მოიძებნა 669199 ჩანაწერი
518381.
ბიოლოგია | თავი XI
სპეციალური ცილები, რომელთაც ტრანსკრიფციის ფაქტორები ეწოდება, აკონტროლებენ, თუ რომელი გენების ჩართვა უნდა მოხდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ რომელი გენის ტრანსკრიფცია უნდა მოხდეს მ-რნმ-ად გარკვეულ უჯრედში, გარკვეულ დროს.
Special proteins called transcription factors control which genes are turned on—that is, which genes are transcribed into mRNA in a particular cell at a particular time.
518382.
ბიოლოგია | თავი XI
ტესტოსტერონის რეცეპტორი როდესაც აქტიურდება, მოქმედებს როგორც ტრანსკრიფციის ფაქტორი, რომელიც რთავს სპეციფიკურ გენებს.
The testosterone receptor, when activated, acts as a transcription factor that turns on specific genes.
518383.
ბიოლოგია | თავი XI
ტრანსკრიფციის ფაქტორის მსგავსად მოქმედებით, თვით ტესტოსტერონის რეცეპტორი ახდენს სიგნალის სრულ ტრანსდუქციას.
By acting as a transcription factor, the testosterone receptor itself carries out the complete transduction of the signal.
518384.
ბიოლოგია | თავი XI
უჯრედშიდა რეცეპტორების უმეტესი ნაწილი ასევე მოქმედებს, მიუხედავად იმისა, რომ მრავალი მათგანი ბირთვში არსებობს ჯერ კიდევ მანამდე, სანამ სიგნალი მიაღწევს (მაგალითს წარმოადგენს თიროიდული ჰორმონის რეცეპტორი).
Most other intracellular receptors function in the same way, although many of them are already in the nucleus before the signal molecule reaches them (an example is the thyroid hormone receptor).
518385.
ბიოლოგია | თავი XI
საინტერესოა, რომ ამ უჯრედშიდა რეცეპტორული ცილების უმეტესობა სტრუქტურულად ერთნაირია, რაც მათ ევოლუციურ ნათესაობაზე მიგვანიშნებს.
Interestingly, many of these intracellular receptor proteins are structurally similar, suggesting an evolutionary kinship.
518386.
ბიოლოგია | თავი XI
ჰორმონებს, რომელთა რეცეპტორებიც უჯრედის შიგნითაა მოთავსებული, ჩვენ უფრო ახლოს გავეცნობით 45-ე თავში.
We will look more closely at hormones with intracellular receptors in Chapter 45.
518387.
ბიოლოგია | თავი XI
პლაზმური მემბრანის რეცეპტორები.
Receptors in the Plasma Membrane.
518388.
ბიოლოგია | თავი XI
წყალში ხსნადი სასიგნალო მოლეკულების უმეტესობა უკავშირდება უჯრედის პლაზმურ მემბრანაში ჩამჯდარ ცილა-რეცეპტორის სპეციფიკურ საიტს.
Most water-soluble signal molecules bind to specific sites on receptor proteins embedded in the cell's plasma membrane.
518389.
ბიოლოგია | თავი XI
როცა ასეთი ტიპის რეცეპტორებს სპეციფიკური ლიგანდი უკავშირდება, ისინი ფორმის ცვლილებით ან აგრეგაციით უჯრედგარე სივრციდან ინფორმაციას გადაიტანენ უჯრედის შიგნით.
Such a receptor transmits information from the extracellular environment to the inside of the cell by changing shape or aggregating when a specific ligand binds to it.
518390.
ბიოლოგია | თავი XI
ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ, თუ როგორ მუშაობენ მემბრანული რეცეპტორები სამი ძირითადი ტიპის განხილვით, ესენია: G-ცილასთან დაკავშირებული რეცეპტორები, თიროზინკინაზული რეცეპტორები და იონური არხის რეცეპტორები.
We can see how membrane receptors work by looking at three major types: G-protein-linked receptors, receptor tyrosine kinases, and ion channel receptors.
518391.
