მოიძებნა 669199 ჩანაწერი
518321.
ბიოლოგია | თავი XI
ამ შემთხვევაში, ნერვულ სიგნალს მოგზაურობა შეუძლია მთელი რიგი ნერვული უჯრედების გასწვრივ.
In this way, a nerve signal can travel along a series of nerve cells.
518322.
ბიოლოგია | თავი XI
რადგან ზოგიერთი ნერვული უჯრედი საკმაოდ გრძელია, ნერვულ სიგნალს შეუძლია დიდ მანძილზე სწრაფად მოგზაურობა, მაგალითად, თქვენი ტვინიდან ფეხის ცერამდე.
Since some nerve cells are quite long, the nerve signal can quickly travel great distances-from your brain to your big toe, for example.
518323.
ბიოლოგია | თავი XI
ამ ტიპის დისტანციური სასიგნალო გზა დეტალურად იქნება განხილული 48-ე თავში.
This type of long-distance signaling will be covered in detail in Chapter 48.
518324.
ბიოლოგია | თავი XI
რა ხდება მას შემდეგ, რაც უჯრედი სიგნალს მიიღებს?
What happens when a cell encounters a signal?
518325.
ბიოლოგია | თავი XI
სიგნალი შეცნობილ უნდა იქნას სპეციფიკური რეცეპტორული მოლეკულის მიერ და ინფორმაცია, რომელსაც სიგნალი ფლობს, უნდა შეიცვალოს სხვა ფორმით – უნდა ტრანსდუცირდეს უჯრედის შიგნით მანამდე, ვიდრე უჯრედი შეძლებს პასუხის გაცემას.
The signal must be recognized by a specific receptor molecule, and the information it carries must be changed into another form - transduced inside the cell before the cell can respond.
518326.
ბიოლოგია | თავი XI
ამ თავის დარჩენილ ნაწილში განხილული იქნება ეს პროცესი, პირველ რიგში ,ცხოველური უჯრედებისთვის.
The remainder of the chapter discusses this process, primarily as it occurs in animal cells.
518327.
ბიოლოგია | თავი XI
სიგნალის გადაცემის სამი სტადია: მოკლე მიმოხილვა.
The Three Stages of Cell Signaling: A Preview.
518328.
ბიოლოგია | თავი XI
არსებულ შეხედულებას იმის შესახებ, თუ როგორ მოქმედებს ქიმიური შუამავალი სასიგნალო გზის მეშვეობით, თავისი ფესვები აქვს ეარლ ვ. სატერლენდის პიონერულ ნაშრომში, რომელმაც 1971 წელს ნობელის პრემია მიიღო.
Our current understanding of how chemical messengers act via signal transduction pathways had its origins in the pioneering work of Earl W. Sutherland, whose research led to a Nobel Prize in 1971.
518329.
ბიოლოგია | თავი XI
სატერლენდმა და მისმა კოლეგებმა ვანდერბილტის უნივერსიტეტიდან გამოიკვლიეს, თუ როგორ ასტიმულირებს სამარაგო პოლისაქარიდის, გლიკოგენის დაშლას ღვიძლსა და კუნთოვან უჯრედებში ცხოველური ჰორმონი ეპინეფრინი.
Sutherland and his colleagues at Vanderbilt University were investigating how the animal hormone epinephrine stimulates the breakdown of the storage polysaccharide glycogen within liver cells and skeletal muscle cells.
518330.
ბიოლოგია | თავი XI
გლიკოგენის დაშლის შედეგად გამოიყოფა შაქარი გლუკოზო-1-ფოსფატი, რომელსაც უჯრედი გარდაქმნის გლუკოზო-6-ფოსფატად.
Glycogen breakdown releases the sugar glucose-1-phosphate, which the cell converts to glucose-6-phosphate.
518331.
