მოიძებნა 669199 ჩანაწერი
518021.
ბიოლოგია | თავი X
სურათი 10.9ა-ზე ნაჩვენებია შთანთქმის სპექტრი ქლოროპლასტის სამი ტიპის პიგმენტისთვის.
Figure 10.9a shows the absorption spectra of three types of pigments in chloroplasts.
518022.
ბიოლოგია | თავი X
თუ ქლოროფილ ა-ს შთანთქმის სპექტრს ვნახავთ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ფოტოსინთეზის პროცესში იისფერ-ლურჯი და წითელი სინათლე საუკეთესოდ მუშაობს, რადგან იგი შთაინთქმება მაშინ, როცა მწვანე, ყველაზე ნაკლებ ეფექტური ფერია.
If we look first at the absorption spectrum of chlorophyll a, it suggests that violet-blue and red light work best for photosynthesis, since they are absorbed, while green is the least effective color.
518023.
ბიოლოგია | თავი X
ეს ფოტოსინთეზის მოქმედების სპექტრით დასტურდება, რომელიც პროცესის აღსაძრავად საჭირო სხვადასხვა ტალღის სიგრძის გამოსხივების შედარებითი ეფექტურობის პროფილს იძლევა.
This is confirmed by an action spectrum for photosynthesis, which profiles the relative effectiveness of different wavelengths of radiation in driving the process.
518024.
ბიოლოგია | თავი X
მოქმედების სპექტრის მომზადება ქლოროპლასტის სხვადასხვა ფერის სინათლის დასხივებით ხდება; შემდეგ ადგენენ დიაგრამას, რომელზეც ასახულია ტალღის სიგრძის დამოკიდებულება ფოტოსინთეზის სიჩქარის ზოგიერთ მაჩვენებელზე, მაგალითად, CO2-ის შთანთქმაზე და O2-ის გამოყოფაზე.
An action spectrum is prepared by illuminating chloroplasts with light of different colors and then plotting wavelength against some measure of photosynthetic rate, such as CO2 consumption or O2 release.
518025.
ბიოლოგია | თავი X
მოქმედების სპექტრი ფოტოსინთეზისთვის პირველად 1883 წელს იქნა ნაჩვენები გერმანელი ბოტანიკოსის, თეოდორ ვ. ენგელმანის მიერ ჩატარებული ექსპერიმენტით, რომელმაც ძაფისებრ წყალმცენარეებში ფოტოსინთეზის სიჩქარის გასაზომად ბაქტერიები გამოიყენა.
The action spectrum for photosynthesis was first demonstrated in 1883 in an elegant experiment performed by German botanist Theodor W. Engelmann, who used bacteria to measure rates of photosynthesis in filamentous algae.
518026.
ბიოლოგია | თავი X
შევნიშნავთ, რომ სურათი 10.9 ა-ს და 10.9 ბ-ს შედარებისას, ფოტოსინთეზის მოქმედების სპექტრი ქლოროფილ ა-ს შთანთქმის სპექტრს ზუსტად არ მიესადაგება.
Notice by comparing Figures 10.9a and 10.9b that the action spectrum for photosynthesis does not exactly match the absorption spectrum of chlorophyll a.
518027.
ბიოლოგია | თავი X
მხოლოდ ქლოროფილ ა-ს შთანთქმის სპექტრი არ არის საკმარისი ცალკეული ტალღის სიგრძის ეფექტურობის შესაფასებლად რათა ფოტოსინთეზი აღიძრას.
The absorption spectrum of chlorophyll a alone underestimates the effectiveness of certain wavelengths in driving photosynthesis.
518028.
ბიოლოგია | თავი X
ეს ნაწილობრივ იმიტომ ხდება, რომ დამატებითი პიგმენტები, რომელთაც განსხვავებული შთანთქმის სპექტრი აქვთ, ფოტოსინთეზის თვალსაზრისით, აგრეთვე მნიშვნელოვანია ქლოროპლასტებისთვის და აფართოებს ფერთა სპექტრს, რომელიც ფოტოსინთეზის პროცესში შეიძლება იქნას გამოყენებული.
This is partly because accessory pigments with different absorption spectra are also photosynthetically important in chloroplasts and broaden the spectrum of colors that can be used for photosynthesis.
518029.
ბიოლოგია | თავი X
ერთ-ერთი ასეთი დამატებითი პიგმენტია ქლოროფილის მეორე ფორმა, ქლოროფილი ბ.
