მოიძებნა 669199 ჩანაწერი
518041.
ბიოლოგია | თავი X
ფერი, რომელიც შთანთქმული ტალღის სიგრძეს შეესაბამება გატარებული და არეკლილი სინათლის სპექტრიდან ქრება.
The colors corresponding to the absorbed wavelengths disappear from the spectrum of the transmitted and reflected light, but energy cannot disappear.
518042.
ბიოლოგია | თავი X
როდესაც მოლეკულა სინათლის ფოტონს შთანთქავს, ერთ-ერთი მოლეკულის ელექტრონები გადაინაცვლებს ორბიტაზე, სადაც მათ მეტი პოტენციური ენერგია აქვთ.
When a molecule absorbs a photon of light, one of the molecule's electrons is elevated to an orbital where it has more potential energy.
518043.
ბიოლოგია | თავი X
როდესაც ელექტრონი თავის ნორმალურ ორბიტაზეა, ამბობენ, რომ პიგმენტის მოლეკულა საწყის მდგომარეობაში იმყოფება.
When the electron is in its normal orbital, the pigment molecule is said to be in its ground state.
518044.
ბიოლოგია | თავი X
ფოტონის შთანთქმა ხელს უწყობს ელექტრონს, რომ უფრო მაღალი ენერგიის ორბიტაზე გადავიდეს, ამ დროს კი, პიგმენტის მოლეკულა აგზნებულ მდგომარეობაში იმყოფება.
Absorption of a photon boosts an electron to an orbital of higher energy, and the pigment molecule is then said to be in an excited state.
518045.
ბიოლოგია | თავი X
მხოლოდ ის ფოტონები შთაინთქმება, რომელთა ენერგია ზუსტად უტოლდება ძირითად და აგზნებულ მდგომარეობებს შორის ენერგიათა სხვაობას, ხოლო ენერგიათა სხვაობა ერთი სახის ატომიდან თუ მოლეკულიდან, მეორემდე იცვლება.
The only photons absorbed are those whose energy is exactly equal to the energy difference between the ground state and an excited state, and this energy difference varies from one kind of atom or molecule to another.
518046.
ბიოლოგია | თავი X
ამრიგად, ერთი კონკრეტული ნივთიერება სპეციფიკური ტალღის სიგრძის შესაბამის ფოტონებს შთანთქავს, რის გამოც, თითოეულ პიგმენტს შთანთქმის უნიკალური სპექტრი გააჩნია.
Thus, a particular compound absorbs only photons corresponding to specific wavelengths, which is why each pigment has a unique absorption spectrum.
518047.
ბიოლოგია | თავი X
ამასთანავე, ფოტონის აბსორბციის შედეგად ელექტრონი ძირითადი მდგომარეობიდან აგზნებულ მდგომარეობაში გადადის; ელექტრონს იქ დიდხანს დარჩენა არ შეუძლია.
Once absorption of a photon raises an electron from the ground state to an excited state, the electron cannot remain there long.
518048.
ბიოლოგია | თავი X
აგზნებული მდგომარეობა, ყველა მაღალ-ენერგეტიკული მდგომარეობის მსგავსად, არასტაბილურია.
The excited state, like all high-energy states, is unstable.
518049.
ბიოლოგია | თავი X
ჩვეულებრივ, როდესაც იზოლირებული პიგმენტის მოლეკულები შთანთქავს სინათლეს, მათი აგზნებული ელექტრონები წამის ერთ მემილიარდედში კვლავ ძირითადი მდგომარეობის ორბიტას უბრუნდება, ხოლო თავიანთ ჭარბ ენერგიას სითბოს სახით გამოყოფს.
Generally, when isolated pigment molecules absorb light, their excited electrons drop back down to the ground-state orbital in a billionth of a second, releasing their excess energy as heat.
518050.
ბიოლოგია | თავი X
სწორედ სინათლის ენერგიის სითბოდ გარდაქმნის გამოა ავტომობილის კაპოტი ასეთი ცხელი მზიან დღეს.
This conversion of light energy to heat is what makes the top of an automobile so hot on a sunny day.
518051.
ბიოლოგია | თავი X
თეთრი მანქანები ყველაზე გრილია, ვინაიდან მათი საღებავი ხილული სინათლის ყველა ტალღის სიგრძეს ირეკლავს, თუმცა შთანთქავს ულტრაიისფერ და სხვა უხილავ გამოსხივებას.
White cars are coolest because their paint reflects all wavelengths of visible light, although it may absorb ultraviolet and other invisible radiation.
518052.
ბიოლოგია | თავი X
იზოლაციაში, ზოგიერთი პიგმენტი, მათ შორის ქლოროფილი, ფოტონების შთანთქმის შემდეგ სითბოსთან ერთად სინათლეს ასხივებს.
In isolation, some pigments, including chlorophyll, emit light as well as heat after absorbing photons.
518053.
ბიოლოგია | თავი X
როგორც კი აგზნებული ელექტრონები ძირითად მდგომარეობას უბრუნდება, ფოტონები გამოიყოფა.
As excited electrons fall back to the ground state, photons are given off.
518054.
ბიოლოგია | თავი X
სინათლის ამ ინერციას ფლუორესცენცია ეწოდება.
This afterglow is called fluorescence.
518055.
ბიოლოგია | თავი X
თუ ქლოროპლასტებიდან გამოყოფილ ქლოროფილის ხსნარს დავასხივებთ, იგი სპექტრის ნარინჯისფერ-წითელ ნაწილში ფლუორესცენცირებს და ამასთანავე სითბოს გამოყოფს.
If a solution of chlorophyll isolated from chloroplasts is illuminated, it will fluoresce in the red-orange part of the spectrum and also give off heat.
518056.
ბიოლოგია | თავი X
ფოტოსისტემა: სინათლის-შემკრებ კომპლექსებთან ასოცირებული სარეაქციო ცენტრი.
A Photosystem: A Reaction Center Associated with Light-Harvesting Complexes.
518057.
ბიოლოგია | თავი X
სინათლის შთანთქმის შედეგად აგზნებული ქლოროფილის მოლეკულები ინტაქტურ ქლოროპლასტებში, იზოლირებულთან შედარებით, ძალზე განსხვავებულ შედეგს იძლევა.
Chlorophyll molecules excited by the absorption of light energy produce very different results in an intact chloroplast than they do in isolation.
518058.
ბიოლოგია | თავი X
თავიანთ ბუნებრივ გარემოში, თილაკოიდის მემბრანაში, ქლოროფილის მოლეკულები სხვა მცირე ორგანულ მოლეკულებთან და ცილებთან ერთად ფოტოსისტემაშია ორგანიზებული.
In their native environment of the thylakoid membrane, chlorophyll molecules are organized along with other small organic molecules and proteins into photosystems.
518059.
ბიოლოგია | თავი X
ფოტოსისტემა სარეაქციო ცენტრისგან შედგება, რომელიც სინათლის შემკრები კომპლექსებით არის გარემოცული.
A photosystem is composed of a reaction center surrounded by a number of light-harvesting complexes.
518060.
ბიოლოგია | თავი X
თითოეული სინათლის შემკრები კომპლექსი პიგმენტის მოლეკულებისაგან შედგება (შეიძლება შეიცავდეს ქლოროფილ ა-ს, ქლოროფილი ბ-ს და კაროტინოიდებს), რომლებიც კონკრეტულ ცილასთან არის დაკავშირებული.
Each light-harvesting complex consists of pigment molecules (which may include chlorophyll a, chlorophyll b, and carotenoids) bound to particular proteins.