მოიძებნა 669199 ჩანაწერი
518061.
ბიოლოგია | თავი X
პიგმენტის მოლეკულების რაოდენობა და მრავალფეროვნება საშუალებას აძლევს ფოტოსისტემას, სინათლე უფრო დიდი ზედაპირიდან შეკრიბოს და უფრო ფართო სპექტრი მოიცვას, ვიდრე ეს ნებისმიერ ცალკე აღებულ პიგმენტის მოლეკულას შეუძლია.
The number and variety of pigment molecules enable a photosystem to harvest light over a larger surface and a larger portion of the spectrum than any single pigment molecule alone could.
518062.
ბიოლოგია | თავი X
სინათლის შემკრები ეს კომპლექსები სარეაქციო ცენტრისთვის ანტენის მსგავსად მოქმედებს.
Together, these light-harvesting complexes act as an antenna for the reaction center.
518063.
ბიოლოგია | თავი X
სარეაქციო ცენტრი არის ცილოვანი კომპლექსი, რომელიც შეიცავს ქლოროფილ ა-ს ორ სპეციალურ მოლეკულას და მოლეკულას, რომელსაც პირველადი ელექტრონის აქცეპტორი ეწოდება.
The reaction center is a protein complex that includes two special chlorophyll a molecules and a molecule called the primary electron acceptor.
518064.
ბიოლოგია | თავი X
ქლოროფილ ა-ს ეს მოლეკულები განსაკუთრებულია, რადგან მათი მოლეკულური გარემო – მდებარეობა და სხვა მოლეკულები, რომლებთანაც არის ასოცირებული – საშუალებას აძლევს მათ, გამოიყენოს სინათლის ენერგია, ხელი შეუწყოს ერთ-ერთი ელექტრონის გადასვლას უფრო მაღალ ენერგეტიკულ დონეზე.
These chlorophyll a molecules are special because their molecular environment-their location and the other molecules with which they are associated-enables them to use the energy from light to boost one of their electrons to a higher energy level.
518065.
ბიოლოგია | თავი X
ქლოროფილ ა-ს სპეციალური მოლეკულიდან ელექტრონის გადასვლა პირველადი ელექტრონის აქცეპტორზე, რაც მზის ენერგიით არის განპირობებული, სინათლის რეაქციების პირველი ეტაპია.
The solar-powered transfer of an electron from a special chlorophyll a molecule to the primary electron acceptor is the first step of the light reactions.
518066.
ბიოლოგია | თავი X
როგორც კი ქლოროფილის ელექტრონი აიგზნება და უფრო მაღალ ენერგეტიკულ დონეზე გადადის, ელექტრონის პირველადი აქცეპტორი დაიჭერს მას; ეს ჟანგვა-აღდგენითი რეაქციაა.
As soon as the chlorophyll electron is excited to a higher energy level, the primary electron acceptor captures it; this is a redox reaction.
518067.
ბიოლოგია | თავი X
გამოყოფილი ქლოროფილი ფლუორესცენცირებს, ვინაიდან მასში ელექტრონის აქცეპტორი არ არის, ამგვარად, ფოტოაგზნებული ქლოროფილი ძირითად მდგომარეობას უბრუნდება.
Isolated chlorophyll fluoresces because there is no electron acceptor, so electrons of photoexcited chlorophyll drop right back to the ground state.
518068.
ბიოლოგია | თავი X
ქლოროპლასტში მაღალ-ენერგეტიკული ელექტრონის უკან, ძირითად მდგომარეობაში, ვარდნა თავიდან არის აცილებული.
In a chloroplast, this immediate plunge of high-energy electrons back to the ground state is prevented.
518069.
ბიოლოგია | თავი X
ამრიგად, თითოეული ფოტოსისტემა – სინათლის შემკრები კომპლექსებით გარემოცული სარეაქციო ცენტრი – ქლოროპლასტში როგორც ერთეული ფუნქციონირებს.
Thus, each photosystem - a reaction center surrounded by light-harvesting complexes - functions in the chloroplast as a unit.
518070.
ბიოლოგია | თავი X
ის სინათლის ენერგიას ქიმიურ ენერგიად გარდაქმნის, რომელიც საბოლოოდ შაქრის სინთეზისთვის გამოიყენება.
It converts light energy to chemical energy, which will ultimately be used for the synthesis of sugar.
518071.
