მოიძებნა 669199 ჩანაწერი
517901.
ბიოლოგია | თავი X
ამ თავში, ყურადღებას მცენარეებზე გავამახვილებთ; ავტოტროფული კვების ვარიანტები, რომლებიც პროკარიოტებსა და წყალმცენარეებში გვხვდება 27-ე და 28-ე თავებში იქნება განხილული.
In this chapter, our emphasis will be on plants; variations in autotrophic nutrition that occur in prokaryotes and algae will be discussed in Chapters 27 and 28.
517902.
ბიოლოგია | თავი X
ჰეტეროტროფები ორგანულ მასალას კვების მეორე ძირითადი მოდელის მიხედვით იღებენ.
Heterotrophs obtain their organic material by the second major mode of nutrition.
517903.
ბიოლოგია | თავი X
არ გააჩნიათ რა საკვების თავისით წარმოქმნის უნარი, ისინი სხვა ორგანიზმების მიერ წარმოებული ნივთიერებების ხარჯზე ცოცხლობენ (hetero ნიშნავს „სხვა“-ს).
Unable to make their own food, they live on compounds produced by other organisms (hetero means "other").
517904.
ბიოლოგია | თავი X
ჰეტეროტროფები ბიოსფეროს მომხმარებლები არიან.
Heterotrophs are the biosphere's consumers.
517905.
ბიოლოგია | თავი X
„სხვათა მჭამელების“ ყველაზე უფრო გამოხატული ფორმაა, როდესაც ცხოველი მცენარეებით ან სხვა ცოცხალი ორგანიზმებით იკვებება.
The most obvious form of this "other-feeding" occurs when an animal eats plants or other animals.
517906.
ბიოლოგია | თავი X
მაგრამ ჰეტეროტროფული კვება შეიძლება უფრო დახვეწილიც იყოს.
But heterotrophic nutrition may be more subtle.
517907.
ბიოლოგია | თავი X
ზოგიერთი ჰეტეროტროფი მკვდარი ორგანიზმის ნარჩენებს შთანთქავს, რასაც მათი დაშლის საშუალებით ახორციელებს; ზოგჯერ ისინი ორგანული ნარჩენებით იკვებებიან, როგორიცაა ჩონჩხი, ექსკრემენტები და ჩამოცვენილი ფოთლები; ეს ორგანიზმები ცნობილია რედუცენტების სახელით.
Some heterotrophs consume the remains of dead organisms by decomposing and feeding on organic litter such as carcasses, feces, and fallen leaves; they are known as decomposers.
517908.
ბიოლოგია | თავი X
სოკოების უმრავლესობა და პროკარიოტების მრავალი ტიპი თავიანთ საკვებს ამ გზით იღებს.
Most fungi and many types of prokaryotes get their nourishment this way.
517909.
ბიოლოგია | თავი X
თითქმის ყველა ჰეტეროტროფი, ადამიანის ჩათვლით, საკვების მხრივ მთლიანად ფოტოავტოტროფებზე და აგრეთვე ფოტოსინთეზის გვერდით პროდუქტზე – ჟანგბადზეა დამოკიდებული.
Almost all heterotrophs, including humans, are completely dependent on photoautotrophs for food-and also for oxygen, a by-product of photosynthesis.
517910.
ბიოლოგია | თავი X
ამ თავში თქვენ შეიტყობთ, თუ როგორ ხორციელდებაFფოტოსინთეზი.
In this chapter, you will learn how photosynthesis works.
517911.
ბიოლოგია | თავი X
ფოტოსინთეზის ძირითადი პრინციპების გაცნობის შემდეგ, ფოტოსინთეზის ორ ეტაპს განვიხილავთ: სინათლის რეაქციებს, რომლის დროსაც ხდება მზის ენერგიის დაჭერა და ქიმიურ ენერგიად მისი გარდააქმნა; და კალვინის ციკლს, როდესაც ქიმიური ენერგია საკვების ორგანული მოლეკულების წარმოსაქმნელად გამოიყენება.
After a discussion of the general principles of photosynthesis, we will consider the two stages of photosynthesis: the light reactions, in which solar energy is captured and transformed into chemical energy; and the Calvin cycle, in which the chemical energy is used to make organic molecules of food.
517912.
ბიოლოგია | თავი X
დაბოლოს, ფოტოსინთეზს ევოლუციური პერსპექტივის თვალსაზრისითაც განვიხილავთ.
Finally, we will consider photosynthesis from an evolutionary perspective.
517913.
ბიოლოგია | თავი X
ფოტოსინთეზი სინათლის ენერგიას საკვების ქიმიურ ენერგიად გარდაქმნის.
Photosynthesis converts light energy to the chemical energy of food.
517914.
ბიოლოგია | თავი X
მე-6 თავში თქვენ ქლოროპლასტებს გაეცანით.
You were introduced to the chloroplast in Chapter 6.
517915.
ბიოლოგია | თავი X
ეს განსაკუთრებული ორგანელა, ჩვენს პლანეტაზე, ორგანიზმების უდიდესი უმრავლესობის კვებაზეა პასუხისმგებელი.
This remarkable organelle is responsible for feeding the vast majority of organisms on our planet.
517916.
ბიოლოგია | თავი X
ქლოროპლასტები სხვადასხვა მაფოტოსინთეზირებელ ორგანიზმებში გვხვდება, მაგრამ ჩვენ ყურადღებას მცენარეებზე გავამახვილებთ.
Chloroplasts are present in a variety of photosynthesizing organisms, but here we will focus on plants.
517917.
ბიოლოგია | თავი X
ქლოროპლასტები: ფოტოსინთეზის საიტები მცენარეებში.
Chloroplasts: The Sites of Photosynthesis in Plants.
517918.
ბიოლოგია | თავი X
მცენარის ყველა მწვანე ნაწილს, მწვანე ღეროებისა და დაუმწიფებელი ნაყოფების ჩათვლით ქლოროპლასტები გააჩნია, მაგრამ მცენარეთა უმრავლესობაში, ფოთლებია ფოტოსინთეზის ძირითადი საიტები.
All green parts of a plant, including green stems and unripened fruit, have chloroplasts, but the leaves are the major sites of photosynthesis in most plants.
517919.
ბიოლოგია | თავი X
ფოთლის ზედაპირის ერთ კვადრატულ მილიმეტრზე დაახლოებით ნახევარი მილიონი ქლოროპლასტია.
There are about half a million chloroplasts per square millimeter of leaf surface.
517920.
ბიოლოგია | თავი X
ფოთოლს შეფერილობას ქლოროფილი აძლევს, მწვანე პიგმენტი, რომელიც ქლოროპლასტებშია ლოკალიზებული.
The color of the leaf is from chlorophyll, the green pigment located within chloroplasts.