მოიძებნა 669199 ჩანაწერი
518281.
ბიოლოგია | თავი XI
უჯრედთა „საუბრის“ ერთ-ერთი თემა არის სქესობრივი ურთიერთობა – ყოველ შემთხვევაში, საფუვრისთვის Sacharomyces cerevisiae, რომელსაც ადამიანები საუკუნეების მანძილზე პურის, ღვინისა და ლუდის დასამზადებლად იყენებენ.
One topic of cell "conversation" is sex - at least for the yeast Saccharomyces cerevisiae, which people have used for millennia to make bread, wine, and beer.
518282.
ბიოლოგია | თავი XI
მეცნიერებმა შეისწავლეს, რომ ამ საფუვრის უჯრედები თავიანთ წყვილებს შეიცნობენ ქიმიური სიგნალებით.
Researchers have learned that cells of this yeast identify their mates by chemical signaling.
518283.
ბიოლოგია | თავი XI
არსებობს ორი სქესი, ან მეწყვილის ტიპი, რომელთაც ეწოდებათ ა და ა.
There are two sexes, or mating types, called a and a.
518284.
ბიოლოგია | თავი XI
ა ტიპის მეწყვილის უჯრედები გამოყოფენ ქიმიურ სიგნალს, რომელსაც ეწოდება ა ფაქტორი. მას შეუძლია, დაუკავშირდეს მეზობელი ა უჯრედის სპეციალურ რეცეპტორულ ცილას.
Cells of mating type a secrete a chemical signal called a factor, which can bind to specific receptor proteins on nearby a cells.
518285.
ბიოლოგია | თავი XI
ამავდროულად, ა უჯრედები გამოყოფენ ა ფაქტორს, რომელიც უკავშირდება ა უჯრედებზე არსებულ რეცეპტორებს.
At the same time, a cells secrete a factor, which binds to receptors on a cells.
518286.
ბიოლოგია | თავი XI
ფაქტობრივად, უჯრედში შესვლის გარეშე, ორი მეწყვილე ფაქტორი აიძულებს უჯრედებს, გამოიზარდონ ერთმანეთის მიმართულებით და გამოიწვიონ სხვა უჯრედული ცვლილებებიც.
Without actually entering the cells, the two mating factors cause the cells to grow toward each other and bring about other cellular changes.
518287.
ბიოლოგია | თავი XI
შედეგი კი არის ორი საპირისპირო ტიპის უჯრედის შერწყმა, ან შეწყვილება.
The result is the fusion, or mating, of two cells of opposite type.
518288.
ბიოლოგია | თავი XI
ახალი ა/ა უჯრედი შეიცავს ორივე საწყისი უჯრედის ყველა გენს, გენეტიკური რესურსების კომბინაციას, რომელიც უპირატესობას ანიჭებს შემდგომი გაყოფების შედეგად წარმოქმნილ მათ შთამომავლებს.
The new a/a cell contains all the genes of both original cells, a combination of genetic resources that provides advantages to the cell's descendants, which arise by subsequent cell divisions.
518289.
ბიოლოგია | თავი XI
საფუვრის უჯრედის ზედაპირზე შესაწყვილებელი სიგნალი როგორ იცვლება ან ტრანსდუცირდება (გარდაიქმნება) ისეთ ფორმაში, რომელიც იწვევს შეწყვილების უჯრედულ პასუხს?
How is the mating signal at the yeast cell surface changed, or transduced, into a form that brings about the cellular response of mating?
518290.
ბიოლოგია | თავი XI
პროცესი, რომლის შედეგადაც უჯრედის ზედაპირზე სიგნალი გარდაიქმნება სპეციალურ უჯრედულ პასუხად, წარმოადგენს საფეხურების სერიას, რომელსაც სიგნალის გადაცემის გზა ეწოდება.
The process by which a signal on a cell's surface is converted into a specific cellular response is a series of steps called a signal transduction pathway.
518291.
ბიოლოგია | თავი XI
მრავალი ასეთი გზა ფართოდ არის შესწავლილი როგორც საფუვრებში, ასევე ცხოველურ უჯრედებში.
