მოიძებნა 669199 ჩანაწერი
518221.
ბიოლოგია | თავი X
სინამდვილეში, C4 მცენარის მეზოფილური უჯრედები CO2-ს გამტარი კონის უჯრედებში გადატუმბავს; ამასთან გამტარი კონის უჯრედები, CO2-ს საკმაოდ მაღალ კონცენტრაციას ინარჩუნებს, რათა რუბისკო, ჟანგბადზე მეტად, ნახშირორჟანგს დაუკავშირდეს.
In effect, the mesophyll cells of a C4 plant pump CO2 into the bundle sheath, keeping the CO2 concentration in the bundle-sheath cells high enough for rubisco to bind carbon dioxide rather than oxygen.
518222.
ბიოლოგია | თავი X
ციკლი მოიცავს რეაქციების რიგს, რომელშიც PEP კარბოქსილაზა მონაწილეობს, ხოლო PEP-ის რეგენერაცია შეიძლება მოიაზრებოდეს როგორც CO2-ის მაკონცენტრირებელი ტუმბო, რომელსაც ატფ ენერგიით ამარაგებს.
The cyclic series of reactions involving PEP carboxylase and the regeneration of PEP can be thought of as a CO2-concentrating pump that is powered by ATP.
518223.
ბიოლოგია | თავი X
ამ გზით, C4 ფოტოსინთეზს მინიმუმამდე დაჰყავს ფოტოსუნთქვა და ზრდის შაქრის წარმოქმნას.
In this way, C4 photosynthesis minimizes photorespiration and enhances sugar production.
518224.
ბიოლოგია | თავი X
ეს ადაპტაცია განსაკუთრებით წინგადადგმული ნაბიჯია ინტენსიური მზის სინათლის მქონე ცხელი რეგიონებისთვის, სადაც დღის განმავლობაში ბაგეები ნაწილობრივ დახურულია; გარემო კი, რომელშიც C4 მცენარეები ვითარდება და უხვად იზრდება, ასეთია.
This adaptation is especially advantageous in hot regions with intense sunlight, where stomata partially close during the day, and it is in such environments that C4 plants evolved and thrive today.
518225.
ბიოლოგია | თავი X
CAM მცენარეების.
CAM Plants.
518226.
ბიოლოგია | თავი X
არიდული პირობების მიმართ მეორე ფოტოსინთეზური ადაპტაცია სუკულენტ (წყლის შემნახველ) მცენარეებში (მათ შორის, მოყვითალო-მომწვანო მცენარეებში) ჩამოყალიბდა კაქტუსების, ანანასების და სხვა ოჯახების წარმომადგენლების ჩათვლით.
A second photosynthetic adaptation to arid conditions has evolved in succulent (water-storing) plants (including jade plants), many cacti, pineapples, and representatives of several other plant families.
518227.
ბიოლოგია | თავი X
ეს მცენარეები თავიანთ ბაგეებს ღამით აღებენ, ხოლო დღისით – ხურავენ; სწორედ სხვა მცენარეების საწინააღმდეგოდ იქცევიან.
These plants open their stomata during the night and close them during the day, just the reverse of how other plants behave.
518228.
ბიოლოგია | თავი X
ბაგეების დღისით დახურვა უდაბნოს მცენარეებს წყლის შენარჩუნებაში ეხმარება, მაგრამ იგი ფოთლებს CO2-ის შეღწევისგანაც იცავს.
Closing stomata during the day helps desert plants conserve water, but it also prevents CO2 from entering the leaves.
518229.
ბიოლოგია | თავი X
ღამით, როცა მათი ბაგეები ღიაა, მცენარეები CO2-ს ითვისებენ და მას სხვადასხვა ორგანულ მჟავაში ჩართავენ.
During the night, when their stomata are open, these plants take up CO2 and incorporate it into a variety of organic acids.
518230.
ბიოლოგია | თავი X
CAM მცენარეების მეზოფილური უჯრედები თავიანთ ვაკუოლებში დილამდე, როდესაც ბაგეები დახურულია, ინახავს ორგანულ მჟავებს, რომლებსაც ისინი ღამით წარმოქმნის.
The mesophyll cells of CAM plants store the organic acids they make during the night in their vacuoles until morning, when the stomata close.
518231.
ბიოლოგია | თავი X
დღისით, როდესაც სინათლის რეაქციებს შეუძლიათ კალვინის ციკლისთვის ატფ-ისა და ნადფ-H-ის მიწოდება, წინა ღამით წარმოქმნილი ორგანული მჟავებიდან CO2 გამოიყოფა, რათა ქლოროპლასტებში მისი შაქარში ინკორპორაცია მოხდეს.
During the day, when the light reactions can supply ATP and NADPH for the Calvin cycle, CO2 is released from the organic acids made the night before to become incorporated into sugar in the chloroplasts.
518232.
ბიოლოგია | თავი X
ფოტოსინთეზის მნიშვნელობა: მიმოხილვა.
The Importance of Photosynthesis: A Review.
518233.
ბიოლოგია | თავი X
ამ თავში ჩვენ თვალი მივადევნეთ ფოტოსინთეზს ფოტონიდან საკვებამდე.
In this chapter, we have followed photosynthesis from photons to food.
518234.
ბიოლოგია | თავი X
სინათლის რეაქციები იჭერს მზის ენერგიას და მას ატფ-ის წარმოსაქმნელად და ელექტრონების წყლიდან ნადფ+-ზე გადასაცემად იყენებს.
The light reactions capture solar energy and use it to make ATP and transfer electrons from water to NADP+.
518235.
ბიოლოგია | თავი X
კალვინის ციკლი კი, ატფ-სა და ნადფ-H-ს ნახშირორჟანგიდან შაქრის წარმოსაქმნელად იყენებს.
The Calvin cycle uses the ATP and NADPH to produce sugar from carbon dioxide.
518236.
ბიოლოგია | თავი X
ენერგია, რომელიც ქლოროპლასტში მზის სინათლის სახით შედის, ორგანულ ნაერთებში, როგორც ქიმიური ენერგია ინახება.
The energy that enters the chloroplasts as sunlight becomes stored as chemical energy in organic compounds.
518237.
ბიოლოგია | თავი X
მთელი პროცესის მიმოხილვისთვის იხილე სურათი 10.21.
See Figure 10.21 for a review of the entire process.
518238.
ბიოლოგია | თავი X
როგორია ფოტოსინთეზის პროდუქტების მეტაბოლური გზა?
What are the fates of photosynthetic products?
518239.
ბიოლოგია | თავი X
ქლოროპლასტებში წარმოქმნილი შაქარი მთელ მცენარეს ქიმიური ენერგიითა და ნახშირბადის ჩონჩხით ამარაგებს, რომელიც მცენარის უჯრედის ყველა ძირითადი ორგანული მოლეკულის სინთეზისთვისაა საჭირო.
The sugar made in the chloroplasts supplies the entire plant with chemical energy and carbon skeletons for the synthesis of all the major organic molecules of plant cells.
518240.
ბიოლოგია | თავი X
ფოტოსინთეზის დროს წარმოქმნილი ორგანული ნივთიერებების 50% მცენარის უჯრედის მიტოქონდრიებში შთაინთქმება როგორც საწვავი უჯრედული სუნთქვისთვის.
About 50% of the organic material made by photosynthesis is consumed as fuel for cellular respiration in the mitochondria of the plant cells.