მოიძებნა 669199 ჩანაწერი
517941.
ბიოლოგია | თავი X
ახლა, ფოტოსინთეზის ტოლობა 6-ზე გავყოთ და რაც შეიძლება მარტივი ფორმით წარმოვადგინოთ: ფრჩხილები აქ აღნიშნავს, რომ CH2O ფაქტობრივად შაქარი კი არა, არამედ ნახშირწყლის ზოგადი ფორმულაა.
Now let's divide the photosynthetic equation by 6 to put it in its simplest possible form: Here, the brackets indicate that CH2O is not an actual sugar but represents the general formula for a carbohydrate.
517942.
ბიოლოგია | თავი X
სხვა სიტყვებით, ჩვენ წარმოვადგინეთ შაქრის მოლეკულის სინთეზი თითო ნახშირბადიდან.
In other words, we are imagining the synthesis of a sugar molecule one carbon at a time.
517943.
ბიოლოგია | თავი X
ექვსი განმეორება გლუკოზის მოლეკულას წარმოქმნიდა.
Six repetitions would produce a glucose molecule.
517944.
ბიოლოგია | თავი X
ახლა, ეს გამარტივებული ფორმულა იმის სანახავად გამოვიყენოთ, თუ როგორ გაადევნეს თვალი მკვლევრებმა ქიმიური ელემენტების გზას ფოტოსინთეზის რეაგენტებიდან პროდუქტებამდე.
Let's now use this simplified formula to see how researchers tracked the chemical elements (C, H, and O) from the reactants of photosynthesis to the products.
517945.
ბიოლოგია | თავი X
წყლის გახლეჩა.
The Splitting of Water.
517946.
ბიოლოგია | თავი X
ფოტოსინთეზის მექანიზმის ამოხსნის ერთ-ერთი პირველი გასაღები იმ აღმოჩენიდან იღებს სათავეს, რომლის თანახმადაც, მცენარეების მიერ ბაგეებიდან გამოყოფილი ჟანგბადი წყლიდან და არა ნახშირორჟანგიდან წარმოიქმნებოდა.
One of the first clues to the mechanism of photosynthesis came from the discovery that the oxygen given off by plants through their stomata is derived from water and not from carbon dioxide.
517947.
ბიოლოგია | თავი X
ქლოროპლასტი წყალს წყალბადად და ჟანგბადად ხლეჩს.
The chloroplast splits water into hydrogen and oxygen.
517948.
ბიოლოგია | თავი X
ამ აღმოჩენამდე, გაბატონებული იყო ჰიპოთეზა, რომლის თანახმადაც, ფოტოსინთეზი ხლეჩს ნახშირორჟანგს, ხოლო შემდეგ, ნახშირბადს წყალი ემატება.
Before this discovery, the prevailing hypothesis was that photosynthesis split carbon dioxide and then added water to the carbon.
517949.
ბიოლოგია | თავი X
ამ ჰიპოთეზის მიხედვით, ფოტოსინთეზის დროს გამოყოფილი ჟანგბადი CO2-დან მოდიოდა.
This hypothesis predicted that the O2 released during photosynthesis came from CO2.
517950.
ბიოლოგია | თავი X
ეს მოსაზრება წამოყენებულ იქნა 1930-იან წლებში, სტენფორდის უნივერსიტეტში, კ. ბ. ვან ნილის მიერ.
This idea was challenged in the 1930s by C. B. van Niel of Stanford University.
517951.
ბიოლოგია | თავი X
ვან ნილი ფოტოსინთეზს იკვლევდა ბაქტერიებში, რომლებიც თავიანთ ნახშირწყალს CO2-დან წარმოქმნიან, მაგრამ ჟანგბადს არ გამოყოფენ.
Van Niel was investigating photosynthesis in bacteria that make their carbohydrate from CO2 but do not release O2.
517952.
ბიოლოგია | თავი X
ვან ნილმა დაასკვნა, რომ CO2 ნახშირბადად და ჟანგბადად არ იხლიჩება, ყოველ შემთხვევაში, ამ ბაქტერიებში მაინც.