ბიოლოგია | თავი XI
ეს რეცეპტორები განხილული და ილუსტრირებულია მომდევნო სამ გვერდზე სურათ 11.7-ზე. გთხოვთ, ჯერ ეს სურათი შეისწავლოთ და შემდეგ გააგრძელოთ მომდევნო ტექსტის განხილვა.
These receptors are discussed and illustrated in Figure 11.7 on the next three pages; please study this figure before going on.
518392.
ბიოლოგია | თავი XI
ტრანსდუქცია: უჯრედში არსებული მოლეკულური კასკადები სიგნალებს გადასცემენ რეცეპტორებიდან სამიზნე მოლეკულებამდე.
Transduction: Cascades of molecular interactions relay signals from receptors to target molecules in the cell.
518393.
ბიოლოგია | თავი XI
როდესაც სიგნალის რეცეპტორი პლაზმური მემბრანის ცილაა, ჩვენს მიერ განხილული უმრავლესობის მსგავსად, უჯრედის სასიგნალო გზის ტრანსდუქციის სტადია ჩვეულებრივ მრავალსაფეხურიანია.
When signal receptors are plasma membrane proteins, like most of those we have discussed, the transduction stage of cell signaling is usually a multistep pathway.
518394.
ბიოლოგია | თავი XI
ასეთი სახის მიმოცვლის გზის ერთი სარგებელი ის არის, რომ შესაძლებელია სიგნალის დიდად გაძლიერება.
One benefit of such pathways is the possibility of greatly amplifying a signal.
518395.
ბიოლოგია | თავი XI
თუკი მიმოცვლის გზაში, ზოგიერთ მოლეკულას სიგნალი გადააქვს სერიის მომდევნო კომპონენტის მრავალ მოლეკულაზე, შედეგად მიმოცვლის გზის ბოლოში მიიღება გააქტიურებული მოლეკულების დიდი რიცხვი.
If some of the molecules in a pathway transmit the signal to multiple molecules of the next component in the series, the result can be a large number of activated molecules at the end of the pathway.
518396.
ბიოლოგია | თავი XI
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უჯრედგარე სასიგნალო მოლეკულების მცირე რიცხვს, შეუძლია წარმოქმნას ძლიერი უჯრედული პასუხი.
In other words, a small number of extracellular signal molecules can produce a large cellular response.
518397.
ბიოლოგია | თავი XI
გარდა ამისა, როგორც მოგვიანებით ვნახავთ, მრავალსაფეხურიანი გზა კოორდინაციისა და რეგულაციის უფრო მეტ შესაძლებლობას იძლევა, ვიდრე მარტივი სისტემა.
Moreover, multistep pathways provide more opportunities for coordination and regulation than simpler systems do, as we'll discuss later.
518398.
ბიოლოგია | თავი XI
სიგნალის ტრანსდუქციის გზა.
Signal Transduction Pathways.
518399.
ბიოლოგია | თავი XI
პლაზმურ მემბრანაში არსებულ რეცეპტორზე სპეციფიკური სასიგნალო მოლეკულის დაკავშირება რთავს პირველ საფეხურს მოლეკულური ურთიერთქმედებების ჯაჭვში – სიგნალის ტრანსდუქციის გზას, რომელიც გარკვეულ პასუხს იწვევს უჯრედის შიგნით.
The binding of a specific signal molecule to a receptor in the plasma membrane triggers the first step in the chain of molecular interactions - the signal transduction pathway-that leads to a particular response within the cell.
518400.
ბიოლოგია | თავი XI
დომინოს ქვების რიგის წაქცევის მსგავსად, სიგნალით გააქტიურებული რეცეპტორი ააქტიურებს მეორე ცილას, რომელიც ასევე სხვა მოლეკულას ააქტიურებს და ასე გრძელდება მანამ, ვიდრე არ გააქტიურდება ცილა, რომელიც უჯრედის საბოლოო პასუხს წარმოქმნის.
Like falling dominoes, the signal-activated receptor activates another protein, which activates another molecule, and so on, until the protein that produces the final cellular response is activated.