ბიოლოგია | თავი XI
შემდეგში, უჯრედს (მაგალითად, ღვიძლის უჯრედი) შეუძლია ამ ნაერთის, გლიკოლიზის ადრეული გარდამავალი პროდუქტის გამოყენება ენერგიის პროდუქციისთვის.
The cell (a liver cell, for example) can then use this compound, an early intermediate in glycolysis, for energy production.
518332.
ბიოლოგია | თავი XI
ალტერნატიულად, ნაერთს შესაძლოა ჩამოშორდეს ფოსფატი და ღვიძლის უჯრედიდან სისხლში გამოთავისუფლდეს როგორც გლუკოზა, რომელსაც შეუძლია უჯრედების საწვავით მომარაგება მთელ სხეულში.
Alternatively, the compound can be stripped of phosphate and released from the liver cell into the blood as glucose, which can fuel cells throughout the body.
518333.
ბიოლოგია | თავი XI
ასე, ეპინეფრინის, რომელიც თირკმელზედა ჯირკვლიდან გამოთავისუფლდება ფიზიკური ან ფსიქიკური სტრესის დროს, ერთ-ერთი ეფექტიარის საწვავის მარაგის მობილიზაცია.
Thus, one effect of epinephrine, which is secreted from the adrenal gland during times of physical or mental stress, is the mobilization of fuel reserves.
518334.
ბიოლოგია | თავი XI
სატერლენდის სამეცნიერო ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ ეპინეფრინი გლიკოგენის დაშლას ასტიმულირებს ციტოზოლური ფერმენტის, გლიკოგენფოსფორილაზას რაღაცნაირად გააქტიურებით.
Sutherland's research team discovered that epinephrine stimulates glycogen breakdown by somehow activating a cytosolic enzyme, glycogen phosphorylase.
518335.
ბიოლოგია | თავი XI
მიუხედავად ამისა, როდესაც ეპინეფრინი დაამატეს ცდის სინჯარაში, რომელიც შეიცავდა ფერმენტსა და მის სუბსტრატ გლიკოგენს, არანაირი დახლეჩა არ მომხდარა.
However, when epinephrine was added to a test-tube mixture containing the enzyme and its substrate, glycogen, no breakdown occurred.
518336.
ბიოლოგია | თავი XI
ეპინეფრინს გლიკოგენფოსფორილაზას გააქტიურება მხოლოდ მაშინ შეუძლია, როცა ჰორმონს ამატებენ ხსნარს, რომელიც ინტაქტურ (დაუზიანებელ) უჯრედებს შეიცავს.
Epinephrine could activate glycogen phosphorylase only when the hormone was added to a solution containing intact cells.
518337.
ბიოლოგია | თავი XI
ამ შედეგებმა სატერლენდს ორი რამ აუწყეს.
This result told Sutherland two things.
518338.
ბიოლოგია | თავი XI
პირველი, ეპინეფრინი უშუალოდ არ ურთიერთქმედებს გლიკოგენის დამხლეჩ ფერმენტთან; შუალედური საფეხური ან საფეხურთა სერია უნდა მიმდინარეობდეს უჯრედის შიგნით.
First, epinephrine does not interact directly with the enzyme responsible for glycogen breakdown; an intermediate step or series of steps must be occurring inside the cell.
518339.
ბიოლოგია | თავი XI
მეორე კი ის, რომ პლაზმური მემბრანა რაღაცნაირად ჩართულია ეპინეფრინის სიგნალის გადაცემაში.
Second, the plasma membrane is somehow involved in transmitting the epinephrine signal.
518340.
ბიოლოგია | თავი XI
სატერლენდი თავის ადრეულ შრომაში ვარაუდობდა, რომ უჯრედული საუბრის მიმღებ ნაწილზე მიმდინარე პროცესი შეიძლება სამ საფეხურად დაიყოს: მიღება, ტრანსდუქცია და პასუხი.
Sutherland's early work suggested that the process going on at the receiving end of a cellular conversation can be dissected into three stages: reception, transduction, and response.