Van Niel concluded that, at least in these bacteria, CO2 is not split into carbon and oxygen.
517953.
ბიოლოგია | თავი X
ბაქტერიების ერთი ჯგუფი, ფოტოსინთეზისთვის გოგირდის სულფიდს უფრო იყენებს ვიდრე, წყალს და ნარჩენი პროდუქტის სახით გოგირდის ყვითელ გლობულებს წარმოქმნის (ეს გლობულები ჩანს სურათ 10.2-ზე).
One group of bacteria used hydrogen sulfide rather than water for photosynthesis, forming yellow globules of sulfur as a waste product (these globules are visible in Figure 10.2).
517954.
ბიოლოგია | თავი X
აქ მოყვანილია ფოტოსინთეზის ქიმიური ტოლობა გოგირდის ბაქტერიებში.
Here is the chemical equation for photosynthesis in these sulfur bacteria.
517955.
ბიოლოგია | თავი X
შემდეგ მან განაზოგადა ეს მოსაზრება და ივარაუდა, რომ ყველა მაფოტოსინთეზირებელ ორგანიზმს ესაჭიროება წყალბადის წყარო, მაგრამ ეს წყარო შეიძლება იცვლებოდეს: ამრიგად, ვან ნილმა გამოთქვა ჰიპოთეზა, რომლის თანახმადაც მცენარე ხლეჩს წყალს, იყენებს წყალბადის ატომს როგორც ელექტრონების წყაროს და გამოყოფს ჟანგბადს, როგორც გვერდით პროდუქტს.
He then generalized that idea, proposing that all photosynthetic organisms require a hydrogen source but that the source varies: Thus, van Niel hypothesized that plants split water as a source of electrons from hydrogen atoms, releasing oxygen as a byproduct.
517956.
ბიოლოგია | თავი X
ვან ნილის ჰიპოთეზა მეცნიერებმა თითქმის 20 წლის შემდეგ დაადასტურეს; ნიშანდებულ ატომად მათ მძიმე იზოტოპი, ჟანგბადი-18 (18O) გამოიყენეს, რათა თვალი მიედევნებინათ ჟანგბადის ატომის გზისთვის ფოტოსინთეზის პროცესში.
Nearly 20 years later, scientists confirmed van Niel's hypothesis by using oxygen-18 (180), a heavy isotope, as a radioactive tracer to follow the fate of oxygen atoms during photosynthesis.
517957.
ბიოლოგია | თავი X
ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ მცენარეებიდან გამოყოფილი O2 18O-ით მხოლოდ მაშინ მოინიშნებოდა, თუ ნიშანდებული ატომის წყარო წყალი იყო, ხოლო თუ 18O მცენარეში CO2-ის ფორმით იყო შეტანილი, ნიშანდებული ატომი გამოყოფილ O2-ში არ აღმოჩნდებოდა.
The experiments showed that the O2 from plants was labeled with 180 only if water was the source of the tracer. If the 180 was introduced to the plant in the form of CO2, the label did not turn up in the released O2.
517958.
ბიოლოგია | თავი X
შეჯამებული სახით ეს შემდეგნაირად გამოიხატება; წითლად ჟანგბადის ნიშანდებული ატომებია აღნიშნული: ფოტოსინთეზის პროცესში ატომების გადაადგილების მნიშვნელოვანი შედეგია წყალბადის წყლიდან ექსტრაქცია და მისი შაქარში ჩართვა.
In the following summary, red denotes labeled atoms of oxygen: A significant result of the shuffling of atoms during photosynthesis is the extraction of hydrogen from water and its incorporation into sugar.
517959.
ბიოლოგია | თავი X
ფოტოსინთეზის ნარჩენი პროდუქტი – O2, ატმოსფეროში გამოიყოფა.
The waste product of photosynthesis, O2, is released to the atmosphere.
517960.
ბიოლოგია | თავი X
სურათ 10.4-ზე ნაჩვენებია ფოტოსინთეზის ყველა ატომის გზა.
Figure 10.4 shows the fates of all atoms in photosynthesis.