well.
48563.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დიდგორის ბრძოლა
დავით აღმაშენებელმა ისინი ერთი წლით გაათავისუფლა სხვადასხვა გადასახადისაგან.
David the Builder freed them from various taxes for a year.
48564.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დიდგორის ბრძოლა
სახელმწიფო ხაზინის სასარგებლოდ ყოველწლიურად გადასახადი თითოეული მუსლიმანისათვის სამ დინარს შეადგენდა, მაშინ, როცა თვით ქართველები უფრო მეტს იხდიდნენ.
The tax that a Muslim was to pay to the state exchequer equaled three dinars annually, while the Georgians paid more.
48565.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დიდგორის ბრძოლა
საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ ამგვარი დამოკიდებულება მაჰმადიანი მოსახლეობისადმი დაცული იყო დავით აღმაშენებლის შემდგომ დემეტრე I-ის დროსაც.
It is also noteworthy that this attitude toward Muslims remained even after David the Builder's death, during the reign of his son Demetre I.
48566.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დიდგორის ბრძოლა
ამდენად, მუსლიმანთათვის საქართველოს სამეფო ხელისუფლების მიერ მინიჭებული უფლებები სტაბილურ სამართლებრივ ხასიათს ატარებდა.
Thus, the rights given to the Muslims by the Georgian court acquired the force of law.
48567.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დიდგორის ბრძოლა
არაბი ისტორიკოსის იბნ-ალ-ჯაუზის ცნობით, დავით აღმაშენებელი თავის შვილთან, დემეტრესთან ერთად პარასკეობით მეჩეთში დადიოდა, ლოცვას ესწრებოდა და წასვლისას დიდძალ ფულს სწირავდა.
According to the account of the Arab historian Ibn Al-Jauzi, David the Builder, with his son Demetre, went to the mosque on Fridays, attended the prayers, and before leaving, donated a large amount of money.
48568.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დიდგორის ბრძოლა
მუჰამედ ალ-ჰამავის დაცული აქვს ცნობა იმის შესახებ, რომ დავით აღმაშენებელი ისლამის დიდი მცოდნე იყო და განჯის ყადის ხშირად იმაზეც კი ეკამათებოდა, თუ ყურანი როგორ და საიდან წარმოსდგაო.
Muhamed Al-Hamavi includes a piece of infopmation which says, that David the Builder was well-versed in Islam and even argued with the kadi of Gandza about how the Koran had originated.
48569.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დიდგორის ბრძოლა
დავით აღმაშენებელი ყოველმხრივ უწყობდა ხელს საქართველოში მცხოვრებ სომხებს, რათა ამ უკანასკნელთ ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობა მიეღოთ.
David the Builder assisted the Armenians living in Georgia, encouraging them to take an active part in the economic life of the country.
48570.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დიდგორის ბრძოლა
შემთხვევითი არ იყო, რომ საქართველოს მეფემ ძველი ციხეგორი აღადგინა, დააარსა ქალაქი და შიგ სომხები ჩაასახლა, რომელთათვისაც პრივილეგირებული პირობები შეიქმნა.
It was not fortuitous that the king restored the old fortress of Gori and settled Armenians there, creating privileged conditions for them.
48571.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დიდგორის ბრძოლა
უფლებრივად ქრისტიან მოსახლეობასთან იყვნენ გათანაბრებული ებრაელებიც.
The Jews also enjoyed equal rights with the Georgians.
48572.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დიდგორის ბრძოლა
ამგვარი რჯულშემწყნარებლობითი პრინციპები, რომელიც დავით აღმაშენებლის მეფობის დროიდან დაინერგა, დამახასიათებელი იყო მთელი XII საუკუნის საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკისათვის.
Such principles of religious tolerance, which were inculcated during David the Builder's reign, became characteristic of the state policy of Georgia throughout the 12<sup>th</sup> century.
48573.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დიდგორის ბრძოლა
არაქრისტიანი მოსახლეობის მფარველობით გამოირჩეოდა დავით აღმაშენებლის მემკვიდრე დემეტრე პირველი.
David the Builder's son and successor, Demetre I, was distinguished by his protection of the non-Christian population.
48574.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დიდგორის ბრძოლა
ალ-ფარიკი გვარწმუნებს, რომ მან პირადად ნახა მეჩეთში დემეტრე I, რომელმაც ლოცვის მოსმენის შემდეგ 200 ოქროს დინარი შესწირა.
Al-Farik assures us that he himself saw Demetre I in the mosque, and having listened to the prayer, the king donated 200 gold dinars to the mosque.
48575.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დიდგორის ბრძოლა
სახელმწიფოს სიძლიერისათვის სხვა კომპონენტებთან ერთად საჭირო იყო ცხოველი ვაჭრობის განვითარება.
The development of active trade, among other things, was necessary for the state to become powerful.
48576.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დიდგორის ბრძოლა
ამისთვის მძლავრი სავაჭრო ფენის არსებობის აუცილებლობა შეიქმნა.
This required a powerful class of merchants.
48577.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დიდგორის ბრძოლა
ვაჭრები საქართველოში ძირითადად სომხები, მუსლიმები და ებრაელები იყვნენ და, რა თქმა უნდა, მათი შეუწყნარებლობა სხვა რჯულზე ყოფნის გამო ქვეყნისათვის გაუმართლებლად უსარგებლო იქნებოდა.
In Georgia, the merchants were mainly Armenians, Muslims, and Jews, and of course, to subject them to religious intolerance would have been unjustified and counterproductive.
48578.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დიდგორის ბრძოლა
განვითარებული ვაჭრობა ქვეყნის ცენტრალიზაციის საქმეს ემსახურებოდა, და ვაჭართა ფენასთან სამეფო ხელისუფლების ცუდი დამოკიდებულება მეფის მოწინააღმდეგე ფეოდალთა წისქვილზე დაასხამდა წყალს.
The development of trade facilitated the centralization of the country, and any conflict between the crown and the merchant class would benefit those feudal lords, who were in opposition to the king.
48579.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დიდგორის ბრძოლა
საქართველო მუსლიმანური ქვეყნების გარემოცვაში იმყოფებოდა და მისთვის სახელმწიფოს შიგნით მცხოვრები უცხო ქვეშევრდომების მხრიდან მხარდაჭერა აუცილებელი იყო.
Georgia was surrounded by Muslim countries, and it needed the support of the foreigners living in the country.
48580.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | დიდგორის ბრძოლა
გზებზე საგანგებო სახლები აშენდა, სადაც უცხოელ ვაჭრებს უფასოდ შეეძლოთ ღამისთევა.
Special houses were built along the roads, where foreign merchants could spend the night free of charge.