One of these accessory pigments is another form of chlorophyll, chlorophyll b.
518030.
ბიოლოგია | თავი X
ქლოროფილი ბ თითქმის ქლოროფილ ა-ს იდენტურია, მაგრამ უმნიშვნელო სტრუქტურული განსხვავება მათ შორის საკმარისია იმისთვის, რომ ამ ორ პიგმენტს ოდნავ განსხვავებული შთანთქმის სპექტრი მიანიჭოს.
Chlorophyll b is almost identical to chlorophyll a, but a slight structural difference between them is enough to give the two pigments slightly different absorption spectra.
518031.
ბიოლოგია | თავი X
შედეგად, მათ განსხვავებული შეფერილობა აქვთ – ქლოროფილი ა არის მოლურჯო-მწვანე, ხოლო ქლოროფილი ბ მოყვითალო-მწვანე.
As a result, they have different colors-chlorophyll a is blue-green, whereas chlorophyll b is yellow-green.
518032.
ბიოლოგია | თავი X
სხვა დამატებით პიგმენტებს მიეკუთვნება კაროტინოიდები, ნახშირწყალბადები, რომელთაც ყვითლისა და ნარინჯისფრის სხვადასხვა ელფერი აქვთ, რადგან იისფერსა და ლურჯ-მწვანე სინათლეს შთანთქავენ.
Other accessory pigments include carotenoids, hydrocarbons that are various shades of yellow and orange because they absorb violet and blue-green light.
518033.
ბიოლოგია | თავი X
კაროტინოიდებს შეუძლია ფერთა იმ სპექტრის გაფართოება, რომელსაც ფოტოსინთეზის აღძვრა შეუძლია.
Carotenoids may broaden the spectrum of colors that can drive photosynthesis.
518034.
ბიოლოგია | თავი X
თუმცა, კაროტინოიდების უფრო მნიშვნელოვანი ფუნქცია, ყოველ შემთხვევაში, ზოგიერთი მათგანის მაინც, როგორც ჩანს, ფოტოდაცვაა.
However, a more important function of at least some carotenoids seems to be photoprotection.
518035.
ბიოლოგია | თავი X
ეს ნივთიერებები შთანთქავენ და განაბნევენ ჭარბ სინათლეს, რომელიც სხვა შემთხვევაში ქლოროფილს დააზიანებდა ან ურთიერთქმედებაში შევიდოდა ჟანგბადთან და უჯრედისთვის სახიფათო რეაქციისუნარიან დამჟანგველ მოლეკულებს წარმოქმნიდა.
These compounds absorb and dissipate excessive light energy that would otherwise damage chlorophyll or interact with oxygen, forming reactive oxidative molecules that are dangerous to the cell.
518036.
ბიოლოგია | თავი X
საინტერესოა, რომ კაროტინოიდებს, ისევე როგორც ფოტოსინთეზში, ადამიანის თვალშიც, ფოტოდამცავი ფუნქცია აქვს.
Interestingly, carotenoids similar to the photoprotective ones in chloroplasts have a photoprotective role in the human eye.
518037.
ბიოლოგია | თავი X
ეს და სხვა მონათესავე მოლეკულები განიხილება როგორც ჯანსაღი საკვები პროდუქტები, როგორც „ფიტონაერთები“ (ბერძნულად phyton მცენარეს ნიშნავს), რომელთაც ანტიოქსიდანტური თვისებები აქვთ.
These and other related molecules are highlighted in health food products as "phytochemicals" (from the Greek phyton, plant) that have antioxidant powers.
518038.
ბიოლოგია | თავი X
მცენარეებს ყველა ანტიოქსიდანტის სინთეზის უნარი აქვთ, რომელიც მათ ესაჭიროებათ, მაშინ, როცა ადამიანმა და სხვა ცხოველებმა ზოგიერთი მათგანი საკვებიდან უნდა მიიღოს.
Plants can synthesize all the antioxidants they require, whereas humans and other animals must obtain some of them from their diets.
518039.
ბიოლოგია | თავი X
ქლოროპლასტის აგზნება სინათლის საშუალებით.
Excitation of Chlorophyll by Light.
518040.
ბიოლოგია | თავი X
ზუსტად რა ხდება, როდესაც ქლოროფილი და სხვა პიგმენტები სინათლეს შთანთქავს?
What exactly happens when chlorophyll and other pigments absorb light?