მოიძებნა 669199 ჩანაწერი
518181.
ბიოლოგია | თავი X
ეს რეაქცია აგრეთვე ამცირებს ფოტოსინთეზის გამოსავალს CO2-ის მისაწვდომობის შეზღუდვის საშუალებით.
This response also reduces photosynthetic yield by limiting access to CO2.
518182.
ბიოლოგია | თავი X
ნაწილობრივ დახურული ბაგეებითაც კი, CO2-ის კონცენტრაცია ფოთლის საჰაერო საკნებში შემცირებას იწყებს, ხოლო სინათლის რეაქციებისას გამოყოფილი O2-ის კონცენტრაცია იზრდება.
With stomata even partially closed, CO2 concentrations begin to decrease in the air spaces within the leaf, and the concentration of O2 released from the light reactions begins to increase.
518183.
ბიოლოგია | თავი X
როგორც ჩანს, ეს პირობები ფოთოლში ხელს უწყობს, მფლანგველ პროცესს, რომელსაც ფოტოსუნთქვა ეწოდება.
These conditions within the leaf favor a seemingly wasteful process called photorespiration.
518184.
ბიოლოგია | თავი X
ფოტოსუნთქვა: ევოლუციური რელიქტი?
Photorespiration: An Evolutionary Relic?
518185.
ბიოლოგია | თავი X
მცენარეთა უმრავლესობაში ნახშირბადის საწყისი ფიქსაცია კალვინის ციკლის ფერმენტის, რუბისკოს საშუალებით მიმდინარეობს, რომელიც CO2-ს რიბულოზო ბისფოსფატს უერთებს.
In most plants, initial fixation of carbon occurs via rubisco, the Calvin cycle enzyme that adds CO2 to ribulose bisphosphate.
518186.
ბიოლოგია | თავი X
ასეთ მცენარეებს C3 მცენარეებს უწოდებენ, რადგან ნახშირბადის ფიქსაციის პირველი ორგანული პროდუქტი სამნახშირბადიანი ნაერთი, 3-ფოსფოგლიცერატია.
Such plants are called C3 plants because the first organic product of carbon fixation is a three-carbon compound, 3-phosphoglycerate.
518187.
ბიოლოგია | თავი X
ბრინჯი, ხორბალი და ბარდა C3 მცენარეებია, რომლებიც მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობისთვის.
Rice, wheat, and soybeans are C3 plants that are important in agriculture.
518188.
ბიოლოგია | თავი X
როდესაც მათი ბაგეები ცხელ, მშრალ დღეებში ნაწილობრივ დახურულია, C3 მცენარეები ნაკლებ შაქარს წარმოქმნიან, რადგან CO2-ს შემცირებული რაოდენობა ფოთოლში შიმშილით კლავს კალვინის ციკლს.
When their stomata partially close on hot, dry days, C3 plants produce less sugar because the declining level of CO2 in the leaf starves the Calvin cycle.
518189.
ბიოლოგია | თავი X
ამას გარდა, რუბისკოს CO2-ს ადგილზე O2-ის დაკავშირება შეუძლია.
In addition, rubisco can bind O2 in place of CO2.
518190.
ბიოლოგია | თავი X
რადგან ფოთლის საჰაერო საკნებში CO2-ს გაიშვიათება ხდება, რუბისკო კალვინის ციკლში CO2-ის ნაცვლად O2-ს იერთებს.
As CO2 becomes scarce within the air spaces of the leaf, rubisco adds O2 to the Calvin cycle instead of CO2.
518191.
ბიოლოგია | თავი X
პროდუქტი იხლიჩება და ორნახშირბადიანი ნაერთი ტოვებს ქლოროპლასტებს.
The product splits, and a two-carbon compound leaves the chloroplast.
518192.
ბიოლოგია | თავი X
პეროქსისომები და მიტოქონდრიები ამ ნაერთების რეორგანიზაციასა და გახლეჩას CO2-ის გამოყოფით ახდენს.
Peroxisomes and mitochondria rearrange and split this compound, releasing CO2.
518193.
ბიოლოგია | თავი X
პროცესს ფოტოსუნთქვა ეწოდება, რადგან მას ადგილი აქვს სინათლეზე და CO2-ის წარმოქმნისას O2-ს შთანთქავს (სუნთქვა).
The process is called photorespiration because it occurs in the light (photo) and consumes O2 while producing CO2 (respiration).
518194.
ბიოლოგია | თავი X
თუმცა, ნორმალური უჯრედული სუნთქვისგან განსხვავებით, ფოტოსუნთქვა არ ახდენს ატფ-ის გენერირებას, ფაქტობრივად ფოტოსუნთქვა მოიხმარს ატფ-ს.
However, unlike normal cellular respiration, photorespiration generates no ATP; in fact, photorespiration consumes ATP.
518195.
ბიოლოგია | თავი X
ფოტოსინთეზისგან განსხვავებით, ფოტოსუნთქვა შაქარს არ წარმოქმნის.
And unlike photosynthesis, photorespiration produces no sugar.
518196.
ბიოლოგია | თავი X
ფაქტობრივად, ფოტოსუნთქვა, კალვინის ციკლიდან ორგანული ნივთიერებების გადაქაჩვით, ფოტოსინთეზის გამოსავალს ამცირებს.
In fact, photorespiration decreases photosynthetic output by siphoning organic material from the Calvin cycle.
518197.
ბიოლოგია | თავი X
როგორ შეიძლება ავხსნათ მეტაბოლური პროცესის არსებობა, რომელიც, როგორც ჩანს, მცენარისთვის კონტრპროდუქტიული უნდა იყოს?
How can we explain the existence of a metabolic process that seems to be counterproductive for the plant?
518198.
ბიოლოგია | თავი X
ერთი ჰიპოთეზის მიხედვით, ფოტოსუნთქვა არის ევოლუციური ტვირთი – გაცილებით უფრო ადრინდელი მეტაბოლური რელიქტი, როდესაც ატმოსფეროში ნაკლები O2 და მეტი CO2 იყო, ვიდრე ამჟამად.
According to one hypothesis, photorespiration is evolutionary baggage — a metabolic relic from a much earlier time, when the atmosphere had less O2 and more CO2 than it does today.
518199.
ბიოლოგია | თავი X
უძველეს ატმოსფეროში, რომელიც გაბატონებული იყო, როდესაც რუბისკო პირველად ჩამოყალიბდა, ფერმენტის აქტიური საიტის უუნარობა გამოერიცხა O2, მცირე სხვაობას თუ გამოიწვევდა.
In the ancient atmosphere that prevailed when rubisco first evolved, the inability of the enzyme's active site to exclude O2 would have made little difference.
518200.
ბიოლოგია | თავი X
ამ ჰიპოთეზაზე დაყრდნობით ვარაუდობენ, რომ თანამედროვე რუბისკო ინარჩუნებს თავის შემთხვევით აფინურობას O2-ის მიმართ, რომელიც ახლა იმდენად კონცენტრირებულია ატმოსფეროში, რომ ფოტოსუნთქვა, გარკვეული რაოდენობით, გარდაუვალია.
The hypothesis speculates that modern rubisco retains some of its chance affinity for O2, which is now so concentrated in the atmosphere that a certain amount of photorespiration is inevitable.