მოიძებნა 669199 ჩანაწერი
518161.
ბიოლოგია | თავი X
ახლა კი, უკვე 18 ნახშირბადი გვაქვს, ნახშირწყალ G3P-ის ექვსი მოლეკულის სახით.
Now there are 18 carbons' worth of carbohydrate in the form of six molecules of G3P.
518162.
ბიოლოგია | თავი X
ერთი მოლეკულა გამოდის ციკლიდან, რათა მცენარის უჯრედის მიერ იქნეს გამოყენებულ, მაგრამ დანარჩენი ხუთი ხელახლა ერთვება ციკლში (რეციკლიზაცია), რათა RuBP-ის 3 მოლეკულის რეგენერაცია მოხდეს.
One molecule exits the cycle to be used by the plant cell, but the other five molecules must be recycled to regenerate the three molecules of RuBP.
518163.
ბიოლოგია | თავი X
ფაზა 3: CO2-ის აქცეპტორის (RuBP) რეგენერაცია.
dw Phase 3: Regeneration of the CO2 acceptor (RuBP).
518164.
ბიოლოგია | თავი X
რთული რეაქციების მთელ რიგში, G3P-ს ნახშირბადის ჩონჩხის ხუთი მოლეკულა კალვინის ციკლის ბოლო საფეხურებზე RuBP-ის სამ მოლეკულად რეორგანიზდება.
In a complex series of reactions, the carbon skeletons of five molecules of G3P are rearranged by the last steps of the Calvin cycle into three molecules of RuBP.
518165.
ბიოლოგია | თავი X
ამის განსახორციელებლად ციკლი დამატებით 3 მოლეკულა ატფ-ს ხარჯავს.
To accomplish this, the cycle spends three more molecules of ATP.
518166.
ბიოლოგია | თავი X
ახლა RuBP მომზადებულია CO2-ის კვლავ მისაღებად, და ციკლი გრძელდება.
The RuBP is now prepared to receive CO2 again, and the cycle continues.
518167.
ბიოლოგია | თავი X
ერთი მოლეკულა G3P-ს სუფთა სინთეზისთვის კალვინის ციკლი მთლიანად ატფ-ის ცხრა და ნადფ-H-ის ექვს მოლეკულას შთანთქავს.
For the net synthesis of one G3P molecule, the Calvin cycle consumes a total of nine molecules of ATP and six molecules of NADPH.
518168.
ბიოლოგია | თავი X
სინათლის რეაქციები ახდენს ატფ-ისა და ნადფ-H-ის რეგენერაციას.
The light reactions regenerate the ATP and NADPH.
518169.
ბიოლოგია | თავი X
G3P-ს კალვინის ციკლიდან გამოსვლა საწყისი მასალა ხდება მეტაბოლური გზებისთვის, რომელიც სხვა ორგანულ ნივთიერებებს, მათ შორის გლუკოზასა და სხვა ნახშირწყლებს, ასინთეზირებს.
The G3P spun off from the Calvin cycle becomes the starting material for metabolic pathways that synthesize other organic compounds, including glucose and other carbohydrates.
518170.
ბიოლოგია | თავი X
არც მარტო სინათლის რეაქციებს და არც მარტო კალვინის ციკლს CO2-დან შაქრის წარმოქმნა არ შეუძლია.
Neither the light reactions nor the Calvin cycle alone can make sugar from CO2.
518171.
ბიოლოგია | თავი X
ფოტოსინთეზი ინტაქტური ქლოროპლასტის დამახასიათებელი თვისებაა, რომელიც ფოტოსინთეზის ორი საფეხურის ინტეგრაციას ახდენს.
Photosynthesis is an emergent property of the intact chloroplast, which integrates the two stages of photosynthesis.
518172.
ბიოლოგია | თავი X
მშრალი, არიდული კლიმატის პირობებში ნახშირბადის ფიქსაციის ალტერნატიული მექანიზმები ჩამოყალიბდა.
Alternative mechanisms of carbon fixation have evolved in hot, arid climates.
518173.
ბიოლოგია | თავი X
მას შემდეგ, რაც მცენარეები დაახლოებით 475 მილიონი წლის წინ პირველად გადავიდნენ ხმელეთზე, ისინი ხმელეთზე არსებობას, კერძოდ კი, დეჰიდრატაციის პრობლემას ეგუებიან.
Ever since plants first moved onto land about 475 million years ago, they have been adapting to the problems of terrestrial life, particularly the problem of dehydration.
518174.
ბიოლოგია | თავი X
29-ე და 36-ე თავებში ჩვენ განვიხილავთ ანატომიურ ადაპტაციებს, რომლებიც მცენარეებს წყლის შენარჩუნებაში უწყობს ხელს.
In Chapters 29 and 36, we will consider anatomical adaptations that help plants conserve water.
518175.
ბიოლოგია | თავი X
ჩვენ აქ მეტაბოლურ ადაპტაციებს შევეხებით.
Here we are concerned with metabolic adaptations.
518176.
ბიოლოგია | თავი X
პრობლემის გადაწყვეტას ხშირად კომპრომისი მოსდევს.
The solutions often involve trade-offs.
518177.
ბიოლოგია | თავი X
ამის მნიშვნელოვანი მაგალითია კომპრომისი ფოტოსინთეზსა და მცენარიდან წყლის ჭარბი რაოდენობით დაკარგვის პრევენციას შორის.
An important example is the compromise between photosynthesis and the prevention of excessive water loss from the plant.
518178.
ბიოლოგია | თავი X
ფოთოლში, ფოტოსინთეზისთვის საჭირო CO2 ბაგეების, ფოთლის ზედაპირზე არსებული ფორების, გავლით ხვდება.
The CO2 required for photosynthesis enters a leaf via stomata, the pores through the leaf surface.
518179.
ბიოლოგია | თავი X
თუმცა, ბაგეები სუნთქვის ძირითადი მაგისტრალებიცაა, საიდანაც წყალი აორთქლების საშუალებით იკარგება.
However, stomata are also the main avenues of transpiration, the evaporative loss of water from leaves.
518180.
ბიოლოგია | თავი X
ცხელ, მშრალ დღეს მცენარეების უმრავლესობა ბაგეებს ხურავს, ეს არის საპასუხო რეაქცია, რაც წყალს ინარჩუნებს.
On a hot, dry day, most plants close their stomata, a response that conserves water.