მოიძებნა 668060 ჩანაწერი
51161.
ჯუნიორ ეჩივმენტი | "ჯუნიორ ეჩივმენტ მსოფლიოს" სტრატეგიული დაგეგმვის სახელმძღვანელო
„ჯუნიორ ეჩივმენტ მსოფლიო“ – გულისხმობს მთელს ჩვენს ორგანიზაციას (შტაბ-ბინას – რეგიონების ჩათვლით – და ყველა JA ოფისს მთელს დედამიწაზე).
JA Worldwide – refers to our entire organization (Headquarters – including regions – and all JA Offices around the globe).
51162.
ჯუნიორ ეჩივმენტი | "ჯუნიორ ეჩივმენტ მსოფლიოს" სტრატეგიული დაგეგმვის სახელმძღვანელო
„შტაბ-ბინა“ – გულისხმობს „ჯუნიორ ეჩივმენტ მსოფლიოს“ შტაბ-ბინას კოლორადო-სპრინგზში და აგრეთვე რეგიონალურ ოფისებს მთელს დედამიწაზე.
Headquarters – refers to JA Worldwide Headquarters in Colorado Springs as well as the Regional Offices around the globe.
51163.
ჯუნიორ ეჩივმენტი | "ჯუნიორ ეჩივმენტ მსოფლიოს" სტრატეგიული დაგეგმვის სახელმძღვანელო
„რეგიონალური ოფისები“ – გულისხმობს პერსონალს/ოფისებს, რომლებიც შექმნილია მომსახურების გასაწევად JA ოფისებისთვის ჩვენს ამჟამინდელ ექვს რეგიონში (აფრიკაში, ჩრდილოეთ, ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის ქვეყ-ნებში, აზია/წყნარი ოკეანის რეგიონში, ევროპაში, ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებში და აშშ-ში).
Regional Offices – refers to the staff/offices established to provide service to JA Offices in our current six Regions (Africa, Americas, Asia/Pacific, Europe, MENA, U.S.).
51164.
ჯუნიორ ეჩივმენტი | "ჯუნიორ ეჩივმენტ მსოფლიოს" სტრატეგიული დაგეგმვის სახელმძღვანელო
თავისი სიდიდის გამო, აშშ-ის რეგიონი დაყოფილია უფრო მცირე ერთეულებად: აშშ-აღმოსავლეთად, აშშ-შუა დასავლეთად, აშშ-სამხრეთად და აშშ-დასავლეთად.
Given its size, the U.S. region is further broken down into: U.S.-Eastern, U.S.-Midwestern, U.S.-Southern, U.S. Western.
51165.
ჯუნიორ ეჩივმენტი | "ჯუნიორ ეჩივმენტ მსოფლიოს" სტრატეგიული დაგეგმვის სახელმძღვანელო
„JA ოფისი“ – გულისხმობს დაგეგმვის მწარმოებელ ოფისს, იქნება ეს რეგიონალური ოფისი, ეროვნული JA/YE ოფისი, ადგილობრივი რაიონული ოფისი, თუ სხვ.
JA Office – refers to the office doing the planning, whether it is a regional office, a national JA/YE office, a local area office, etc.
51166.
ჯუნიორ ეჩივმენტი | "ჯუნიორ ეჩივმენტ მსოფლიოს" სტრატეგიული დაგეგმვის სახელმძღვანელო
„რეგიონალური წარმომადგენელი“ – გულისხმობს „შტაბ-ბინის“ პერსონალის წევრს, რომელსაც დავალებული აქვს მუშაობა კონკრეტული რეგიონის JA ოფისებთან.
Regional Representative – refers to the Headquarters staff person assigned to work with JA Offices in a particular region.
51167.
ჯუნიორ ეჩივმენტი | "ჯუნიორ ეჩივმენტ მსოფლიოს" სტრატეგიული დაგეგმვის სახელმძღვანელო
„JA ადმინისტრატორი“ – გულისხმობს პერსონალის ხელმძღვანელ ზემდგომ პირს JA ოფისში, რომელსაც ზოგჯერ აღმასრულებელი დირექტორი ან პრეზიდენტი ეწოდება.