Many such pathways have been extensively studied in both yeast and animal cells.
518292.
ბიოლოგია | თავი XI
საკვირველია, მაგრამ სიგნალის გადაცემის მოლეკულური დეტალები საოცრად მსგავსია საფუვრებსა და ძუძუმწოვრებში, თვით ორგანიზმთა ამ ორი ჯგუფის საერთო წინაპარშიც, რომელიც მილიარდი წლის წინ ცხოვრობდა.
Amazingly, the molecular details of signal transduction in yeast and mammals are strikingly similar, even though the last common ancestor of these two groups of organisms lived over a billion years ago.
518293.
ბიოლოგია | თავი XI
ეს მსგავსება და ასევე ბაქტერიებისა და მცენარეების სასიგნალო სისტემებს შორის ახლახან გამოვლენილი მსგავსებანი ამტკიცებენ, რომ დღეს გამოყენებული უჯრედული სასიგნალო მექანიზმების ადრეული ვარიანტები ბევრად უფრო ადრე განვითარდა, ვიდრე პირველი მრავალუჯრედიანი არსებები გამოჩნდებოდნენ დედამიწაზე.
These similarities-and others more recently uncovered between signaling systems in bacteria and plants-suggest that early versions of the cell-signaling mechanisms used today evolved well before the first multicellular creatures appeared on Earth.
518294.
ბიოლოგია | თავი XI
მეცნიერები ფიქრობენ, რომ სასიგნალო მექანიზმები პირველად განვითარდა უძველეს პროკარიოტებსა და ერთუჯრედიან ევკარიოტებში და შემდეგ ადაპტირდა მათი მრავალუჯრედიანი შთამომავლების მიერ გამოსაყენებლად.
Scientists think that signaling mechanisms evolved first in ancient prokaryotes and single-celled eukaryotes and were then adopted for new uses by their multicellular descendants.
518295.
ბიოლოგია | თავი XI
ადგილობრივი და დისტანციური სასიგნალო გზები.
Local and Long-Distance Signaling.
518296.
ბიოლოგია | თავი XI
საფუვრის უჯრედების მსგავსად, უჯრედები მრავალუჯრედიან ორგანიზმებში ჩვეულებრივ ურთიერთობენ ქიმიური შუამავლების მეშვეობით, რომლებიც გამიზნულია იმ უჯრედებისთვის, რომლებიც შესაძლოა იყვნენ ერთმანეთის მომიჯნავე, ან კიდევ არა.
Like yeast cells, cells in a multicellular organism usually communicate via chemical messengers targeted for cells that may or may not be immediately adjacent.
518297.
ბიოლოგია | თავი XI
უჯრედებს კომუნიკაცია შეუძლიათ უშუალო კონტაქტით, როგორც ეს ვნახეთ მე-6 და მე-7 თავებში.
Cells may communicate by direct contact, as we saw in Chapters 6 and 7.
518298.
ბიოლოგია | თავი XI
როგორც ცხოველებს, ისე მცენარეებს აქვთ უჯრედის დამაკავშირებლები, რომლებიც მათი მდებარეობის ადგილებში მეზობელი უჯრედების ციტოპლაზმას უშუალოდ აკავშირებენ ერთმანეთთან.
Both animals and plants have cell junctions that, where present, directly connect the cytoplasms of adjacent cells.
518299.
ბიოლოგია | თავი XI
ასეთ შემთხვევებში ციტოზოლში გახსნილ სასიგნალო ნივთიერებებს თავისუფლად შეუძლიათ მომიჯნავე უჯრედებს შორის გადასვლა.
In these cases, signaling substances dissolved in the cytosol can pass freely between adjacent cells.
518300.
ბიოლოგია | თავი XI
გარდა ამისა, ცხოველურ უჯრედებს კომუნიკაცია შეუძლიათ უჯრედის მემბრანასთან დაკავშირებულ, ზედაპირულ მოლეკულებს შორის უშუალო კონტაქტით.
Moreover, animal cells may communicate via direct contact between membrane-bound cell surface molecules.