მოიძებნა 669199 ჩანაწერი
518401.
ბიოლოგია | თავი XI
მოლეკულები, რომლებიც სიგნალს გადასცემენ რეცეპტორიდან პასუხამდე, რომლებსაც ამ წიგნში ჩვენ ვუწოდებთ გადამცემ მოლეკულებს, უმეტესად ცილებია.
The molecules that relay a signal from receptor to response which we call relay molecules in this book, are mostly proteins.
518402.
ბიოლოგია | თავი XI
ცილათა ურთიერთმოქმედება არის უჯრედის სასიგნალო პროცესების მთავარი თემა.
The interaction of proteins is a major theme of cell signaling.
518403.
ბიოლოგია | თავი XI
მართლაც, ცილების ურთიერთმოქმედება არის უჯრედის დონეზე მიმდინარე ყველა სახის რეგულაციის გამაერთიანებელი საკითხი.
Indeed, protein interaction is a unifying theme of all regulation at the cellular level.
518404.
ბიოლოგია | თავი XI
გაითვალისწინეთ, რომ საწყისი სასიგნალო მოლეკულა ფიზიკურად არ გადაადგილდება სასიგნალო გზის გასწვრივ, უმეტეს შემთხვევებში, იგი უჯრედამდეც კი არასდროს აღწევს.
Keep in mind that the original signal molecule is not physically passed along a signaling pathway; in most cases, it never even enters the cell.
518405.
ბიოლოგია | თავი XI
როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ სიგნალი გადაიცემა სასიგნალო გზის გასწვრივ, ჩვენ ვგულისხმობთ, რომ გარკვეული ინფორმაცია გადაიცემა.
When we say that the signal is relayed along a pathway, we mean that certain information is passed on.
518406.
ბიოლოგია | თავი XI
ყოველ საფეხურზე სიგნალი გარდაიქმნება სხვადასხვა ფორმაში, ჩვეულებრივ, ეს ცილის კონფორმაციის ცვლილებით გამოიხატება.
At each step, the signal is transduced into a different form, commonly a conformational change in a protein.
518407.
ბიოლოგია | თავი XI
ძალიან ხშირად კონფორმაციული ცვლილება გამოწვეულია ფოსფორილირებით.
Very often, the conformational change is brought about by phosphorylation.
518408.
ბიოლოგია | თავი XI
ცილების ფოსფორილირება და დეფოსფორილირება.
Protein Phosphorylation and Dephosphorylation.
518409.
ბიოლოგია | თავი XI
წინა თავებში წარმოდგენილი იყო კონცეფცია ერთი ან ორი ფოსფატის ჯგუფის დამატებით, ცილის გააქტიურების შესახებ.
Previous chapters introduced the concept of activating a protein by adding one or more phosphate groups to it.
518410.
ბიოლოგია | თავი XI
სურათ 11.7-ზე ჩვენ ასევე ვხედავთ, თუ როგორ არის ფოსფორილირება ჩართული თიროზინკინაზული რეცეპტორების გააქტიურებაში.
In Figure 11.7, we have already seen how phosphorylation is involved in the activation of receptor tyrosine kinases.
518411.
ბიოლოგია | თავი XI
ფაქტობრივად, ცილების ფოსფორილირება და დეფოსფორილირება არის ფართოდ გავრცელებული უჯრედული მექანიზმი ცილების აქტივობის რეგულირებისთვის.
In fact, the phosphorylation and dephosphorylation of proteins is a widespread cellular mechanism for regulating protein activity.
518412.
ბიოლოგია | თავი XI
იმ ფერმენტის ზოგადი სახელი, რომელსაც ფოსფატის ჯგუფები ატფ-დან ცილებზე გადააქვს არის პროტეინკინაზა.
The general name for an enzyme that transfers phosphate groups from ATP to a protein is protein kinase.
518413.
ბიოლოგია | თავი XI
გაიხსენეთ, რომ თიროზინკინაზული რეცეპტორი აფოსფორილირებს მეორე თიროზინკინაზული რეცეპტორის მონომერებს.
Recall that receptor tyrosine kinases phosphorylate other receptor tyrosine kinase monomers.
518414.
ბიოლოგია | თავი XI
ციტოპლაზმური პროტეინკინაზების უმეტესობა კი, მათგან განსხვავებულ ცილებზე მოქმედებენ.
Most cytoplasmic protein kinases, however, act on proteins different from themselves.
518415.
ბიოლოგია | თავი XI
მეორე განსხვავება ის არის, რომ ციტოპლაზმური პროტეინკინაზების უმეტესობა აფოსფორილირებენ ამინომჟავა სერინს ან ტრეონინს და არა თიროზინს.
Another distinction is that most cytoplasmic protein kinases phosphorylate either the amino acid serine or threonine, rather than tyrosine.
518416.
ბიოლოგია | თავი XI
ასეთი სერინ/ტრეონინული კინაზები ფართოდ არიან ჩართული ცხოველების, მცენარეების და სოკოების სასიგნალო გზებში.
Such serine/threonine kinases are widely involved in signaling pathways in animals, plants, and fungi.
518417.
ბიოლოგია | თავი XI
სასიგნალო გზის მრავალი გადამცემი მოლეკულა პროტეინკინაზას წარმოადგენს, და ისინი ხშირად სასიგნალო გზის გასწვრივ სხვა პროტეინკინაზებზე მოქმედებენ.
Many of the relay molecules in signal transduction pathways are protein kinases, and they often act on other protein kinases in the pathway.
518418.
ბიოლოგია | თავი XI
სურათ 11.8-ზე წარმოდგენილია ჰიპოთეზური მიმოცვლის გზა, რომელიც შედგება სამი განსხვავებული პროტეინკინაზისგან, რომლებიც ”ფოსფორილირების კასკადს“ ქმნიან.
Figure 11.8 depicts a hypothetical pathway containing three different protein kinases, which create a "phosphorylation cascade."
518419.
ბიოლოგია | თავი XI
წარმოდგენილი თანამიმდევრობა მსგავსია მრავალი ცნობილი კასკადისა, მათ შორის, საფუვრებში შეწყვილების სიგნალებითა და ცხოველურ უჯრედებში მრავალი ზრდის ფაქტორით გამოწვეული კასკადებისა.
The sequence shown is similar to many known pathways, including those triggered in yeast by mating factors and in animal cells by many growth factors.
518420.
ბიოლოგია | თავი XI
სიგნალის გადაცემა ხდება ცილების ფოსფორილირების კასკადით, თითოეული მათგანი იწვევს კონფორმაციულ ცვლილებას.
The signal is transmitted by a cascade of protein phosphorylations, each bringing with it a conformational change.