მოიძებნა 669199 ჩანაწერი
518261.
ბიოლოგია | თავი XI
მობილური ტელეფონი, ინტერნეტი, ელექტრონული ფოსტა, დაუყოვნებლივი შეტყობინებები - არავის შეუძლია კომუნიკაციის მნიშვნელობის უარყოფა ჩვენს ცხოვრებაში.
Cell phones, the Internet, e-mail, instant messaging no one would deny the importance of communication in our lives.
518262.
ბიოლოგია | თავი XI
კომუნიკაციის როლი ასევე კრიტიკულია სიცოცხლისთვის უჯრედულ დონეზეც.
The role of communication in life at the cellular level is equally critical.
518263.
ბიოლოგია | თავი XI
უჯრედ-უჯრედული ურთიერთობა აბსოლუტურად აუცილებელია მრავალუჯრედიანი ორგანიზმებისთვის, იქნებიან ეს ადამიანები, თუ მუხის ხეები.
Cell-to-cell communication is absolutely essential for multicellular organisms such as humans and oak trees.
518264.
ბიოლოგია | თავი XI
მრავალუჯრედიან ორგანიზმებში ტრილიონობით უჯრედი უნდა დაუკავშირდეს ერთმანეთს საკუთარი აქტივობის ისეთი კოორდინაციისთვის, რომ ორგანიზმს განაყოფიერებული კვერცხიდან განვითარების, შემდეგ გადარჩენის, და თავის მხრივ, ისევ გამრავლების საშუალება მიეცეს.
The trillions of cells in a multicellular organism must communicate with each other to coordinate their activities in a way that enables the organism to develop from a fertilized egg, then survive and reproduce in turn.
518265.
ბიოლოგია | თავი XI
უჯრედშორისი ურთიერთობები ასევე მნიშვნელოვანია მრავალი ერთუჯრედიანი ორგანიზმისთვისაც.
Communication between cells is also important for many unicellular organisms.
518266.
ბიოლოგია | თავი XI
უჯრედებს შორის არსებული ურთიერთობების ქსელი შეიძლება გაცილებით უფრო რთული იყოს, ვიდრე მსოფლიო საინფორმაციო ელექტრონული ქსელია.
Networks of communication between cells can be even more complicated than the World Wide Web.
518267.
ბიოლოგია | თავი XI
იმის შესასწავლად, თუ როგორ გადასცემენ უჯრედები ერთმანეთს სიგნალს და როგორ ახდენენ ისინი მიღებული სიგნალების ინტერპრეტაციას, ბიოლოგებმა აღმოაჩინეს უჯრედული რეგულაციის ზოგიერთი უნივერსალური მექანიზმი, რაც ყველა ცოცხალის ევოლუციური კავშირის დამატებითი დასტურია.
In studying how cells signal to each other and how they interpret the signals they receive, biologists have discovered some universal mechanisms of cellular regulation, additional evidence for the evolutionary relatedness of all life.
518268.
ბიოლოგია | თავი XI
უჯრედის სასიგნალო მექანიზმების ერთი და იგივე მცირე ნაკრები (კომპლექტი) გვხვდება მრავალი მიმართულების ბიოლოგიურ კვლევებში – ემბრიონული განვითარებიდან დაწყებული, ავთვისებიან დაავადებებზე ჰორმონთა მოქმედებით დამთავრებული.
The same small set of cell-signaling mechanisms shows up again and again in many lines of biological research-from embryonic development to hormone action to cancer.
518269.
ბიოლოგია | თავი XI
ერთ-ერთ მაგალითში, ჩვეულებრივი უჯრედ-უჯრედული სასიგნალო გზა იწვევს სისხლძარღვების გაფართოებას.
In one example, a common cell-to-cell signaling pathway leads to dilation of blood vessels.
518270.
ბიოლოგია | თავი XI
როგორც კი სიგნალი შემცირდება, პასუხი წყდება სურათ 11.1-ზე მეწამული ფერით გამოხატული ფერმენტით.
Once the signal subsides, the response is shut down by the enzyme shown in purple in Figure 11.1.
518271.
ბიოლოგია | თავი XI
ასევე ნაჩვენებია მრავალფერიანი მოლეკულა, რომელიც ამ ფერმენტის მოქმედებას ახშობს და სისხლძარღვებს გაფართოებულ მდგომარეობაში ინარჩუნებს.
Also shown is a multicolored molecule that blocks the action of this enzyme and keeps blood vessels dilated.
518272.
ბიოლოგია | თავი XI
ამის მსგავსი ფერმენტის მაინჰიბირებელი კომპონენტი ხშირად იხმარება ხოლმე სამედიცინო მდგომარეობების სამკურნალოდ.
Enzyme-inhibiting compounds like this one are often prescribed for treatment of medical conditions.
518273.
ბიოლოგია | თავი XI
ვიაგრას სახელით ცნობილი მრავალფერიანი კომპონენტის მოქმედება, მოგვიანებით იქნება განხილული ამავე თავში.
The action of the multicolored compound, known as Viagra, will be discussed later in the chapter.
518274.
ბიოლოგია | თავი XI
უჯრედების მიერ მიღებული სიგნალები, მიუხედავად იმისა, წარმოიშობიან ისინი სხვა უჯრედებიდან, თუ ფიზიკური გარემოცვის ცვლილებებით, როგორიცაა სინათლე, შეხება, სხვადასხვა ფორმისაა.
The signals received by cells, whether originating from other cells or from changes in the physical environment, take various forms, including light and touch.
518275.
ბიოლოგია | თავი XI
თუმცა, უჯრედები ერთმანეთთან კავშირებს მაინც უფრო ხშირად, ქიმიური სიგნალებით ამყარებენ.
However, cells most often communicate with each other by chemical signals.
518276.
ბიოლოგია | თავი XI
ამ თავში, ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ იმ მთავარ მექანიზმებზე, რომელთა საშუალებითაც უჯრედები იღებენ, ამუშავებენ და პასუხობენ სხვა უჯრედებიდან მიღებულ სიგნალებს.
In this chapter, we focus on the main mechanisms by which cells receive, process, and respond to chemical signals sent from other cells.
518277.
ბიოლოგია | თავი XI
გარეგანი სიგნალები უჯრედში გარდაიქმნება პასუხებად.
External signals are converted into responses within the cell.
518278.
ბიოლოგია | თავი XI
რას ეუბნება „მოლაპარაკე“ უჯრედი „მსმენელ“ უჯრედს და როგორ პასუხობს უკანასკნელი შეტყობინებაზე?
What does a "talking" cell say to a "listening" cell, and how does the latter cell respond to the message?
518279.
ბიოლოგია | თავი XI
მოდით, ამ საკითხების განხილვა დავიწყოთ პირველ რიგში მიკროორგანიზმებს შორის ურთიერთობების გაცნობით.
Let's approach these questions by first looking at communication among microorganisms, for modern microbes are a window on the role of cell signaling in the evolution of life on Earth.
518280.
ბიოლოგია | თავი XI
უჯრედული სასიგნალო სისტემების ევოლუცია.
Evolution of Cell Signaling.