JA Executive – refers to the top staff leader in a JA Office, sometimes called Executive Director or President.
51168.
ჯუნიორ ეჩივმენტი | "ჯუნიორ ეჩივმენტ მსოფლიოს" სტრატეგიული დაგეგმვის სახელმძღვანელო
„C-დონის საბჭოს წევრი“ – გულისხმობს საბჭოს წევრს, რომელიც არის მოცემული კომპანიის ზემდგომი საორგანიზაციო ხელმძღვანელი პირი, მაგ. მთავარი აღმასრულებელი დირექტორი, მთავარი ფინანსური დირექტორი, მთავარი დირექტორი საინფორმაციო საკითხებში და ა.შ.
C-Level Board Member – refers to a board member who is a top organizational leader in their company, e.g. "chief" executive officer, "chief" financial officer, "chief" information officer, etc.
51169.
ჯუნიორ ეჩივმენტი | "ჯუნიორ ეჩივმენტ მსოფლიოს" სტრატეგიული დაგეგმვის სახელმძღვანელო
„ჯუნიორ ეჩივმენტ მსოფლიო ხედვა“ – ჩვენი ძირითადი დანიშნულება, ძირითადი ღირებულებები, გრძელვადიანი მისწრაფება და განჭვრეტილი მომავალი.
JA Worldwide Vision – our Core Purpose, Core Values, Long-Term Aspiration, and Envisioned Future.
51170.
ჯუნიორ ეჩივმენტი | "ჯუნიორ ეჩივმენტ მსოფლიოს" სტრატეგიული დაგეგმვის სახელმძღვანელო
„ჯუნიორ ეჩივმენტ მსოფლიო ხედვის სტრუქტურა“ – ჩვენი წარმადობის 10 უმთავრესი სფერო, წარმატებისთვის კრიტიკული ფაქტორები და წარმადობის უმთავრესი ინდიკატორები.
JA Worldwide Vision Framework – our 10 Key Performance Areas, Critical Success Factors and Key Performance Indicators.
51171.
ჯუნიორ ეჩივმენტი | "ჯუნიორ ეჩივმენტ მსოფლიოს" სტრატეგიული დაგეგმვის სახელმძღვანელო
„წარმადობის უმთავრესი სფეროები“ – ჩვენი ბიზნეს-მოდელის ათი მთავარი ასპექტი (სტუდენტებზე ზემოქმედება, პროგრამები, მოხალისეები, საბჭოები, დაფინანსება, პერსონალი, ბრენდი, მმართველობა, კურსდამთავრებულები).
Key Performance Areas (KPAs) – the ten major facets of our business model (student impact, programs, volunteers, boards, funding, staff, brand, governance, alumni).
51172.
ჯუნიორ ეჩივმენტი | "ჯუნიორ ეჩივმენტ მსოფლიოს" სტრატეგიული დაგეგმვის სახელმძღვანელო
„წარმადობის უმთავრესი ინდიკატორები“ – საზომები, რომელთა მეშვეობითაც შეგვიძლია შევაფასოთ ჩვენი მაჩვენებლები წარმადობის 10 უმთავრეს სფეროში.
Key Performance Indicators (KPIs) – metrics by which we can measure ourselves in the 10 Key Performance Areas.
51173.
ჯუნიორ ეჩივმენტი | "ჯუნიორ ეჩივმენტ მსოფლიოს" სტრატეგიული დაგეგმვის სახელმძღვანელო
„წარმატებისთვის კრიტიკული ფაქტორები“ – წარმატების განმაპირობებელი ძირითადი ძალები.
Critical Success Factors (CSFs) – fundamental drivers of success.
51174.
