მოიძებნა 669199 ჩანაწერი
518361.
ბიოლოგია | თავი XI
სასიგნალო მოლეკულა ლიგანდის მსგავსად იქცევა. ლიგანდი არის ტერმინი მოლეკულისთვის, რომელიც სპეციფიკურად უკავშირდება მეორე მოლეკულას.
Signal molecule behaves as a ligand, the term for a molecule that specifically binds to another molecule, often a larger one.
518362.
ბიოლოგია | თავი XI
ლიგანდის დაკავშირება, ჩვეულებრივ იწვევს რეცეპტორული ცილის დაქვემდებარებას კონფორმაციული ცვლილებებისადმი – რაც ფორმის ცვლილებას ნიშნავს.
Ligand binding generally causes a receptor protein to undergo a change in conformation-that is, to change shape.
518363.
ბიოლოგია | თავი XI
მრავალი რეცეპტორის შემთხვევაში, ეს ფორმის ცვლილება უშუალოდ ააქტიურებს რეცეპტორს, რაც მას უჯრედის სხვა მოლეკულასთან ურთიერთობის საშუალებას აძლევს.
For many receptors, this shape change directly activates the receptor, enabling it to interact with other cellular molecules.
518364.
ბიოლოგია | თავი XI
სხვა ტიპის რეცეპტორებისთვის, ლიგანდის დაკავშირების დაუყოვნებელი ეფექტია ორი ან მეტი რეცეპტორული მოლეკულის აგრეგაცია, რაც უჯრედის შიგნით დასაბამს აძლევს მომდევნო მოლეკულურ პროცესებს.
For other kinds of receptors, the immediate effect of ligand binding is to cause the aggregation of two or more receptor molecules, which leads to further molecular events inside the cell.
518365.
ბიოლოგია | თავი XI
სასიგნალო რეცეპტორების უმეტესობა პლაზმური მემბრანის ცილებს წარმოადგენენ.
Most signal receptors are plasma membrane proteins.
518366.
ბიოლოგია | თავი XI
მათი ლიგანდები წყალში ხსნადია და ჩვეულებრივ, საკმაოდ დიდია იმისთვის, რომ თავისუფლად გავიდნენ პლაზმურ მემბრანაში.
Their ligands are water-soluble and generally too large to pass freely through the plasma membrane.
518367.
ბიოლოგია | თავი XI
სხვა სასიგნალო რეცეპტორები ლოკალიზებულია უჯრედის შიგნით.
Other signal receptors, however, are located inside the cell.
518368.
ბიოლოგია | თავი XI
ჩვენ მათ მანამდე განვიხილავთ, ვიდრე მემბრანულ რეცეპტორებს მივუბრუნდებით.
We discuss these next, before returning to membrane receptors.
518369.
ბიოლოგია | თავი XI
უჯრედშიდა რეცეპტორები.
Intracellular Receptors.
518370.
ბიოლოგია | თავი XI
უჯრედშიდა რეცეპტორული ცილები ნანახია სამიზნე უჯრედის ციტოპლაზმაში, ან კიდევ ბირთვში.
Intracellular receptor proteins are found in either the cytoplasm or nucleus of target cells.
518371.
ბიოლოგია | თავი XI
ასეთი რეცეპტორის მისაღწევად, ქიმიური შუამავალი გადალახავს სამიზნე უჯრედის პლაზმურ მემბრანას.
To reach such a receptor, a chemical messenger passes through the target cell's plasma membrane.
518372.
ბიოლოგია | თავი XI
მრავალ მნიშვნელოვან სასიგნალო მოლეკულას შეუძლია ამის გაკეთება, რადგან ისინი საკმარისად ჰიდროფობიურები არიან, ან საკმარისად პატარები, რათა გადალახონ მემბრანის ფოსფოლიპიდური შიდა ნაწილი.
A number of important signaling molecules can do this because they are either hydrophobic enough or small enough to cross the phospholipid interior of the membrane.
518373.
ბიოლოგია | თავი XI
ასეთ ჰიდროფობიურ ქიმიურ მესენჯერებს წარმოადგენენ ცხოველთა სტეროიდული და თიროიდული ჰორმონები.
Such hydrophobic chemical messengers include the steroid hormones and thyroid hormones of animals.
518374.
ბიოლოგია | თავი XI
სხვა სახის ქიმიურ სიგნალს, რომელსაც უჯრედშიდა რეცეპტორები აქვს, წარმოადგენს აზოტის ოქსიდი (NO), აირი. მისი ძალიან პატარა მოლეკულა ადვილად ძვრება მემბრანის ფოსფოლიპიდებს შორის.
Another chemical signal with an intracellular receptor is nitric oxide (NO), a gas; its very small molecules readily pass between the membrane phospholipids.
518375.
ბიოლოგია | თავი XI
ტესტოსტერონის მოქმედება სტეროიდული ჰორმონების ნიმუშს წარმოადგენს.
The behavior of testosterone is representative of steroid hormones.
518376.
ბიოლოგია | თავი XI
სათესლის უჯრედების მიერ სეკრეტირებული ჰორმონი მოგზაურობს სისხლის მეშვეობით და აღწევს მთელი ორგანიზმის სხვადასხვა უჯრედებამდე.
Secreted by cells of the testis, the hormone travels through the blood and enters cells all over the body.
518377.
ბიოლოგია | თავი XI
სამიზნე უჯრედების ციტოპლაზმაში, ანუ მხოლოდ იმ უჯრედებში რომლებიც ტესტოსტერონის შესაბამის რეცეპტორის მოლეკულას შეიცავენ, ჰორმონი უკავშირდება რეცეპტორულ ცილას და ააქტიურებს მას.
In the cytoplasm of target cells, the only cells that contain receptor molecules for testosterone, the hormone binds to the receptor protein, activating it.
518378.
ბიოლოგია | თავი XI
ჰორმონდაკავშირებული ცილა-რეცეპტორის აქტიური ფორმა აღწევს ბირთვში და მოქმედებს სპეციფიკურ გენებზე, რომლებიც აკონტროლებენ მამრობითი სქესის ნიშან-თვისებებს.
With the hormone attached, the active form of the receptor protein then enters the nucleus and turns on specific genes that control male sex characteristics.
518379.
ბიოლოგია | თავი XI
როგორ რთავს ჰორმონ-რეცეპტორის გააქტიურებული კომპლექსი გენებს?
How does the activated hormone-receptor complex turn on genes?
518380.
ბიოლოგია | თავი XI
გაიხსენეთ, რომ უჯრედის დნმ-ში გენების ფუნქციის რეალიზება ხდება ტრანსკრიფციითა და საინფორმაციო (მესენჯერული) რნმ-ის (მ-რნმ) სინთეზით, რომელიც ტოვებს ბირთვს და სპეციფიკურ ცილად ტრანსლირდება ციტოპლაზმაში არსებულ რიბოსომებზე.
Recall that the genes in a cell's DNA function by being transcribed and processed into messenger RNA (mRNA), which leaves the nucleus and is translated into a specific protein by ribosomes in the cytoplasm.