მოიძებნა 669199 ჩანაწერი
517981.
ბიოლოგია | თავი X
შევნიშნავთ, რომ სინათლის რეაქციების დროს შაქარი არ წარმოიქმნება; ეს ფოტოსინთეზის მეორე ეტაპზე, კალვინის ციკლში ხდება.
Notice that the light reactions produce no sugar; that happens in the second stage of photosynthesis, the Calvin cycle.
517982.
ბიოლოგია | თავი X
კალვინის ციკლმა სახელწოდება მელვინ კალვინისგან მიიღო, რომელიც 1940-იანი წლების ბოლოს თავის კოლეგებთან ერთად მისი ეტაპების ახსნას შეუდგა.
The Calvin cycle is named for Melvin Calvin, who, along with his colleagues, began to elucidate its steps in the late 1940s.
517983.
ბიოლოგია | თავი X
ციკლი, ქლოროპლასტში უკვე არსებულ ორგანულ მოლეკულაში CO2-ის ჰაერიდან ინკორპორირებით იწყება.
The cycle begins by incorporating CO2 from the air into organic molecules already present in the chloroplast.
517984.
ბიოლოგია | თავი X
ნახშირბადის ეს საწყისი ჩართვა ორგანულ ნაერთში ცნობილია როგორც ნახშირბადის ფიქსაცია.
This initial incorporation of carbon into organic compounds is known as carbon fixation.
517985.
ბიოლოგია | თავი X
შემდეგ, კალვინის ციკლი ფიქსირებულ ნახშირბადს, ელექტრონების მიმატებით, ნახშირწყლამდე აღადგენს.
The Calvin cycle then reduces the fixed carbon to carbohydrate by the addition of electrons.
517986.
ბიოლოგია | თავი X
აღმდგენ ენერგიას ნადფ-H აწვდის, რომელიც აგზნებულ ელექტრონებს სინათლის რეაქციებისას იძენს.
The reducing power is provided by NADPH, which acquired energized electrons in the light reactions.
517987.
ბიოლოგია | თავი X
CO2-ის ნახშირწყლად გარდასაქმნელად კალვინის ციკლს ქიმიური ენერგიაც ესაჭიროება ატფ-ის ფორმით, რომელიც ასევე სინათლის რეაქციებით გენერირდება.
To convert CO2 to carbohydrate, the Calvin cycle also requires chemical energy in the form of ATP, which is also generated by the light reactions.
517988.
ბიოლოგია | თავი X
ამრიგად, ეს არის კალვინის ციკლი, რომელიც შაქარს წარმოქმნის, მაგრამ ამის განხორციელება მხოლოდ ნადფ-H-ის და ატფ-ის დახმარებით არის შესაძლებელი, რომლებიც სინათლის რეაქციების დროს წარმოიქმნება.
Thus, it is the Calvin cycle that makes sugar, but it can do so only with the help of the NADPH and ATP produced by the light reactions.
517989.
ბიოლოგია | თავი X
კალვინის ციკლის მეტაბოლურ ეტაპებს ხანდახან სიბნელის, ანუ სინათლისგან დამოუკიდებელ რეაქციებს მიაკუთვნებენ, ვინაიდან არც ერთ ეტაპზე ისინი უშუალოდ სინათლეს არ საჭიროებენ.
The metabolic steps of the Calvin cycle are sometimes referred to as the dark reactions, or light-independent reactions, because none of the steps requires light directly.
517990.
ბიოლოგია | თავი X
მიუხედავად ამისა, მცენარეთა უმრავლესობაში კალვინის ციკლი დღის სინათლეზე მიმდინარეობს, მხოლოდ მაშინ შეუძლიათ სინათლის რეაქციებს კალვინის ციკლისთვის ნადფ-H-ის და ატფ-ის მიწოდება.
Nevertheless, the Calvin cycle in most plants occurs during daylight, for only then can the light reactions provide the NADPH and ATP that the Calvin cycle requires.
517991.
ბიოლოგია | თავი X
არსებითად, ქლოროპლასტი, ფოტოსინთეზის ორი ეტაპის კოორდინირების საშუალებით, სინათლის ენერგიას შაქრის წარმოსაქმნელად იყენებს.
In essence, the chloroplast uses light energy to make sugar by coordinating the two stages of photosynthesis.
517992.
ბიოლოგია | თავი X
როგორც სურათი 10.5-ზეა ნაჩვენები, ქლოროპლასტის თილაკოიდები სინათლის რეაქციების საიტებია, მაშინ, როცა კალვინის ციკლი სტრომაში მიმდინარეობს.
As Figure 10.5 indicates, the thylakoids of the chloroplast are the sites of the light reactions, while the Calvin cycle occurs in the stroma.
517993.
ბიოლოგია | თავი X
თილაკოიდებში ნადფ-ის და ადფ-ის მოლეკულები შესაბამისად ელექტრონებსა და ფოსფატის ჯგუფს იერთებენ და შემდეგ სტრომაში გამოყოფენ, სადაც ისინი თავიანთ მაღალ-ენერგეტიკულ ტვირთს კალვინის ციკლს გადასცემენ.
In the thylakoids, molecules of NADP+ and ADP pick up electrons and phosphate, respectively, and then are released to the stroma, where they transfer their high-energy cargo to the Calvin cycle.
517994.
ბიოლოგია | თავი X
ფოტოსინთეზის ეს ორი ეტაპი, ამ სურათზე განხილულია როგორც მეტაბოლიზმის ორი მოდელი, რომლის დროსაც ადგილი აქვს ინგრედიენტების შეთვისებას და პროდუქტების გამოყოფას.
The two stages of photosynthesis are treated in this figure as metabolic modules that take in ingredients and crank out products.
517995.
ბიოლოგია | თავი X
მომდევნო ნაბიჯი ფოტოსინთეზის შესწავლის მიმართულებით იქნება ამ ორ ეტაპის მოქმედების უფრო ახლოს გაცნობა, რასაც სინათლის რეაქციებით დავიწყებთ.
Our next step toward understanding photosynthesis is to look more closely at how the two stages work, beginning with the light reactions.
517996.
ბიოლოგია | თავი X
სინათლის რეაქციები მზის ენერგიას ატფ-ის და ნადფ-H-ის ქიმიურ ენერგიებად გარდაქმნის.
The light reactions convert solar energy to the chemical energy of ATP and NADPH.
517997.
ბიოლოგია | თავი X
ქლოროპლასტები ქიმიური ფაქტორებია, რომლებიც მზის ენერგიით მარაგდება.
Chloroplasts are chemical factories powered by the sun.
517998.
ბიოლოგია | თავი X
მათი თილაკოიდები სინათლის ენერგიას ატფ-ის და ნადფ-H-ის ქიმიურ ენერგიებად გარდაქმნის.
Their thylakoids transform light energy into the chemical energy of ATP and NADPH.
517999.
ბიოლოგია | თავი X
ამ გარდაქმნის უკეთ გასაგებად, სინათლის მნიშვნელოვანი თვისებების შესახებ უფრო მეტი უნდა ვიცოდეთ.
To understand this conversion better, we need to know about some important properties of light.
518000.
ბიოლოგია | თავი X
მზის სინათლის ბუნება.
The Nature of Sunlight.