მოიძებნა 669199 ჩანაწერი
517921.
ბიოლოგია | თავი X
სწორედ ქლოროფილის მიერ შთანთქმული სინათლის ენერგია ასტიმულირებს ორგანული მოლეკულების სინთეზს ქლოროპლასტში.
It is the light energy absorbed by chlorophyll that drives the synthesis of organic molecules in the chloroplast.
517922.
ბიოლოგია | თავი X
ქლოროპლასტები, უმთავრესად მეზოფილურ უჯრედებში – ფოთლის შიდა ქსოვილში გვხვდება.
Chloroplasts are found mainly in the cells of the mesophyll, the tissue in the interior of the leaf.
517923.
ბიოლოგია | თავი X
ნახშირორჟანგის ატომი მიკროსკოპული ფორების საშუალებით, რომელთაც ბაგეები ეწოდება, შედის ფოთოლში, ხოლო იქიდან ჟანგბადი გამოდის.
Carbon dioxide enters the leaf, and oxygen exits, by way of microscopic pores called stomata.
517924.
ბიოლოგია | თავი X
ფესვების მიერ შეწოვილი წყალი ფოთლებს ძარღვების საშუალებით მიეწოდება.
Water absorbed by the roots is delivered to the leaves in veins.
517925.
ბიოლოგია | თავი X
ფოთლები, ძარღვებს ფესვებში და აგრეთვე მცენარეს სხვა არამაფოტოსინთეზირებელ ორგანოებში, შაქრის გასატანად იყენებს.
Leaves also use veins to export sugar to roots and other non-photosynthetic parts of the plant.
517926.
ბიოლოგია | თავი X
ორი მემბრანისგან შემდგარი გარსი სტრომას – ქლოროპლასტის შიგნით არსებულ მკვრივ სითხეს – შემოსაზღვრავს.
An envelope of two membranes encloses the stroma, the dense fluid within the chloroplast.
517927.
ბიოლოგია | თავი X
ურთიერთდაკავშირებული ნატიფი მემბრანული ტომსიკების სისტემა, რომელსაც თილაკოიდებს უწოდებენ, სტრომას სხვა კომპარტმენტებისგან, თილაკოიდების შიდა მხრიდან, ანუ თილაკოიდის ღრუდან გამოყოფს.
An elaborate system of interconnected membranous sacs called thylakoids segregates the stroma from another compartment, the interior of the thylakoids, or thylakoid space.
517928.
ბიოლოგია | თავი X
ზოგიერთ ადგილას, თილაკოიდის ტომსიკები სვეტებს ქმნის, რომელთაც გრანები ეწოდებათ.
In some places, thylakoid sacs are stacked in columns called grana.
517929.
ბიოლოგია | თავი X
ქლოროფილი თილაკოიდის მემბრანებშია მოთავსებული.
Chlorophyll resides in the thylakoid membranes.
517930.
ბიოლოგია | თავი X
ახლა, როდესაც ვიცით მცენარეებში ფოტოსინთეზის საიტების შესახებ, მზად ვართ უფრო ახლოს გავეცნოთ ფოტოსინთეზის პროცესს.
Now that we have looked at the sites of photosynthesis in plants, we are ready to look more closely at the process of photosynthesis.
517931.
ბიოლოგია | თავი X
ატომების გზა ფოტოსინთეზში: სამეცნიერო გამოკვლევა.
Tracking Atoms Through Photosynthesis: Scientific Inquiry.
517932.
ბიოლოგია | თავი X
მეცნიერები საუკუნეების მანძილზე ცდილობდნენ, მთლიანობაში წარმოედგინათ პროცესი, რომლის საშუალებითაც მცენარეები საკვებს ამზადებენ.
Scientists have tried for centuries to piece together the process by which plants make food.
517933.
ბიოლოგია | თავი X
თუმცა ზოგიერთი ეტაპი ჯერ კიდევ არ არის სრულად წარმოდგენილი. მთელი ფოტოსინთეზის ტოლობა ჯერ კიდევ 1800-იანი წლებიდან არის ცნობილი.
Although some of the steps are still not completely understood, the overall photosynthetic equation has been known since the 1800s.
517934.
ბიოლოგია | თავი X
სინათლის თანაობისას, მცენარის მწვანე ნაწილები ნახშირორჟანგიდან და წყლიდან ორგანულ ნივთიერებებსა და ჟანგბადს წარმოქმნის.
In the presence of light, the green parts of plants produce organic compounds and oxygen from carbon dioxide and water.
517935.
ბიოლოგია | თავი X
მოლეკულური ფორმულების გამოყენებით ფოტოსინთეზის პროცესი ამ ქიმიური ტოლობის სახით შეგვიძლია შევაჯამოთ: ნახშირწყალი C6H12O6 არის გლუკოზა.
Using molecular formulas, we can summarize photosynthesis with this chemical equation: The carbohydrate C6H12O6 is glucose.
517936.
ბიოლოგია | თავი X
წყალი ტოლობის ორივე მხარეს გვხვდება, ვინაიდან ფოტოსინთეზის დროს 12 მოლეკულა წყალი გარდაიქმნება, ხოლო 6 მოლეკულა თავიდან წარმოიქმნება.
Water appears on both sides of the equation because 12 molecules are consumed and 6 molecules are newly formed during photosynthesis.
517937.
ბიოლოგია | თავი X
ჩვენ შეგვიძლია ტოლობის გამარტივება, თუ მხოლოდ წყლის შთანთქმას აღვნიშნავთ.
We can simplify the equation by indicating only the net consumption of water.
517938.
ბიოლოგია | თავი X
თუ ტოლობას ამ ფორმით დავწერთ, ვნახავთ, რომ მთელი ქიმიური ცვლილება ფოტოსინთეზის დროს იმის საპირისპიროა, რაც უჯრედული სუნთქვისას ხდება.
Writing the equation in this form, we can see that the overall chemical change during photosynthesis is the reverse of the one that occurs during cellular respiration.
517939.
ბიოლოგია | თავი X
ორივე ამ მეტაბოლურ პროცესს მცენარის უჯრედში აქვს ადგილი.
Both of these metabolic processes occur in plant cells.
517940.
ბიოლოგია | თავი X
თუმცა, როგორც ამას მალე შეიტყობთ, მცენარეები საკვებს მხოლოდ სუნთქვის პროცესის ეტაპების შებრუნებით არ ქმნიან.
However, as you will soon learn, plants do not make food by simply reversing the steps of respiration.