მოიძებნა 669199 ჩანაწერი
518081.
ბიოლოგია | თავი X
ფოტოსინთეზის სინათლის რეაქციების დროს ელექტრონების მოძრაობის ორი შესაძლო გზა არსებობს: ციკლური და არაციკლური.
During the light reactions of photosynthesis, there are two possible routes for electron flow: cyclic and noncyclic.
518082.
ბიოლოგია | თავი X
ელექტრონების არაციკლური ნაკადი, უფრო გავრცელებული გზა, სურათ 10. 13-ზეა ნაჩვენები.
Noncyclic electron flow, the predominant route, is shown in Figure 10.13.
518083.
ბიოლოგია | თავი X
ციფრები ტექსტის გადმოცემისას ნახაზზე აღნიშნულ დანომრილ საფეხურებს შეესაბამება.
The numbers in the text description correspond to the numbered steps in the figure.
518084.
ბიოლოგია | თავი X
მას P680-ის ერთ-ერთი ელექტრონი უფრო მაღალ ენერგეტიკულ მდგომარეობაში გადაჰყავს.
It excites one of the P680 electrons to a higher energy state.
518085.
ბიოლოგია | თავი X
ამ ელექტრონის დაჭერა ელექტრონის პირველადი აქცეპტორის მიერ ხდება.
This electron is captured by the primary electron acceptor.
518086.
ბიოლოგია | თავი X
ფერმენტი წყლის მოლეკულას ორ ელექტრონად, წყალბადის ორ იონად და ჟანგბადის ატომად ხლეჩს.
An enzyme splits a water molecule into two electrons, two hydrogen ions, and an oxygen atom.
518087.
ბიოლოგია | თავი X
ეს ელექტრონები, სათითაოდ P680-ის მოლეკულას მიეწოდება და თითოეული მათგანი პირველად ელექტრონულ აქცეპტორში ელექტრონის დანაკარგს ჩაანაცვლებს.
The electrons are supplied one by one to the P680 molecules, each replacing an electron lost to the primary electron acceptor.
518088.
ბიოლოგია | თავი X
თითოეული ფოტოაგზნებული ელექტრონი, PS II-ის ელექტრონის პირველადი აქცეპტორიდან PS I-ზე ელექტრონების სატრანსპორტო ჯაჭვის საშუალებით გადადის (ელექტრონების სატრანსპორტო ჯაჭვის მსგავსად, რომელიც უჯრედული სუნთქვისას ფუნქციონირებს).
Each photoexcited electron passes from the primary electron acceptor of PS II to PS I via an electron transport chain (similar to the electron transport chain that functions in cellular respiration).
518089.
ბიოლოგია | თავი X
ელექტრონების სატრანსპორტო ჯაჭვი შედგება PS II-სა და PS I-ს შორის ელექტრონების გადამტანი პლასტოქინონისგან (Pq), ციტოქრომის კომპლექსისა და ცილისგან, სახელწოდებით პლასტოციანინი.
The electron transport chain between PS II and PS I is made up of the electron carrier plastoquinone (Pq), a cytochrome complex, and a protein called plastocyanin.
518090.
ბიოლოგია | თავი X
ელექტრონების ეგზოთერმული „ვარდნა“ უფრო დაბალ ენერგეტიკულ დონეზე უზრუნველყოფს ენერგიას ატფ-ის სინთეზისთვის.
The exergonic "fall" of electrons to a lower energy level provides energy for the synthesis of ATP.
518091.
ბიოლოგია | თავი X
ამ დროს სინათლის ენერგია, სინათლის შემკრები კომპლექსის საშუალებით PS I-ის სარეაქციო ცენტრს გადაეცემა და ქლოროფილ ა-ს ორი მოლეკულიდან ერთ-ერთ P700 ელექტრონს ააგზნებს, რომელიც იქ არის ლოკალიზებული.
Meanwhile, light energy was transferred via a light-harvesting complex to the PS I reaction center, exciting an electron of one of the two P700 chlorophyll a molecules located there.
518092.
ბიოლოგია | თავი X
ფოტოაგზნებულ ელექტრონს შემდეგ PS I-ის ელექტრონის პირველადი აქცეპტორი დაიჭერს;P700- ში ელექტრონის „ხვრელი“ იქმნება.
The photoexcited electron was then captured by PS I's primary electron acceptor, creating an electron "hole" in the P700.
518093.
ბიოლოგია | თავი X
ხვრელს ავსებს ელექტრონი, რომელიც ელექტრონის სატრანსპორტო ჯაჭვის ბოლოს PS II-დან მიაღწევს.
The hole is filled by an electron that reaches the bottom of the electron transport chain from PS II.
518094.
ბიოლოგია | თავი X
ფოტოაგზნებული ელექტრონები PS I-ის ელექტრონების პირველადი აქცეპტორიდან, ქვემოთ სატრანსპორტო ჯაჭვის მეორე ელექტრონს, ცილა ფერედოქსინის (Fd) საშუალებით გადაეცემა.
Photoexcited electrons are passed from PS I's primary electron acceptor down a second electron transport chain through the protein ferredoxin (Fd).
518095.
ბიოლოგია | თავი X
ფერმენტი ნადფ რედუქტაზა ელექტრონებს Fd-დან ნადფ+-ზე გადასცემს.
The enzyme NADP reductase transfers electrons from Fd to NADP+.
518096.
ბიოლოგია | თავი X
მის ნადფ-H-მდე აღსადგენად ორი ელექტრონია საჭირო.
Two electrons are required for its reduction to NADPH.
518097.
ბიოლოგია | თავი X
ელექტრონების ენერგიის ცვლილებების ანალოგი, მათი სინათლის რეაქციებში მოძრაობისას ნაჩვენებია სურათ 10.14-ზე.
The energy changes of electrons as they flow through the light reactions are shown by analogy in Figure 10.14.
518098.
ბიოლოგია | თავი X
ელექტრონების ციკლური მოძრაობა.
Cyclic Electron Flow.
518099.
ბიოლოგია | თავი X
გარკვეულ პირობებში, ფოტოაგზნებული ელექტრონები ალტერნატიულ გზას მიმართავენ, რომელსაც ელექტრონების ციკლური ნაკადი ეწოდება, რომელიც ფოტოსისტემა I-ს იყენებს, მაგრამ არ იყენებს ფოტოსისტემა II-ს.
Under certain conditions, photoexcited electrons take an alternative path called cyclic electron flow, which uses photosystem I but not photosystem II.
518100.
ბიოლოგია | თავი X
სურათ 10. 15- ზე თქვენ ხედავთ, რომ ციკლური მოძრაობა მოკლე წრეზე მიმდინარეობს: ელექტრონულ ციკლში ელექტრონები ფერედოქსინიდან (Fd) ციტოქრომის კომპლექსისკენ ბრუნდებიან და აქედან აგრძელებენ გზას P700 ქლოროფილისკენ PS I სარეაქციო ცენტრში.
You can see in Figure 10.15 that cyclic flow is a short circuit: The electrons cycle back from ferredoxin (Fd) to the cytochrome complex and from there continue on to a P700 chlorophyll in the PS I reaction center.