მოიძებნა 669199 ჩანაწერი
518481.
ბიოლოგია | თავი XI
შედეგად, კალციუმის კონცენტრაცია ენდოპლაზმურ რეტიკულუმში, ჩვეულებრივ, გაცილებით მაღალია, ვიდრე ციტოზოლში.
As a result, the calcium concentration in the ER is usually much higher than that in the cytosol.
518482.
ბიოლოგია | თავი XI
რადგან ციტოზოლური კალციუმის დონე დაბალია, იონების რაოდენობის მცირე ცვლილებაც კი დიდ პროცენტულ ცვლილებას წარმოადგენს კალციუმის კონცენტრაციისთვის.
Because the cytosolic calcium level is low, a small change in absolute numbers of ions represents a relatively large percentage change in calcium concentration.
518483.
ბიოლოგია | თავი XI
სასიგნალო გზის შედეგად გადაცემული სიგნალის საპასუხოდ, ციტოზოლური კალციუმის დონე ჩვეულებრივ შესაძლოა გაიზარდოს იმ მექანიზმით, რომელიც Ca2++-ს გამოათავისუფლებს უჯრედთა ენდოპლაზმური რეტიკულუმიდან.
In response to a signal relayed by a signal transduction pathway, the cytosolic calcium level may rise, usually by a mechanism that releases Ca2++ from the cell's ER.
518484.
ბიოლოგია | თავი XI
სასიგნალო გზები, რომლებიც კალციუმის გამოყოფით მიმდინარეობენ, სხვა მეორად შუამავლებსაც შეიცავენ, ესენია ინოზიტოლ ტრიფოსფატი (IP3) და დიაცილგლიცერინი (DAG).
The pathways leading to calcium release involve still other second messengers, inositol trisphosphate (IP3) and diacylglycerol (DAG).
518485.
ბიოლოგია | თავი XI
ეს ორი შუამავალი წარმოიქმნება პლაზმური მემბრანის გარკვეული ტიპის ფოსფოლიპიდების დახლეჩის შედეგად.
These two messengers are produced by cleavage of a certain kind of phospholipid in the plasma membrane.
518486.
ბიოლოგია | თავი XI
სურათი 11.12 გვიჩვენებს, თუ როგორ მიმდინარეობს კალციუმის გამოყოფა ენდოპლაზმური ბადიდან და როგორ ასტიმულირებს ამ პროცესს IP3.
Figure 11.12 shows how this occurs and how IP3 stimulates the release of calcium from the ER.
518487.
ბიოლოგია | თავი XI
რადგან IP3 მიმოცვლის ამ გზებში კალციუმზე ადრე იწყებს ფუნქციონირებას, კალციუმი შეიძლება „მესამე შუამავლად“ იქნას მიჩნეული.
Because IP3 acts before calcium in these pathways, calcium could be considered a "third messenger."
518488.
ბიოლოგია | თავი XI
მიუხედავად ამისა, მეცნიერები სასიგნალო გზების ყველა მცირე ზომის, არაცილოვანი კომპონენტებისთვის იყენებენ ტერმინს - მეორადი შუამავალი.
However, scientists use the term second messenger for all small, nonprotein components of signal transduction pathways.
518489.
ბიოლოგია | თავი XI
პასუხი: უჯრედული სასიგნალო გზები ციტოპლაზმურ აქტივობას ან ტრანსკრიფციას არეგულირებენ.
Response: Cell signaling leads to regulation of cytoplasmic activities or transcription.
518490.
ბიოლოგია | თავი XI
ჩვენ ახლა უფრო ახლოს გავეცნობით უჯრედგარე სიგნალით გამოწვეულ უჯრედის საბოლოო პასუხს, რასაც ზოგიერთი მკვლევარი „გამომუშავებულ პასუხს“ უწოდებს.
We now take a closer look at the cell's subsequent response to an extracellular signal-what some researchers call the "output response."
518491.
ბიოლოგია | თავი XI
რა ბუნებისაა სასიგნალო გზის საბოლოო საფეხური?
What is the nature of the final step in a signaling pathway?
518492.
ბიოლოგია | თავი XI
ციტოპლაზმური და ბირთვული პასუხები.
Cytoplasmic and Nuclear Responses.
518493.
ბიოლოგია | თავი XI
საბოლოოდ, სასიგნალო გზა ერთი ან მეტი უჯრედული აქტივობის რეგულაციას წარმართავს.
Ultimately, a signal transduction pathway leads to the regulation of one or more cellular activities.
518494.
ბიოლოგია | თავი XI
პასუხი შეიძლება მიმდინარეობდეს ციტოპლაზმაში, ან კიდევ შეიძლება ბირთვში მოქმედებდეს.
The response may occur in the cytoplasm or may involve action in the nucleus.
518495.
ბიოლოგია | თავი XI
ციტოპლაზმაში სიგნალმა შეიძლება გამოიწვიოს მაგალითად, პლაზმური მემბრანის იონური არხის გახსნა ან ჩაკეტვა, ან კიდევ სხვადასხვა სახის მეტაბოლური ცვლილება.
In the cytoplasm, a signal may cause, for example, the opening or closing of an ion channel in the plasma membrane or a change in cell metabolism.
518496.
ბიოლოგია | თავი XI
როგორც ჩვენ უკვე განვიხილეთ, ჰორმონ ეპინეფრინის მოქმედებაზე ღვიძლის უჯრედების პასუხი ხელს უწყობს ენერგიის მეტაბოლიზმის რეგულირებას.
As we have discussed already, the response of liver cells to signaling by the hormone epinephrine helps regulate cellular energy metabolism.
518497.
ბიოლოგია | თავი XI
სასიგნალო გზის საბოლოო საფეხური ააქტიურებს ფერმენტს, რომელიც გლიკოგენის დახლეჩას აკატალიზებს.
The final step in the signaling pathway activates the enzyme that catalyzes the breakdown of glycogen.
518498.
ბიოლოგია | თავი XI
სურათი 11.13 გვიჩვენებს სრულყოფილ მიმოცვლის გზას, რომელიც გლიკოგენიდან გლუკოზო-1-ფოსფატის ჩამოშორებას ახდენს.
Figure 11.13 shows the complete pathway leading to the release of glucose-1-phosphate from glycogen.
518499.
ბიოლოგია | თავი XI
ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ ყოველი საფეხური პასუხს აძლიერებს, როგორც ამას მოგვიანებით განვიხილავთ.
Note that at each step the response is amplified, as we will discuss later.
518500.
ბიოლოგია | თავი XI
მრავალი სხვა სასიგნალო გზა საბოლოოდ არეგულირებს არა ფერმენტთა აქტივობას, არამედ ფერმენტების ან სხვა ცილების სინთეზს, რასაც ჩვეულებრივ ახორციელებს სპეციფიკური გენების ჩართვით ან გამორთვით ბირთვში.
Many other signaling pathways ultimately regulate not the activity of enzymes but the synthesis of enzymes or other proteins, usually by turning specific genes on or off in the nucleus.