მოიძებნა 669199 ჩანაწერი
518121.
ბიოლოგია | თავი X
სხვა სიტყვებით, მიტოქონდრიები ქიმიურ ენერგიას საკვების მოლეკულებიდან ატფ-ის (და ნადფ-H-ს) გადასცემენ მაშინ, როცა ქლოროპლასტები ატფ-ში და (ნადფ-H-ში) სინათლის ენერგიას ქიმიურ ენერგიად გარდაქმნიან.
In other words, mitochondria transfer chemical energy from food molecules to ATP (and NADH), whereas chloroplasts transform light energy into chemical energy in ATP (and NADPH).
518122.
ბიოლოგია | თავი X
ქლოროპლასტებსა და მიტოქონდრიებში ქემიოსმოსის სივრცული განაწილებაც განსხვავებულია.
The spatial organization of chemiosmosis also differs in chloroplasts and mitochondria.
518123.
ბიოლოგია | თავი X
მიტოქონდრიის შიდა მემბრანა, პროტონებს მიტოქონდრიული მატრიქსიდან გარეთ, მემბრანათაშორის სივრცეში გადატუმბავს, რომელიც შემდეგ წყალბადის იონების რეზერვუარის ფუნქციას ასრულებს და ატფ სინთაზას ენერგიით ამარაგებს.
The inner membrane of the mitochondrion pumps protons from the mitochondrial matrix out to the intermembrane space, which then serves as a reservoir of hydrogen ions that powers the ATP synthase.
518124.
ბიოლოგია | თავი X
ქლოროპლასტის თილაკოიდის მემბრანა პროტონებს სტრომაaდან თილაკოიდის ღრუში (თილაკოიდის შიდა მხარე) გადატუმბავს, რომელიც როგორც H+-ის რეზერვუარი ფუნქციონირებს.
The thylakoid membrane of the chloroplast pumps protons from the stroma into the thylakoid space (interior of the thylakoid), which functions as the H+ reservoir.
518125.
ბიოლოგია | თავი X
თილაკოიდური მემბრანა ატფ-ის წარმოქმნის, რადგან წყალბადის იონები თავიანთი კონცენტრაციული გრადიენტის ქვემოთ თილაკოიდური ღრუდან უკან, სტრომაში დიფუნდირებენ ატფ სინთაზას კომპლექსების გავლით, რომელთა კატალიზური კვანძები მემბრანის სტრომის მხარესაა.
The thylakoid membrane makes ATP as the hydrogen ions diffuse down their concentration gradient from the thylakoid space back to the stroma through ATP synthase complexes, whose catalytic knobs are on the stroma side of the membrane.
518126.
ბიოლოგია | თავი X
ამრიგად, ატფ სტრომაში წარმოიქმნება, სადაც იგი კალვინის ციკლში შაქრის სინთეზის სტიმულირებისთვის გამოიყენება.
Thus, ATP forms in the stroma, where it is used to help drive sugar synthesis during the Calvin cycle.
518127.
ბიოლოგია | თავი X
პროტონულ (H+) გრადიენტს, ან pH გრადიენტს თილაკოიდის მემბრანის მეორე მხარეს არსებითი მნიშვნელობა აქვს.
The proton (H+) gradient, or pH gradient, across the thylakoid membrane is substantial.
518128.
ბიოლოგია | თავი X
pH-ის სამ ერთეულით ვარდნა H+-ის კონცენტრაციის ათასჯერად სხვაობას შეესაბამება.
This gradient of three pH units corresponds to a thousand-fold difference in H+ concentration.
518129.
ბიოლოგია | თავი X
თუ ლაბორატორიაში სინათლე გამორთულია, pH-ის გრადიენტი ანულირდება, თუმცა სინათლის კვლავ ჩართვით, იგი სწრაფად აღდგება.
If in the laboratory the lights are turned off, the pH gradient is abolished, but it can quickly be restored by turning the lights back on.
518130.
ბიოლოგია | თავი X
ასეთი ექსპერიმენტები ძლიერი მტკიცებულებაა ქემიოსმოსური მოდელის სასარგებლოდ.
Such experiments provide strong evidence in support of the chemiosmotic model.
518131.
ბიოლოგია | თავი X
სხვადასხვა ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევების საფუძველზე სურათ 10.17-ზე ნაჩვენებია სინათლის რეაქციების „მექანიზმის“ თანამედროვე მოდელი თილაკოიდის მემბრანაში.
Based on studies in several laboratories, Figure 10.17 shows a current model for the organization of the light reaction "machinery" within the thylakoid membrane.
518132.
ბიოლოგია | თავი X
სურათზე წარმოდგენილი ყოველი მოლეკულა და მოლეკულების კომპლექსი თითოეულ თილაკოიდში მრავალრიცხოვან ეგზემპლარად გვხვდება.
Each of the molecules and molecular complexes in the figure is present in numerous copies in each thylakoid.
518133.
ბიოლოგია | თავი X
შევნიშნავთ, რომ ნადფ-H, ატფ-ის მსგავსად მემბრანის სტრომისკენ მიმართულ მხარეს წარმოიქმნება, სადაც ადგილი აქვს კალვინის ციკლის რეაქციებს.
Notice that NADPH, like ATP, is produced on the side of the membrane facing the stroma, where the Calvin cycle reactions take place.
518134.
ბიოლოგია | თავი X
მოდით, შევაჯამოთ სინათლის რეაქციები.
Let's summarize the light reactions.
518135.
ბიოლოგია | თავი X
ელექტრონების არაციკლური ნაკადი, ელექტრონებს წყლიდან, სადაც ისინი დაბალ პოტენციურ მდგომარეობაში იმყოფებიან, ნადფ-H-სკენ უბიძგებს, სადაც ისინი პოტენციური ენერგიის მაღალ მდგომარეობაში ინახება.
Noncyclic electron flow pushes electrons from water, where they are at a low state of potential energy, to NADPH, where they are stored at a high state of potential energy.
518136.
ბიოლოგია | თავი X
სინათლით სტიმულირებული ელექტრონების დინება აგრეთვე ახდენს ატფ-ის გენერირებას.
The light-driven electron current also generates ATP.
518137.
ბიოლოგია | თავი X
ამრიგად, თილაკოიდის მემბრანის აპარატი, სინათლის ენერგიას ქიმიურ ენერგიად გარდაქმნის, რომელიც ნადფ-H-სა და ატფ-ში ინახება (ჟანგბადი გვერდითი პროდუქტია).
Thus, the equipment of the thylakoid membrane converts light energy to chemical energy stored in NADPH and ATP. (Oxygen is a by-product).
518138.
ბიოლოგია | თავი X
ახლა ვნახოთ, თუ როგორ იყენებს კალვინის ციკლი სინათლის რეაქციის პროდუქტებს CO2-დან შაქრის სინთეზისთვის.
Let's now see how the Calvin cycle uses the products of the light reactions to synthesize sugar from CO2.
518139.
ბიოლოგია | თავი X
კალვინის ციკლი CO2-ის შაქრად გარდასაქმნელად ატფ-სა და ნადფ-H-ს იყენებს.
The Calvin cycle uses ATP and NADPH to convert CO2 to sugar.
518140.
ბიოლოგია | თავი X
კალვინის ციკლი ლიმონმჟავა ციკლის მსგავსია იმ მხრივ, რომ საწყისი მასალა, მოლეკულების ციკლში შესვლისა და მისი დატოვების შემდეგ, რეგენერირდება.
The Calvin cycle is similar to the citric acid cycle in that a starting material is regenerated after molecules enter and leave the cycle.