მოიძებნა 669199 ჩანაწერი
518241.
ბიოლოგია | თავი X
ზოგჯერ ფოტოსუნთქვისას ადგილი აქვს ფოტოსინთეზის პროდუქტების დანაკარგს.
Sometimes there is a loss of photosynthetic products to photorespiration.
518242.
ბიოლოგია | თავი X
ფორმალურად, მწვანე უჯრედები მცენარის ერთადერთი ავტოტროფული ნაწილია.
Technically, green cells are the only autotrophic parts of the plant.
518243.
ბიოლოგია | თავი X
დანარჩენი მცენარე, ფოთლებიდან, ძარღვების გავლით, ორგანული მოლეკულების ექსპორტზეა დამოკიდებული.
The rest of the plant depends on organic molecules exported from leaves via veins.
518244.
ბიოლოგია | თავი X
მცენარეთა უმრავლესობაში ნახშირწყალი ფოთლებიდან დისაქარიდ საქაროზას ფორმით ტრანსპორტირდება.
In most plants, carbohydrate is transported out of the leaves in the form of sucrose, a disaccharide.
518245.
ბიოლოგია | თავი X
არამაფოტოსინთეზირებელ უჯრედებამდე მიღწევის შემდეგ, საქაროზა ნედლი მასალით უზრუნველყოფს უჯრედულ სუნთქვასა და მრავალრიცხოვან ანაბოლურ გზებს, საიდანაც ცილების, ლიპიდებისა და სხვა პროდუქტების სინთეზი ხორციელდება.
After arriving at non-photosynthetic cells, the sucrose provides raw material for cellular respiration and a multitude of anabolic pathways that synthesize proteins, lipids, and other products.
518246.
ბიოლოგია | თავი X
შაქრის მნიშვნელოვანი რაოდენობა ერთმანეთს გლუკოზის ფორმით, პოლისაქარიდ ცელულოზას წარმოქმნით უკავშირდება; განსაკუთრებით მცენარეთა იმ უჯრედებში, რომლებიც ჯერ ისევ იზრდება და მწიფდება.
A considerable amount of sugar in the form of glucose is linked together to make the polysaccharide cellulose, especially in plant cells that are still growing and maturing.
518247.
ბიოლოგია | თავი X
ცელულოზა - უჯრედის კედლის ძირითადი ინგრედიენტი, მცენარეებში, და ალბათ პლანეტის ზედაპირზეც, ყველაზე უფრო გავრცელებული ორგანული მოლეკულაა.
Cellulose, the main ingredient of cell walls, is the most abundant organic molecule in the plant and probably on the surface of the planet.
518248.
ბიოლოგია | თავი X
მცენარეთა უმრავლესობა ყოველდღიურად უფრო მეტი ორგანული მასალის წარმოქმნას ახერხებს ვიდრე ესაჭიროება, როგორც საწვავი სუნთქვისთვის და როგორც ბიოსინთეზის წინამორბედი.
Most plants manage to make more organic material each day than they need to use as respiratory fuel and precursors for biosynthesis.
518249.
ბიოლოგია | თავი X
ზედმეტ შაქარს ისინი სახამებლის სინთეზის საშუალებით იმარაგებენ, ნაწილს თვით ქლოროპლასტებში ინახავენ, ხოლო დანარჩენს – ფესვების, გორგლების, თესლებისა და ნაყოფების სამარაგო უჯრედებში.
They stockpile the extra sugar by synthesizing starch, storing some in the chloroplasts themselves and some in storage cells of roots, tubers, seeds, and fruits.
518250.
ბიოლოგია | თავი X
ფოტოსინთეზის დროს წარმოქმნილი საკვების მოლეკულების მიღებისას არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მცენარეთა უმრავლესობა, ჰეტეროტროფებისთვის, მათ შორის ადამიანისთვისაც, ფოთლებს, ფესვებს, ღეროებს, ნაყოფებს და ხანდახან მთელს სხეულსაც კი კარგავს.
In accounting for the consumption of the food molecules produced by photosynthesis, let's not forget that most plants lose leaves, roots, stems, fruits, and sometimes their entire bodies to heterotrophs, including humans.
518251.
ბიოლოგია | თავი X
გლობალური მასშტაბით, ფოტოსინთეზი არის პროცესი, რომელიც ჩვენს ატმოსფეროში ჟანგბადის არსებობას განაპირობებს.
On a global scale, photosynthesis is the process that is responsible for the presence of oxygen in our atmosphere.
518252.
ბიოლოგია | თავი X
უფრო მეტიც, საკვების წარმოქმნის თვალსაზრისით, მიკროსკოპული ქლოროპლასტების კოლექტიური ნაყოფიერება უზარმაზარია.
Furthermore, in terms of food production, the collective productivity of the minute chloroplasts is prodigious.
518253.
ბიოლოგია | თავი X
დაანგარიშებულია, რომ ფოტოსინთეზის პროცესში წელიწადში დაახლოებით 160 მილიარდი მეტრიკული ტონა ნახშირწყალი (მეტრიკული ტონა 1,000 კგ, დაახლოებით 1.1 ტონაა) წარმოიქმნება.
It is estimated that photosynthesis makes about 160 billion metric tons of carbohydrate per year (a metric ton is 1,000 kg, about 1.1 tons).
518254.
ბიოლოგია | თავი X
ეს ორგანული მასალა მიახლოებით ამ სახელმძღვანელოს 60 ტრილიონი ეგზემპლარისგან შემდგარი დასტის ეკვივალენტურია, წიგნების 17 დასტა დედამიწიდან მზემდე აღწევს!
That's organic matter equivalent to a stack of about 60 trillion copies of this textbook,17 stacks of books reaching from Earth to the sun!
518255.
ბიოლოგია | თავი X
პლანეტაზე, ვერც ერთი სხვა ქიმიური პროცესის გამოსავალი, ფოტოსინთეზის გამოსავალს ვერ შეედრება.
No other chemical process on the planet can match the output of photosynthesis.
518256.
ბიოლოგია | თავი X
და არც ერთი სხვა პროცესი ფოტოსინთეზზე მეტად არ არის მნიშვნელოვანი დედამიწაზე კეთილდღეობისთვის.
And no process is more important than photosynthesis to the welfare of life on Earth.
518257.
ბიოლოგია | თავი XI
უჯრედული კომუნიკაცია.
Cell Communication.
518258.
ბიოლოგია | თავი XI
უჯრედული კავშირი.
The Cellular Internet.
518259.
ბიოლოგია | თავი XI
მოგზაურს ფეხი უცურდება და ეცემა ციცაბო ხევში, დაცემისას იზიანებს ფეხს.
A hiker slips and falls down a steep ravine, injuring her leg in the fall.
518260.
ბიოლოგია | თავი XI
ტრაგედია აცილებულია, როცა მას შეუძლია ტელეფონის ამოღება და დარეკვა.
Tragedy is averted when she is able to pull out a cell phone and call for help.