მოიძებნა 669199 ჩანაწერი
517961.
ბიოლოგია | თავი X
ფოტოსინთეზი როგორც ჟანგვა-აღდგენითი პროცესი.
Photosynthesis as a Redox Process.
517962.
ბიოლოგია | თავი X
მოდით, მოკლედ შევადაროთ ფოტოსინთეზი უჯრედულ სუნთქვას.
Let's briefly compare photosynthesis with cellular respiration.
517963.
ბიოლოგია | თავი X
ორივე პროცესში ჟანგვა-აღდგენითი რეაქციებია ჩართული.
Both processes involve redox reactions.
517964.
ბიოლოგია | თავი X
უჯრედული სუნთქვის დროს შაქრიდან ენერგია გამოიყოფა, როდესაც წყალბადთან ასოცირებული ელექტრონები გადამტანების საშუალებით ჟანგბადს გადაეცემა, რის შედეგადაც წარმოიქმნება წყალი, როგორც გვერდითი პროდუქტი.
During cellular respiration, energy is released from sugar when electrons associated with hydrogen are transported by carriers to oxygen, forming water as a by-product.
517965.
ბიოლოგია | თავი X
ელექტრონები თავიანთ პოტენციურ ენერგიას კარგავენ, ვინაიდან ისინი ელექტრონების სატრანსპორტო ჯაჭვს ქვემოთ, ელექტროუარყოფითი ჟანგბადისკენ „ეწევიან“, ხოლო მიტოქონდრიები ამ ენერგიას ატფ-ის სინთეზისთვის იყენებენ.
The electrons lose potential energy as they "fall" down the electron transport chain toward electronegative oxygen, and the mitochondrion harnesses that energy to synthesize ATP.
517966.
ბიოლოგია | თავი X
ფოტოსინთეზი ელექტრონების ნაკადს საწინააღმდეგოდ მიმართავს.
Photosynthesis reverses the direction of electron flow.
517967.
ბიოლოგია | თავი X
წყალი იხლიჩება და ელექტრონები, წყალბადის იონებთან ერთად, წყლიდან ნახშირორჟანგს გადაეცემა, რომელიც მას შაქრამდე აღადგენს.
Water is split, and electrons are transferred along with hydrogen ions from the water to carbon dioxide, reducing it to sugar.
517968.
ბიოლოგია | თავი X
ვინაიდან წყლიდან შაქარზე გადასვლისას ელექტრონების პოტენციური ენერგია იზრდება, პროცესი ენერგიას საჭიროებს.
Because the electrons increase in potential energy as they move from water to sugar, this process requires energy.
517969.
ბიოლოგია | თავი X
ენერგიის ამ ზრდას სინათლე უზრუნველყოფს.
This energy boost is provided by light.
517970.
ბიოლოგია | თავი X
ფოტოსინთეზის ორი ეტაპი: წინასწარი განხილვა.
The Two Stages of Photosynthesis: A Preview.
517971.
ბიოლოგია | თავი X
ფოტოსინთეზის ტოლობა ძალზედ რთული პროცესის უკიდურესად მარტივი ჯამია.
The equation for photosynthesis is a deceptively simple summary of a very complex process.
517972.
ბიოლოგია | თავი X
ფაქტობრივად, ფოტოსინთეზი არის არა ერთი, არამედ ორი პროცესი და თითოეულ მათგანს მრავალრიცხოვანი საფეხურები აქვს.
Actually, photosynthesis is not a single process, but two processes, each with multiple steps.
517973.
ბიოლოგია | თავი X
ფოტოსინთეზის ეს ორი ეტაპი ცნობილია როგორც სინათლის რეაქციები (ფოტოსინთეზის ფოტო ნაწილი) და კალვინის ციკლი (სინთეზის ნაწილი).
These two stages of photosynthesis are known as the light reactions (the photo part of photosynthesis) and the Calvin cycle (the synthesis part).
517974.
ბიოლოგია | თავი X
სინათლის რეაქციები არის ფოტოსინთეზის საფეხურები, რომლებიც მზის ენერგიას ქიმიურ ენერგიად გარდაქმნის.
The light reactions are the steps of photosynthesis that convert solar energy to chemical energy.
517975.
ბიოლოგია | თავი X
ქლოროფილის მიერ შთანთქმული სინათლე აღძრავს ელექტრონებისა და წყალბადის წყლიდან აქცეპტორზე გადაცემას, რომელსაც ნადფ+ (ნიკოტინამიდ ადენინ დინუკლეოტიდ ფოსფატი) ეწოდება და რომელიც აგზნებულ ელექტრონს დროებით ინახავს.
Light absorbed by chlorophyll drives a transfer of electrons and hydrogen from water to an acceptor called NADP+ (nicotinamide adenine dinucleotide phosphate), which temporarily stores the energized electrons.
517976.
ბიოლოგია | თავი X
წყალი ამ პროცესში იხლიჩება და ამრიგად, სწორედ ფოტოსინთეზის სინათლის რეაქციების დროს გამოიყოფა O2 გვერდითი პროდუქტის სახით.
Water is split in the process, and thus it is the light reactions of photosynthesis that give off O2 as a byproduct.
517977.
ბიოლოგია | თავი X
სინათლის რეაქციების ელექტრონების აქცეპტორი ნადფ ნად-ის მონათესავეა, რომელიც უჯრედული სუნთქვისას როგორც ელექტრონების გადამტანი ფუნქციონირებს; ეს ორი მოლეკულა ერთმანეთისგან ნადფ+-ში არსებული დამატებითი ფოსფატური ჯგუფით განსხვავდება.
The electron acceptor of the light reactions, NADP, is first cousin to NAD, which functions as an electron carrier in cellular respiration; the two molecules differ only by the presence of an extra phosphate group in the NADP+ molecule.
517978.
ბიოლოგია | თავი X
სინათლის რეაქციები მზის ენერგიას ნადფ+-ს ნადფ-H-ად აღსადგენად იყენებს წყალბადის ბირთვთან, ანუ H+-თან ერთად ელექტრონების წყვილის დამატებით.
The light reactions use solar power to reduce NADP to NADPH by adding a pair of electrons along with a hydrogen nucleus, or H+.
517979.
ბიოლოგია | თავი X
სინათლის რეაქციები აგრეთვე ახდენს ატფ-ის გენერირებას, რისთვისაც ქემიოსმოსს იყენებს, რათა ადფ-სთვის ფოსფატური ჯგუფის მიერთება ენერგიით უზრუნველყოს; პროცესი ფოტოფოსფორილირების სახელით არის ცნობილი.
The light reactions also generate ATP, using chemiosmosis to power the addition of a phosphate group to ADP, a process called photophosphorylation.
517980.
ბიოლოგია | თავი X
ამრიგად, სინათლის ენერგია ქიმიურ ენერგიად თავდაპირველად ორი ნაერთის ფორმით – ნადფ-H-ის, რომელიც აგზნებული ელექტრონების წყაროა („აღმდგენი ძალა“) და ატფ-ის ფორმით გარდაიქმნება, რომელიც უჯრედებში ენერგიის მიმოცვლის მოქნილი საშუალებაა.
Thus, light energy is initially converted to chemical energy in the form of two compounds: NADPH, a source of energized electrons ("reducing power"), and ATP, the versatile energy currency of cells.