მოიძებნა 669199 ჩანაწერი
518421.
ბიოლოგია | თავი XI
ფორმის ყოველი ცვლილება წარმოიქმნება ახლად დამატებული ფოსფატის ჯგუფისა და დამუხტული ან პოლარული ამინომჟავების ურთიერთმოქმედებით.
Each shape change results from the interaction of the newly added phosphate groups with charged or polar amino acids.
518422.
ბიოლოგია | თავი XI
ხშირად, ფოსფატის ჯგუფის დამატებით ცილა არააქტიური მდგომარეობიდან გადადის აქტიურ მდგომარეობაში (თუმცა სხვა შემთხვევაში ფოსფორილირება ცილის აქტივობას ამცირებს).
The addition of phosphate groups often changes a protein from an inactive form to an active form (although in other cases phosphorylation decreases the activity of the protein).
518423.
ბიოლოგია | თავი XI
პროტეინკინაზების მნიშვნელობა ძნელად ჩამოსაყალიბებელია.
The importance of protein kinases can hardly be overstated.
518424.
ბიოლოგია | თავი XI
ფიქრობენ, რომ ჩვენი გენების 2% სწორედ პროტეინკინაზების კოდირებას ახდენენ.
About 2% of our own genes are thought to code for protein kinases.
518425.
ბიოლოგია | თავი XI
ერთ უჯრედს შეიძლება ჰქონდეს ასობით სხვადასხვა ტიპის პროტეინკინაზა, რომელთაგანაც თითოეული სხვადასხვა სუბსტრატული ცილის სპეციფიკურია.
A single cell may have hundreds of different kinds, each specific for a different substrate protein.
518426.
ბიოლოგია | თავი XI
ერთად, შესაძლოა ისინი უჯრედში არეგულირებენ უფრო დიდი რაოდენობის, ათასობით ცილას.
Together, they probably regulate a large proportion of the thousands of proteins in a cell.
518427.
ბიოლოგია | თავი XI
მათ შორისაა იმ ცილების უმეტესობა, რომლებიც თავის მხრივ, უჯრედის რეპროდუქციას არეგულირებენ.
Among these are most of the proteins that, in turn, regulate cell reproduction.
518428.
ბიოლოგია | თავი XI
ასეთი ტიპის კინაზების უზომო აქტივობას შეუძლია გამოიწვიოს უჯრედის უკონტროლო ზრდა და მონაწილეობა მიიღოს კიბოს განვითარებაში.
Abnormal activity of such a kinase can cause abnormal cell growth and contribute to the development of cancer.
518429.
ბიოლოგია | თავი XI
ფოსფორილირების კასკადში ასევე მნიშვნელოვანია პროტეინ ფოსფატაზებიც, ფერმენტები, რომლებიც ცილებს ადვილად აშორებენ ფოსფატის ჯგუფებს, ამ პროცესს დეფოსფორილირება ეწოდება.
Equally important in the phosphorylation cascade are the protein phosphatases, enzymes that can rapidly remove phosphate groups from proteins, a process called dephosphorylation.
518430.
ბიოლოგია | თავი XI
პროტეინკინაზების დეფოსფორილირებით და ამგვარად, მათი ინაქტივირებით, ფოსფატაზები უზრუნველყოფენ სასიგნალო გზის გამოსართველ მექანიზმის იმ შემთხვევისთვის, როდესაც საწყისი სიგნალი აღარ არსებობს.
By dephosphorylating and thus inactivating protein kinases, phosphatases provide the mechanism for turning off the signal transduction pathway when the initial signal is no longer present.
518431.
ბიოლოგია | თავი XI
ფოსფატაზები ასევე პროტეინკინაზების კვლავ გამოყენების საშუალებას იძლევიან და ამით უჯრედს საშუალებას აძლევენ, უჯრედგარე სიგნალს ისევ უპასუხოს.
Phosphatases also make the protein kinases available for reuse, enabling the cell to respond again to an extracellular signal.
518432.
ბიოლოგია | თავი XI
ნებისმიერ შემთხვევაში, ფოსფორილირებით რეგულირებადი ცილის აქტივობა დამოკიდებულია კინაზას აქტიურ მოლეკულებსა და აქტიურ ფოსფატაზას მოლეკულებს შორის არსებულ ბალანსზე უჯრედში.
At any given moment, the activity of a protein regulated by phosphorylation depends on the balance in the cell between active kinase molecules and active phosphatase molecules.
518433.
ბიოლოგია | თავი XI
ფოსფორილირება/დეფოსფორილირების სისტემა უჯრედში მოქმედებს როგორც მოლეკულური ჩამრთველი, რომელიც საჭიროებისამებრ აქტივობას ან ჩართავს, ან გამორთავს.
The phosphorylation/dephosphorylation system acts as a molecular switch in the cell, turning activities on or off as required.
518434.
ბიოლოგია | თავი XI
მცირე მოლეკულები და იონები, როგორც მეორადი შუამავლები.
Small Molecules and Ions as Second Messengers.
518435.
ბიოლოგია | თავი XI
სასიგნალო გზის ყველა მოლეკულა არ არის ცილა.
Not all components of signal transduction pathways are proteins.
518436.
ბიოლოგია | თავი XI
მრავალი სასიგნალო გზა ასევე მოიცავს მცირე, არაცილოვან, წყალში ხსნად მოლეკულებს, ან აირებს, რომელთაც მეორად მესენჯერებს უწოდებენ.
Many signaling pathways also involve small, nonprotein, water-soluble molecules or ions called second messengers.
518437.
ბიოლოგია | თავი XI
უჯრედგარე სასიგნალო მოლეკულა, რომელიც მემბრანულ რეცეპტორს უკავშირდება, წარმოადგენს „პირველად შუამავალს”.
The extracellular signal molecule that binds to the membrane receptor is a pathway's "first messenger."
518438.
ბიოლოგია | თავი XI
რადგან მეორადი მესენჯერები მცირე ზომისა და წყალში ხსნადები არიან, მათ დიფუზიის გზით ადვილად გავრცელება შეუძლიათ მთელ უჯრედში.
Because second messengers are both small and water-soluble, they can readily spread throughout the cell by diffusion.
518439.
ბიოლოგია | თავი XI
მაგალითად, მოკლედ განვიხილოთ შემდეგი, არსებობს მეორადი შუამავალი, რომელსაც უწოდებენ ციკლურ ამფ-ს. მას ეპინეფრინით გამოწვეული სიგნალი გადააქვს ღვიძლის ან კუნთის პლაზმური მემბრანიდან უჯრედის შიგნით, სადაც ის ახორციელებს გლიკოგენის დახლეჩას.
For example, as we'll see shortly, it is a second messenger called cyclic AMP that carries the signal initiated by epinephrine from the plasma membrane of a liver or muscle cell into the cell's interior, where it brings about glycogen breakdown.
518440.
ბიოლოგია | თავი XI
მეორადი შუამავლები მონაწილეობენ როგორც G-ცილასთან შეუღლებული რეცეპტორებით დაწყებულ, ასევე თიროზინკინაზული რეცეპტორებით დაწყებულ სასიგნალო გზებში.
Second messengers participate in pathways initiated by both G-protein-linked receptors and receptor tyrosine kinases.