ჯუნიორ ეჩივმენტი | "ჯუნიორ ეჩივმენტ მსოფლიოს" სტრატეგიული დაგეგმვის სახელმძღვანელო
„ადგილობრივი განჭვრეტილი მომავალი“ – ზოგადი, მაგრამ მკაფიო ტერმინებით განსაზღვრავს ადგილობრივი JA ოპერაციის სასურველ შედეგს.
Local Envisioned Future – defines the desired destiny of the local JA Operation in broad but clear terms.
51175.
ჯუნიორ ეჩივმენტი | "ჯუნიორ ეჩივმენტ მსოფლიოს" სტრატეგიული დაგეგმვის სახელმძღვანელო
„უმთავრესი მიზნები“ – ძირითადი ამოცანები, რომელთა მიღწევაც JA ოფისს სტრატეგიული გეგმის პერიოდში სურს განჭვრეტილი მომავლის განსახორციელებლად.
Key Objectives – the major goals the JA Office wants to accomplish during the strategic plan period to achieve its Envisioned Future.
51176.
ჯუნიორ ეჩივმენტი | "ჯუნიორ ეჩივმენტ მსოფლიოს" სტრატეგიული დაგეგმვის სახელმძღვანელო
„სტრატეგია“ – ზოგადი განაცხადი იმ მიმართულების შესახებ, რომელსაც JA ოფისი დაადგება დადგენილი უმთავრესი მიზნების მიღწევის მცდელობისას.
Strategies – broad statements of direction the JA Office will embark upon to address the key objectives identified.
51177.
ჯუნიორ ეჩივმენტი | "ჯუნიორ ეჩივმენტ მსოფლიოს" სტრატეგიული დაგეგმვის სახელმძღვანელო
„ტაქტიკა“ – დეტალური განაცხადი იმ კონკრეტულ ქმედებათა შესახებ, რომელთაც JA ოფისი განახორციელებს განსაზღვრული სტრატეგიის ცხოვრებაში გასატარებლად.
Tactics – detailed statements of specific actions the JA Office will take to fulfill the strategies identified.
51178.
ჯუნიორ ეჩივმენტი | "ჯუნიორ ეჩივმენტ მსოფლიოს" სტრატეგიული დაგეგმვის სახელმძღვანელო
„სტრატეგიული გეგმა“ – 3-5-წლიანი გეგმა, რომელიც მოიცავს თქვენს ადგილობრივ განჭვრეტილ მომავალს, და კონკრეტულ უმთავრეს მიზნებს, სტრატეგიასა და ტაქტიკას, რომელთა განხორციელებასაც თქვენ ამ ვადის განმავლობაში ვარაუდობთ.
Strategic Plan – a 3-5 year plan that includes your local Envisioned Future and the specific key objectives, strategies, and tactics you expect to accomplish during this timeframe.
51179.
ჯუნიორ ეჩივმენტი | "ჯუნიორ ეჩივმენტ მსოფლიოს" სტრატეგიული დაგეგმვის სახელმძღვანელო
„ოპერატიული გეგმა“ – ერთწლიანი გეგმა, რომელიც მოიცავს უმთავრეს მიზნებს, სტრატეგიასა და ტაქტიკას იმ „წარმადობის უმთავრესი სფეროებისთვის“, რომლებიც, თქვენი აზრით, ყველაზე უფრო გადაუდებელ ყურადღებას მოითხოვს.
Operational Plan – a one-year plan that includes the key objectives, strategies, and tactics for the KPAs you believe require the most immediate attention.
51180.
ჯუნიორ ეჩივმენტი | "ჯუნიორ ეჩივმენტ მსოფლიოს" სტრატეგიული დაგეგმვის სახელმძღვანელო
„სტუდენტებზე ზემოქმედება“ – გულისხმობს სტუდენტებზე ზემოქმედებას ორ განზომილებაში – როგორც რაოდენობის, ასევე ხარისხის თვალსაზრისით.
Student Impact – refers to student impact along two dimensions; both quantity and quality.