მოიძებნა 669199 ჩანაწერი
518141.
ბიოლოგია | თავი X
თუმცა, მაშინ, როცა ლიმონმჟავა ციკლი კატაბოლური, გლუკოზის დამჟანგველი და ენერგიის გამომყოფია, კალვინის ციკლი – ანაბოლური, უფრო მცირე მოლეკულებიდან შაქრის წარმომქმნელი და ენერგიის შთამნთქმელია.
However, while the citric acid cycle is catabolic, oxidizing glucose and releasing energy, the Calvin cycle is anabolic, building sugar from smaller molecules and consuming energy.
518142.
ბიოლოგია | თავი X
ნახშირბადი კალვინის ციკლში CO2-ის ფორმით შედის და შაქრის ფორმით ტოვებს მას.
Carbon enters the Calvin cycle in the form of CO2 and leaves in the form of sugar.
518143.
ბიოლოგია | თავი X
ციკლი ხარჯავს ატფ-ის როგორც ენერგიის წყაროს და მოიხმარს ნადფ-H-ს, როგორც აღმდგენ ძალას, რათა შაქრის წარმოსაქმნელად მაღალ-ენერგეტიკული ელექტრონები მიიერთოს.
The cycle spends ATP as an energy source and consumes NADPH as reducing power for adding high-energy electrons to make the sugar.
518144.
ბიოლოგია | თავი X
ნახშირწყალი, რომელიც უშუალოდ კალვინის ციკლში წარმოიქმნება ფაქტობრივად გლუკოზა კი არა, არამედ სამნახშირბადიანი შაქარია, სახელწოდებით გლიცერალდეჰიდ-3- ფოსფატი (G3P).
The carbohydrate produced directly from the Calvin cycle is actually not glucose, but a three-carbon sugar named glyceraldehyde-3-phosphate (G3P).
518145.
ბიოლოგია | თავი X
ამ შაქრის ერთი მოლეკულის სუფთა სინთეზისთვის ციკლი სამჯერ უნდა მოხდეს, და სამი მოლეკულა CO2 უნდა დაფიქსირდეს.
For the net synthesis of one molecule of this sugar, the cycle must take place three times, fixing three molecules of CO2.
518146.
ბიოლოგია | თავი X
შეგახსენებთ, რომ ნახშირბადის ფიქსაცია გულისხმობს CO2-ის საწყის ინკორპორირებას ორგანულ მატერიაში.
Recall that carbon fixation refers to the initial incorporation of CO2 into organic material.
518147.
ბიოლოგია | თავი X
რადგან ციკლის საფეხურებს ვადევნებთ თვალს, დაიმახსოვრეთ, რომ რეაქციებში, ჩვენ CO2-ის სამ მოლეკულას მივყვებით.
As we trace the steps of the cycle, keep in mind that we are following three molecules of CO2 through the reactions.
518148.
ბიოლოგია | თავი X
სურათ 10.18-ზე კალვინის ციკლი სამ ფაზად არის დაყოფილი.
Figure 10.18 divides the Calvin cycle into three phases.
518149.
ბიოლოგია | თავი X
კალვინის ციკლი CO2- ის ყოველ მოლეკულას, სათითაოდ უკავშირებს ხუთნახშირბადიან შაქარს, სახელწოდებით რიბულოზა ბისფოსფატს (შემოკლებით RuBP).
The Calvin cycle incorporates each CO2 molecule, one at a time, by attaching it to a five-carbon sugar named ribulose bisphosphate (abbreviated RuBP).
518150.
ბიოლოგია | თავი X
ფერმენტი, რომელიც პირველ საფეხურს აკატალიზებს, არის კარბოქსილაზა ანუ რუბისკო.
The enzyme that catalyzes this first step is RuBP carboxylase, or rubisco.
518151.
ბიოლოგია | თავი X
ეს არის ყველაზე უფრო გავრცელებული ცილა ქლოროპლასტებში და შესაძლოა ყველაზე გავრცელებული ცილა დედამიწაზეც.
It is the most abundant protein in chloroplasts and probably the most abundant protein on Earth.
518152.
ბიოლოგია | თავი X
რეაქციის პროდუქტი, ექვსნახშირბადიანი შუალედური ფორმა იმდენად არასტაბილურია, რომ იგი მაშინვე შუაზე იხლიჩება და 3-ფოსფოგლიცერატის ორ მოლეკულას (თითოეულ CO2-ზე) წარმოქმნის.
The product of the reaction is a six-carbon intermediate so unstable that it immediately splits in half, forming two molecules of 3-phosphoglycerate (for each CO2).
518153.
ბიოლოგია | თავი X
ფაზა 2: აღდგენა.
Phase 2: Reduction.
518154.
ბიოლოგია | თავი X
3-ფოსფოგლიცერატის თითოეული მოლეკულა ატფ-დან ფოსფატის დამატებით ჯგუფს იღებს და 1,3-ბისფოსფოგლიცერატად გარდაიქმნება.
Each molecule of 3-phosphoglycerate receives an additional phosphate group from ATP, becoming 1,3-bisphosphoglycerate.
518155.
ბიოლოგია | თავი X
შემდეგ, ელექტრონების წყვილი, რომელსაც ნადფ-H გასცემს, 1,3-ბისფოსფოგლიცერატს G3P-მდე აღადგენს.
Next, a pair of electrons donated from NADPH reduces 1,3-bisphosphoglycerate to G3P.
518156.
ბიოლოგია | თავი X
უფრო ზუსტად, ელექტრონები ნადფ-H-დან, 3-ფოსფოგლიცერატის კარბოქსილის ჯგუფს G3P-ს ალდეჰიდის ჯგუფამდე აღადგენს, რომელიც მეტ პოტენციურ ენერგიას აგროვებს.
Specifically, the electrons from NADPH reduce the carboxyl group of 3-phosphoglycerate to the aldehyde group of G3P, which stores more potential energy.
518157.
ბიოლოგია | თავი X
G3P შაქარია; ასეთივე სამნახშირბადიანი შაქარი წარმოიქმნება გლიკოლიზისას, გლუკოზის გახლეჩის შედეგად.
G3P is a sugar - the same three-carbon sugar formed in glycolysis by the splitting of glucose.
518158.
ბიოლოგია | თავი X
შევნიშნავთ, რომ სურათ 10.18-ზე, CO2-ის ყოველ სამ მოლეკულაზე G3P-ს ექვსი მოლეკულა მოდის.
Notice in Figure 10.18 that for three molecules of CO2, there are six molecules of G3P.
518159.
ბიოლოგია | თავი X
მაგრამ ამ სამნახშირბადიანი შაქრის მხოლოდ ერთი მოლეკულა შეიძლება ჩაითვალოს ნახშირწყლის სუფთა შენაძენად.
But only one molecule of this three-carbon sugar can be counted as a net gain of carbohydrate.
518160.
ბიოლოგია | თავი X
ციკლი 15 ნახშირბადით იწყება, რომელიც ნახშირწყლით, ხუთნახშირბადიანი შაქრის, RuBP-ის სამი მოლეკულის ფორმითაა წარმოდგენილი.
The cycle began with 15 carbons' worth of carbohydrate in the form of three molecules of the five-carbon sugar RuBP.