ბიოლოგია | თავი X
თილაკოიდის მემბრანაზე ორი ტიპის ფოტოსისტემაა ლოკალიზებული, რომლებიც ფოტოსინთეზის სინათლის რეაქციებში კოოპერირებენ.
The thylakoid membrane is populated by two types of photosystems that cooperate in the light reactions of photosynthesis.
518072.
ბიოლოგია | თავი X
მათ ფოტოსისტემა II (PS II) და ფოტოსისტემა I (PS I) უწოდებენ (სახელწოდება მათ აღმოჩენის რიგითობის მიხედვით მიიღეს, მაგრამ ამ ორიდან, პირველი ფოტოსისტემა II მოქმედებს).
They are called photosystem II (PS II) and photosystem I (PS I). (They were named in order of their discovery, but the two function sequentially, with photosystem II functioning first).
518073.
ბიოლოგია | თავი X
თითოეულ მათგანს დამახასიათებელი სარეაქციო ცენტრი აქვს – განსაკუთრებული სახის პირველადი ელექტრონის აქცეპტორი, ქლოროფილ ა-ს სპეციალური წყვილი მოლეკულების გვერდით, რომლებიც სპეციფიკურ ცილებთან არის ასოცირებული.
Each has a characteristic reaction center-a particular kind of primary electron acceptor next to a pair of special chlorophyll a molecules associated with specific proteins.
518074.
ბიოლოგია | თავი X
ფოტოსისტემა II-ის ქლოროფილ ა-ს სარეაქციო ცენტრი, ცნობილია როგორც P680, ვინაიდან ეს პიგმენტი ყველაზე უკეთ შთანთქავს სინათლეს, რომლის ტალღის სიგრძე 680 ნმ-ია (სპექტრის წითელ ნაწილში).
The reaction-center chlorophyll a of photosystem II is known as P680 because this pigment is best at absorbing light having a wavelength of 680 nm (in the red part of the spectrum).
518075.
ბიოლოგია | თავი X
ქლოროფილ ა-ს, ფოტოსისტემა I-ის სარეაქციო ცენტრში, P700- ს უწოდებენ, ვინაიდან იგი ყველაზე ეფექტურად შთანთქავს სინათლეს, რომლის ტალღის სიგრძე 700 ნმ-ია (სპექტრის შორეულ წითელ ნაწილში).
The chlorophyll a at the reaction center of photosystem I is called P700 because it most effectively absorbs light of wavelength 700 nm (in the far red part of the spectrum).
518076.
ბიოლოგია | თავი X
თუმცა მათი ასოცირება სხვადასხვა ცილასთან თილაკოიდის მემბრანაში გავლენას ახდენს ელექტრონების განაწილებაზე და სინათლის შთანთქმის თვისებებში მცირე განსხვავებას განაპირობებს.
However, their association with different proteins in the thylakoid membrane affects the electron distribution in the chlorophyll molecules and accounts for the slight differences in light-absorbing properties.
518077.
ბიოლოგია | თავი X
ახლა ვნახოთ, თუ როგორ მუშაობს ეს ორი ფოტოსისტემა ერთად სინათლის ენერგიის გამოყენებით ატფ-ის და ნადფ-H-ის, სინათლის რეაქციების ორი ძირითადი პროდუქტის გენერირებისთვის.
Now let's see how the two photosystems work together in using light energy to generate ATP and NADPH, the two main products of the light reactions.
518078.
ბიოლოგია | თავი X
ელექტრონების არაციკლური ნაკადი.
Noncyclic Electron Flow.
518079.
ბიოლოგია | თავი X
სინათლე, ნადფ-H-ისა და ატფ-ის სინთეზს, თილაკოიდის მემბრანაში ჩართული ორი ფოტოსისტემისთვის ენერგიის მინიჭებით ასტიმულირებს.
Light drives the synthesis of NADPH and ATP by energizing the two photosystems embedded in the thylakoid membranes of chloroplasts.
518080.
ბიოლოგია | თავი X
ენერგიის აღნიშნული ტრანსფორმაციის გასაღებს ელექტრონების ნაკადი წარმოადგენს, თილაკოიდის მემბრანაში ჩაშენებული ფოტოსისტემებისა და სხვა მოლეკულური კომპონენტების გავლით.
The key to this energy transformation is a flow of electrons through the photosystems and other molecular components built into the thylakoid membrane.